ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 45

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, გალობა კორახის ძეთა, ალამოთის საკრავზე.

1

დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს, დაფარულთათჳს ფსალმუნი

2 ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად. 2 ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად.
3 ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ. 3 ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა.
4 იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან მათი მედიდურობით. სელა. 4 ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა.
5 მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას. 5 სლვა მდინარეთა ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან.
6 ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე. 6 ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად.
7 ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა - გაქრა ქვეყანა. 7 შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ჴმაჲ თჳსი მაღალმან და შეიძრა ქუეყანა.
8 ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა. 8 უფალი ძალთა ჩუენთა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი.
9 მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა. 9 მოდით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ქმნნა ნიშები ქუეყანასა ზედა.
10 შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით. 10 დააცადნის ბრძოლანი კიდითგან კიდედმდე ქუეყანასა; მშჳლდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწვას ცეცხლითა.
11 შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე. 11 მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა.
12 ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა. 12 უფალი ძალთა ჩუენ თანა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი. დიდება

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე