ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 79

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, შოშანიმ - ედუთის საკრავზე, ასაფის ფსალმუნი.

1

ცვალებადთათჳს, წამებაჲ ასაფისი, ფსალმუნი ასურისათჳს

2 მწყემსო ისრაელისა, ყური მოგვაპყარ; წინ რომ უძღოდი, ვითარცა ცხვარს, იოსებს, ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე. 2 რომელი ჰმწყსი ისრაჱლსა, მოიხილე, რომელი უძღჳ, ვითარცა ცხოვარსა, იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ.
3 ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე წამომართე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს სახსნელად. 3 წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაჲ შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა.
4 ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით. 4 ღმერთო, მომაქციენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.
5 უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე? 5 უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?
6 აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებს სამმაგად. 6 მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა;
7 დაგვსვი საშუღლოდ ჩვენს მეზობლებში და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ. 7 მყვენ ჩუენ საყუედრელ გარემოსთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხევდეს ჩუენ.
8 უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით. 8 უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.
9 ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის. 9 ვენაჴი ეგჳპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხი იგი.
10 გაწმიდე მის წინ ადგილი, გაადგმევინე ფესვები და მან აავსო ქვეყანა. 10 გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ პირნი მისნი, და აღავსო ქუეყანა.
11

მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა ტოტებმა - ნაძვი ღმერთისა.

11 დაფარნა მთანი ჩრდილომან მისმან და ბაბილოთა მისთა _ ნაძუნი ღმრთისანი.
12 ტოტები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე - ყლორტები თვისი. 12

მისწუადნა რქანი მისნი ზღუადმდე და მდინარედმდე _ მწუერვალნი მისნი.

13 რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი და ყოველი გზად გამვლელი ძარცვავს მას? 13 აწ რად მოჰჴადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი?
14 ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები ძოვენ მას. 14 განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძჳნვარემან მოძოა იგი.
15 ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს. 15 ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოჰხედენ ვენაჴსა ამას;
16 გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე. 16 და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.
17 დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან. 17 მომწუარი ცეცხლითა და მოოჴრებული რისხვითა პირისა შენისათა წარწყმდენ.
18 იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ გააძლიერე. 18 იყავნ ჴელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.
19 და არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ. 19 და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან და დიდებისაგან წყალობისა შენისა მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით.
20 უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით. 20 უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი და ვცხონდეთ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე