ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 51

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, მოძღვრება დავითისა.

1

დასასრულსა, გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისა

2 როცა მივიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა, რომ მივიდა დავითი ახიმელექის სახლში. 2 რაჟამს მოვიდა დიოკ იდუმელი და უთხრა საულს და ჰრქუა მას, ვითარმედ: მოვიდა დავით სახლსა აქიმელიქისსა
3 რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველდღეოა. 3 რადმე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უსჯულოებასა მარადღე?
4 ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა. 4 სიცრუესა ზრახავს ენაჲ შენი; ვითარცა მახჳლი აღლესული, ჰყავ შენ ზაკვაჲ.
5 გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად, სიცრუე - სიმართლის ლაპარაკზე მეტად. სელა. 5 შეიყუარე სიბოროტე უფროს სახიერებისა და სიცრუე უფროს სიმართლისა სიტყჳსა.
6 გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარი; 6 შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაჲ დაქცევისა და ენაჲ მზაკვარი.
7 ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა. 7 ამისთჳს დაგამჴუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგჴადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთა.
8 ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე: 8 იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან:
9 აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა, თავის ბოროტებაში გამაგრდა. 9 აჰა, ესერა, კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა მისისასა. და განძლიერდა იგი ამავოებითა თჳსითა.
10 ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხე ღმერთის სახლში, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე. 10 ხოლო მე, ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
11 გადიდებ მუდამ შენი ნამოქმედარისთვის და მივენდობი შენს სახელს, რადგან კარგია იგი შენს წმიდათა წინაშე. 11 აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა შენთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე