ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 58

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის საყარაულოდ, რომ მოეკლათ იგი.

1

დასასრულსა, ნუ განხრწნა, დავითის ძეგლისწერა, ოდეს-იგი მიავლინა საულ და შეიცვა სახლი მისი, რათა მოკლას იგი 

2 მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღმერთო; დამიცავი ჩემს წინააღმდეგ აღმდგართაგან. 2 მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო, და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე.
3 მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე. 3 მიჴსენ მე მოქმედთაგან უსჯულოებისათა და კაცთა მოსისხლეთაგან მაცხოვნე მე.
4 რადგანაც აგერ უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემს წინააღმდეგ; არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება, უფალო. 4 რამეთუ, ესერა, მოინადირეს სული ჩემი, და დამესხნეს ჩემ ზედა ძლიერნი;
5 უდანაშაულოდ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს შესახვედრად და მომხედე. 5 არცა უსჯულოებაჲ ჩემი, არცა ცოდვა ჩემი, უფალო; უცოდველად ვრბიოდე და წარვჰმართე,
6 ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი. სელა. 6 განიღჳძე შემთხუევად ჩემდა და იხილე. და შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაჱლისაო, მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა.
7 დაე, მობრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარეუარონ ქალაქს. 7 მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან, ვითარცა ძაღლი, და მოადგენ ქალაქსა.
8 აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო. 8 ესერა, იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახჳლი ბაგეთა შინა მათთა, ვითარმედ ვის ესმა?
9 ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხს. 9 და შენ, უფალი, ეცინოდი მათ და შეურაცხ-ჰყვნე ყოველნი წარმართნი. ძალი ჩემი შენდამი ვიმარხო, რამეთუ შენ, ღმერთი მწე ჩემდა ხარ,
10 მის ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი. 10  
11 ღმერთი - ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვეს; ღმერთმა შემახედოს ჩემს მტრებზე. 11 ღმერთი ჩემი, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო;
12 ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, ფარო ჩვენო, უფალო. 12 ღმერთმან ჩემმან მიჩუენოს მე მტერთა ჩემთა. ნუ მოსწყუედ მათ, ნუუკუე დაივიწყონ შჯული შენი; განაბნიენ იგინი ძალითა შენითა და დაამჴუენ იგინი, მფარველო ჩემო უფალო.
13 მათი პირის ცოდვა მათთა ბაგეთა ნალაპარაკევია; და გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის. 13 ცოდვაჲ პირისა მათისა სიტყუაჲ ბაგეთა მათთა, და შეიპყრნედ იგინი ამპარტავნებითა მათითა და წყევასა და სიცრუესა უთხრობდენ.
14 მოსპე რისხვით, მოსპე, რომ აღარ იყვნენ; და შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობზე ქვეყნიერების კიდით-კიდემდე. სელა. 14 აღსასრულ რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ; და გულისჴმა-ყონ, რამეთუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქუეყანისათა.
15 დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარს შემოუარონ ქალაქს. 15 მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლნი და მოადგენ ქალაქსა.
16 დაე, იწოწიალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე. 16 იგინი განიბნინენ ჭამად და უკუეთუ ვერ განძღენ, დრტჳნვიდენცა.
17 ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილაობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს. 17 ხოლო მე ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთიად წყალობითა შენითა; რამეთუ მეყავ მე მფარველ და შესავედრებელ ჩემდა დღესა ჭირისა ჩემისასა.
18 სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი. 18 მწე ჩემი ხარი შენ, შენ გიგალობდე, რამეთუ ღმერთი ჴელისა ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, და წყალობაო ჩემო.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე