ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 97

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.

1

უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკჳრველ-ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.

2 განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე. 2 აჩუენა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი.
3 გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა. 3 მოიჴსენა მოწყალებაჲ მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაჲ მისი _ სახლსა ზედა ისრაჱლისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისა.
4 შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ. 4 ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, უგალობდით და იხარებდით და აქებდით.
5 უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით. 5 უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ჴმითა ფსალმუნისათა;
6 რქით და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ უფალს მეფის წინაშე. 6 ნესტჳთა ჭედილითა და ჴმითა ნესტჳსა რქისათა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა.
7 ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი. 7 აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.
8 მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ. 8 მდინარეთა აღიტყუელონ ჴელნი თანად;
9 უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით. 9 მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი - სიწრფოებით.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე