ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 86

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

კორახის ძეთა ფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია.

1

ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისა, საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.

2 უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად. 2 უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა.
3 ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა. 3 დიდებულ ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო.
4 გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ. 4 მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე; და, აჰა, ესერა, უცხოთესლნი და ტჳროს და ერი ჰინდოთა, ესენი იშვნეს მუნ.
5 სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი. 5 დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან.
6 უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა. 6 უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისათა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა.
7 მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია. 7 ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე