ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 63

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2 ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ. მტრის შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე. 2 შეისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისა, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იჴსენ სული ჩემი.
3 დამიფარე ვერაგთა ჩუმი ზრახვისაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან. 3 დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთასა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუჲსათა.
4 რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი - მწარე სიტყვა, 4 რომელთა აღლესნეს, ვითარცა მახჳლნი, ენანი მათნი, გარდააცუეს მშჳლდსა მათსა საქმე სიმწარისა.
5 რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ. 5 რაჲთამცა განგუმირეს დაფარულსა შინა უბიწოჲ;
6 ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ მახეების დაგებას, ამბობენ: ვინ შეამჩნევს მათ? 6 მყის სისრა-უყონ მას, და არა შეიშინონ. განიმტკიცეს თავისა თჳსისა სიტყუაჲ უკეთური, მიუთხრეს დარწყმაჲ მახისა; და თქუეს: ვინ იხილნეს იგინი?
7 ეძიებენ სიმრუდეს, ძიებას ძიებით ასრულებენ, ხოლო შიგნეული კაცისა და გული ღრმაა. 7 გამოიძიეს უსჯულოებაჲ, განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა; წარდგეს კაცი სიღრმითა გულისათა,
8 და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან. 8 და ამაღლდეს ღმერთი, ისარ ჩჩჳლთა იქმნნეს წყლულებანი მათნი,
9 საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი. 9 და მოუძლურდეს მათ ზედა ენანი მათნი. შეძრწუნდეს ყოველნი, რომელნი ხედვიდეს მათ.
10 და შეშინდება ყველა კაცი და ილაპარაკებენ ღმერთის ნამოქმედარზე და მის ნაქნარს ჩაუკვირდებიან. 10 და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრნეს მათ საქმენი ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისჴმა-ყუნეს.
11 გაიხარებს წმიდანი უფლის მიერ და მიენდობა მას, და დაიქადებენ გულმართლები. 11 იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქნენ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე