ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 92

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; დააფუძნა სამყარო, რომ არ შეირყეს.

1

უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი გარეშეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.

2 გამზადებულია შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიული ხარ შენ. 2 განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ.
3 აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ხმაურს. 3 აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ჴმანი მათ აღდგენ მდინარენი სლვასა თჳსსა.
4 წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ხმებზე ძლიერია მაღლა უფალი. 4 ჴმითა წყალთა მრავალთა საკჳრველ არიან განცხრომანი ზღჳსანი; საკჳრველ არს მაღალთა შინა უფალი. წამებანი შენნი სარწმუნო იქმნნეს ფრიად;
5 მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად. შენს სახლს შეშვენის სიწმიდე, უფალო, სამარადჟამოდ. 5 სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე