ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი ოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
    1 უკუეთუ ვინმე მოიპაროს ზუარაკი, ანუ ცხოვარი და დაკლას იგი, ანუ განყიდოს, ხუთნი ზუარაკნი მისცნეს ზუარაკისათჳს და ოთხნი ცხოვარნი ცხოვარისათჳს.
1 თუ ქურდს ხვრელის თხრისას წაასწრეს და ისე სცემეს, რომ მოკვდა, სისხლი არ მოიკითხება. 2 ხოლო უკუეთუ ნათხარსა შინა იპოოს მპარავი და მოწყლული მოკუდეს, არა არს ესე კაცის-კლვაჲ.
2 თუ ეს ამბავი მზისით მოხდა, სისხლი მოეკითხება მას. მპარავმა უნდა ზღოს. თუ არაფერი აქვს, ქურდობის გამო უნდა გაყიდონ იგი. 3 ხოლო უკუეთუ აღმოჰჴდეს მზე მის შინა, თანა-მდებ არს, მოკუედინ. ხოლო უკუეთუ არა აქუნდეს მას, განისყიდენ იგი ნაცულად ნაპარევისა.
3 თუ ხელზე ცოცხლად უპოვნიან ნაქურდალს, ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, ორმაგად უნდა ზღოს. 4 ხოლო უკუეთუ დაშთეს და იპოოს, ჴელსა შინა მისსა ნაპარევი ვირითგან ვიდრე ცხოვრადმდე, ორ წილად გარდაიჴადოს იგი.
4 თუ ვინმე მიუშვებს თავის პირუტყვს და სხვის ყანას ან ვენახს გადააძოვინებს, საკუთარი ყანიდან და საკუთარი ვენახიდან საუკეთესო ნაყოფით უნდა ზღოს. 5 უკუეთუ ვინმე მოაძოოს აგარაკი, ანუ ვენაჴი, დაუტეოს საცხოვარი თჳსი ძოვნად აგარაკსა სხჳსასა, მისცეს აგარაკისაგან ნაყოფისაებრ მისისა, ხოლო უკუეთუ ყოველი აგარაკისა მოძოოს, ანუ უმჯობესნი აგარაკისა მისისანი, ანუ უკეთესნი ვენაჴისა მისისანი მისცნეს.
5 თუ ცეცხლი გაჩნდება, ძეძვს მოედება, ზვინს ან პურის ყანას ან მინდორს გადაწვავს, ხანძრის გამჩენელმა უნდა ზღოს. 6 უკუეთუ გამოსრულმან ცეცხლმან პოვნეს ეკალნი და მოწუას კალოჲ, ანუ ჴუვილნი, ანუ ველი, აღმატყინებელმან ცეცხლისამან გარდაიჴადოს.
6 თუ ვინმე თვისტომს ვერცხლს ან რაიმე ნივთს შესანახად მიაბარებს და ამ კაცის სახლიდან მოიპარავენ, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად უნდა ზღოს. 7 უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა ვეცხლი, ანუ ჭურჭელი დასამარხველად და მოპარულ იქმნეს სახლისაგან კაცისა მის, უკუეთუ იპოოს მპარავი, გარდაიჴადოს ორ წილ.
7 თუ ქურდი ვერ იპოვეს, სახლის პატრონი ღვთის სამსჯავროზე უნდა წარდგეს და დაიფიცოს რომ ხელი არ უხლია თავისი თვისტომის ქონებისთვის. 8 ხოლო უკუეთუ არა იპოოს მპარავი, შევიდეს უფალი სახლისაჲ წინაშე ღმრთისა და ფუცოს, ვითარმედ მას არა უზაკუავს ყოველსავე დანადებსა ზედა მოყუსისასა
8 ყოველგვარ დანაშაულზე, ხარის საქმე იქნება ეს, სახედრის, ცხვრის თუ ტანისამოსის, ყოველ დაკარგულ ნივთზე, რომელზეც ითქმის ვინმეს მიერ, ჩემი არისო, ამ ორის საქმე ღვთის სამსჯავრომდე უნდა მივიდეს და ვისაც ღვთის სამსჯავრო გაამტყუნებს, მან ორმაგად უნდა უზღოს თვისტომს. 9 ყოვლისაებრ სიტყჳსა უსამართლოჲსა ზუარაკისათჳს და კაჰრაულისა და ცხოვრისა და შესამოსლისა და ყოვლისა წარწყმედისა სასარჩლოჲსა მის, რაჲცა რაჲმე იყოს იგი და წინაშე ღმრთისა გამოვიდეს საშჯელი ორთავე და მხილებულმან ღმრთისა მიერ ორწილ მიაგოს მოყუასსა.
9 თუ ვინმე თვისტომს შესანახად მიაბარებს ვირს, ხარს, ცხვარს ან სხვა პირუტყვს, სიკვდილის ან დამტვრევის შემთხვევაში, თუ მოწმე არ არის, 10 უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა კაჰრაული, ანუ ცხოვარი, ანუ ზუარაკი, ანუ ყოველი საცხოვარი დასამარხველად და მოკუდეს, ანუ დაიმუსროს, ანუ ტყუე იქმნას და ვერვინ ცნას.
10 უფლის წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ ხელი არ უხლია თვისტომის საქონელისთვის. პატრონი ფიცს მიიღებს და არაფერს ზღავს. 11 ფიცი ღმრთისაჲ იყოს შორის ორთავე, ვითარმედ მას არა რაჲ უზაკუავს რაჲთურთით დანატეობისა მისთჳს მოყუსისა და ესრეთ შეიწყნაროს იგი უფალმან, არა მისცეს.
11 თუ მოჰპარეს, უნდა უზღოს მის პატრონს. 12 ხოლო უკუეთუ მოიპაროს მის მიერ, უზღოს უფალსა მისსა.
12 თუ მხეცმა დაგლიჯა, უნდა დაამტკიცოს და ნამხეცავ პირუტყვს არ ზღავს. 13 ხოლო უკუეთუ მჴეცის შესაჭმელ იქმნეს, მიიყუანოს უფალი მისი ნამჴეცავსა მას ზედა და არა უზღოს.
13 თუ ვინმე თვისტომისგან პირუტყვს ინათხოვრებს და დაუსახიჩრდება ან მოუკვდება, თუ პატრონი იქ არ იყო, უნდა ზღოს. 14 უკუეთუ ვინმე ითხოოს მოყუსისაგან და დაიმუსროს, ანუ მოკუდეს, ანუ მჴეცის შესაჭმელ იქმნეს, ხოლო უფალი მისი არა იყოს მის თანა, უზღოს მას.
14 თუ პატრონი იქ იყო, არ უნდა ზღოს; თუ ქირის კაცია, ქირიდან გამოექვითება. 15 ხოლო უკუეთუ უფალი მისი მუნ იყოს, არა უზღოს. ხოლო უკუეთუ. მიზდური იყოს, ეყოს მას ნაცულად მიზდისა მისისა.
15 თუ ვინმე დაუნიშნავ ქალწულს შეაცდენს და დაწვება მასთან, ურვადი უნდა გადაიხადოს მისთვის, რომ ცოლად ჰყავდეს. 16 უკუეთუ ვინმე შეაცთუნოს ქალწული დაუწინდებელი და დაწვეს მის თანა, მიყვანებით მიიყვანოს იგი თავისა თჳსისა ცოლად.
16 თუ ქალის მამა წინააღმდეგი შეიქნა და არ მიათხოვა, საქალწულო ურვადის საფასური ვერცხლი უნდა გადაიხადოს. 17 ხოლო უკუეთუ განფრთხობით განიფრთხოს და არა ენებოს მამასა მისსა მიცემად მისდა ცოლად, ვეცხლი მისცეს მამასა მისსა, რაოდენი მოღებად არს ქალწულთაგან.
17 ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო. 18 მწამლველთა არა მიჰხედნეთ.
18 პირუტყვთან კავშირის დამჭერი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. 19 ყოველი, რომელი დაწვეს პირუტყჳსა თანა, სიკუდილით მოკუედინ.
19 ვინც უფლის გარდა სხვა ღმერთებს სწირავს მსხვერპლს, უნდა მოიკვეთოს. 20 მემსხუერპლე ღმერთთა მოსპოთ თჳნიერ მხოლოჲსა ღმრთისა.
20 მდგმურს ნუ შეავიწროვებ, ნუ დაჩაგრავ, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში. 21 მწირი არა განაბოროტოთ, არცა აჭირვოთ მას, რამეთუ იყვენით თქუენცა მწირ ქუეყანასა ეგჳპტისასა.
21 ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ. 22 ყოველი ქურივი და ობოლი არა დაჰქენჯნოთ.
22 თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივილს. 23 ხოლო უკუეთუ ქენჯნით დაჰქენჯნნეთ იგინი და იწყონ ჴმობად ჩემდამო, სმენით ვისმინო ჴმისა მათისა.
23 რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ. 24 და განვრისხნე გულისწყრომით თქუენდა მომართ და მოგწყჳდნე თქუენ მახჳლითა და იყვნენ ცოლნი თქუენნი ქურივ და შვილნი თქუენნი ობოლ.
24 თუ ვინმეს, ჩემ ერისაგანს, ღარიბ-ღატაკს, ვერცხლს ასესხებ, მევახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დაუწესებ. 25 უკუეთუ ვეცხლი ისესხოს ძმამან შენგან, რომელი იყოს გლახაკ, არა იყო მაჭირვებელ მისსა, არა დასდვა მას ვახში.
25 თუ შენი თვისტომისგან ტანსაცმელს დაიგირავებ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე. 26 უკუეთუ წინდად დაიწინდო სამოსელი მოყუასისაჲ, უკენსცე იგი უწინარეს მზის დასლვისა.
26 რადგან იგი მისი ერთადერთი საფარველია, მისი ხორცის შესამოსელია; რაში გამოეხვიოს ძილის დროს? როცა შემომჩივლებს, შევისმენ, რადგან გულმოწყალე ვარ. 27 რამეთუ იგი ხოლო მარტო არს შესამოსელი მისი, ესე არს სამოსელი უშუერებისა მისისა, რომლითა დაიძინის და უკუეთუ ჴმა-ყოს ჩემდა მომართ, მე ვისმინო მისი, რამეთუ მოწყალე ვარ.
27 ღვთის მსაჯულებს ნუ შეურაცხყოფ და თავკაცს შენს ხალხში ნუ დასწყევლი. 28 ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი.
28 პირველი თაველი და პირველდაწურული არ დამიგვიანო; შენს შვილებში პირმშო მე უნდა მომცე. 29 დასაბამნი კალოსა და საწნეხელისანი არა დააკლნე, პირმშონი ძეთა შენთანი მომცე მე.
29 ასევე ძროხისა და ცხვრის პირველმოგებულიც; შვიდ დღეს დედასთან იყოს, მერვე დღეს მე უნდა მომცე. 30 ესრეთ უყო ზუარაკსა შენსა და ცხოვარსა შენსა და კაჰრაულსა შენსა, შჳდღა დღეთა იყოს დედისა თანა, ხოლო დღესა მერვესა მომცე მე იგი.
30 წმიდა ერი უნდა იყოთ ჩემთვის; ველზე დაგდებული ნამხეცავი არ ჭამოთ, ძაღლებს გადაუგდეთ. 31 და კაცნი წმიდანი იყვნეთ და ჴორცი ნამჴეცავი არა შჭამოთ, ძაღლსა მიუგდოთ იგი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე