ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 75

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი ასაფისა. გალობა.

1

დასასრულსა გალობათასა, ასაფისი, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ

2 ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი. 2 განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაჱლსა ზედა დიდ არს სახელი მისი.
3 და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში. 3 იქმნა მშჳდობით ადგილი მისი და სამკჳდრებელი მისი სიონს;
4 იქ დაიმსხვრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. სელა. 4 რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშჳლდთანი, საჭურველი და მახჳლი და ბრძოლაჲ.
5 ბრწყინვალე და ძლიერი ხარ სანადირო მთებზე მეტად. 5 განანათლებ შენ საკჳრველად მთათაგან საუკუნეთა.
6 გაცოფდნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი. 6 შეძრწუნდეს ყოველნი უგნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაჲ ყოველთა კაცთა სიმდიდრისა ჴელითა მათითა.
7 შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც. 7 მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისო, ჰრულოდა მათ, რომელნი ზესხდეს ჰუნებსა.
8 შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს? 8 შენ საშინელ ხარ, და ვინ წინააღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვა შენი.
9 ციდან მოგვასმინე სამართალი; დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა; 9 რაჟამს ზეცით სასმენელ-ჰყავ მშჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა,
10 როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად. სელა. 10 რაჟამს აღდგებოდა ღმერთი შჯად, განრინებად ყოველთა მშჳდთა ქუეყანისათა.
11 რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, ნაშთს რისხვისას მოთოკავ. 11 რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისა დღესასწაულებდეს შენდა.
12 აღუთქვით და გადაუხადეთ უფალ ღმერთს; ყველამ - მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს. 12 ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი, რომელნი არიან გარემოს მისა, შეწირონ ძღუენი
13 ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს. 13 საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე