ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი ოცდამეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 აი, რა უნდა გააკეთოთ მათი კურთხევისათვის, რომ მღვდლობა გამიწიონ. აიყვანე ერთი კურატი და ორი ჯანსაღი ჭედილა, 1 და ესე არიან, რომელნი უყვნე მათ, განწმიდენ იგინი, რათა მიმღდელობდენ მე იგინი, მოიყუანო ზუარაკი ზროხათაგან ერთი და ვერძნი უბიწონი ორნი.
2 აიღე უფუარი პურები, ზეთში მოზელილი უფუარი ნამცხვრები და ზეთნაცხები უფუარი კვერები; ხორბლის გამტკიცული ფქვილისგან იყოს გამომცხვარი. 2 და პურნი უცომონი, გამოზელილნი ზეთითა, და ლელანგონი უცომონი, ცხებულნი ზეთითა, სამინდოსაგან იფქლისა ჰქმნნე იგინი.
3 ჩააწყვე ერთ კალათაში და მოიტანე კალათით, კურატი და ორი ჭედილაც მოიყვანე. 3 და დააგნე იგინი ლანკნასა ზედა ერთსა და შესწირნე იგინი ლანკნითა მით და ზუარაკი და ორნი ვერძნი.
4 მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე. 4 და აჰრონ და ძენი მისნი მოიყუანნე კართა ზედა კარვისა საწამებელისათა და განჰბანნე იგინი წყლითა.
5 აიღე შესამოსელი და შემოსე აარონი კვართით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით, წელზე ეფოდის სარტყელი შემოარტყი. 5 და მომხუმელმან შესამოსელთა წმიდათამან შეჰმოსო აჰრონ, ძმაჲ შენი, და სამოსელი პოდირი შესამოსლისაჲ და სამჴარი და სიტყჳერი, და შეაყო სიტყჳერი იგი სამჴარსა თანა.
6 თავსაბურველი დაახურე თავზე და სიწმიდის ჯიღა მიუმაგრე თავსაბურველზე. 6 და დაადგა მიტრა თავსა ზედა მისსა და დასდვა პეტალი განწმედისაჲ მიტრასა ზედა.
7 აიღე მირონი, თავზე დაასხი და სცხე. 7 და მოიღო ზეთი ცხებისა და დაასხა თავსა ზედა მისსა და სცხო მას.
8 მისი შვილებიც მოიყვანე და ისინიც შემოსე კვართით. 8 და ძენი მისნი მოიყვანნე და შეჰმოსნე მათ შესამოსელნი და შეარტყნე მათ სარტყელნი.
9 სარტყელი შემოარტყი მათ, აარონს და მის შვილებს; ჩაჩები შემოაგრაგნე და მათი იქნება მღვდლობა სამარადისო წესით; აუვსე ხელი აარონს და მის შვილებს. 9 და დაადგნე მათ კიდარნი და იყოს მათდა მღდელობაჲ ჩემი უკუნისამდე, და განასრულნე ჴელნი აჰრონისნი და ჴელნი ძეთა მისთანი.
10 მიიყვანე კურატი სადღესასწაულო კარვის წინ და თავზე დაადონ ხელები კურატს აარონმა და მისმა შვილებმა. 10 და მოიყუანო ზუარაკი კართა თანა კარვისა საწამებელისათა და დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა ზუარაკისასა წინაშე უფლისა, კართა თანა კარვისა საწამებელისათა.
11 დაკალი კურატი უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. 11 და დაჰკლა ზუარაკი წინაშე უფლისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.
12 აიღე კურატის სისხლი და სცხე თითებით სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დანარჩენი სისხლი სამსხვერპლოს ძირს დაღვარე. 12 და მოიღო სისხლისაგან ზუარაკისა და სცხო რქათა საკურთხეველისათა თითითა შენითა, ხოლო სხუაჲ იგი ყოველი სისხლი მოჰღუარო ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.
13 აართვი მთელი ქონი, შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონითურთ და სამსხვერპლოზე დაწვი საკმევად. 13 და მოიღო ყოველი ცმელი მუცლისზედაჲ და ყური ღვიძლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მის ზედაჲ და აკუმიო და დააგო საკურთხვველსა ზედა.
14 კურატის ხორცი, მისი ტყავი და განავალი ცეცხლში დაწვი ბანაკის გარეთ, რადგან ცოდვის მსხვერპლია ეს. 14 ხოლო ჴორცნი ზუარაკისანი და ტყავი მისი და სკორე მისი დასწუა გარეშე ბანაკისა, რამეთუ ცოდვისა არს.
15 მოიყვანე ერთი ჭედილა და თავზე დაადონ ხელები აარონმა და მისმა შვილებმა. 15 და მოიყვანო ვერძი ერთი და დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა ზუარაკისასა.
16 დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და ირგვლივ მოასხურე სამსხვერპლოს. 16 და დაჰკლა ვერძი, და მომღებელმან სისხლისა მისისამან მოჰღუარო საკურთხეველსა ზედა გარემო.
17 ნაწილებად დასჭერი ჭედილა, გარეცხე შიგნეული და კიდურები და დააწყვე ისინი ამ ნაწილებზე და თავზე. 17 და ვვრძი განჰკუეთო ორად განაწილებით და განჰრცხნე შინაგანნი მისნი და ფერჴნი მისნი წყლითა და დაჰსხნე ორგანკუეთილებითა ზედა თავისა თანა მისისა.
18 დაწვი საკმევად მთელი ჭედილა სამსხვერპლოზე, რადგან ეს აღსავლენი მსხვერპლია უფლისათვის, ამოდსაყნოსელი; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისთვის. 18 და აღიღო ვერძი სრულებით საკურთხეველსა ზედა და ყოვლად დასაწველ იყოს უფლისა სულად სულნელებისად.
19 მოიყვანე მეორე ჭედილა და თავზე დაადონ ხელი ჭედილას აარონმა და მისმა შვილებმა. 19 და მოიბა ვერძი მეორე, დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი თავსა ზედა ვერძისასა.
20 დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და სცხე აარონს ყურის ბიბილოზე, მის შვილებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, და ირგვლივ მოასხურე სისხლი სამსხვერპლოს. 20 და დაჰკლა იგი და მოიღო სისხლისაგან მისისა და სცხო ცმელსა აჰრონის ყურისასა მარჯუენესა, და მწუერვალთა ჴელისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფერჴისა მარჯუენისათა და ცმელსა ყურისასა ძეთა მისთასა მარჯუენესა და მწუერვალთაჲ ჴელთა მათთა მარჯუენეთასა, და მწუერვალთა ფერჴთა მათთა მარჯუენეთასა, აპკურო სისხლი საკურთხეველსა.
21 აიღე სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი და მირონი და ასხურე აარონს, მის შესამოსელს, მის შვილებს და მათ შესამოსელს. გაინათლება იგი და მისი შესამოსელი, და მასთან ერთად მისი შვილები და მათი შესამოსელი. 21 და მოიღო სისხლთაგან საკურთხეველისა და ზეთისაგან საცხებელისა, და აპკურო აჰრონს ზედა და შესამოსელსა მისსა ზედა და ძეთა ზედა მისთა და შესამოსელსა ზედა ძეთა მისთასა მის თანა, და განწმიდნეს იგი და სამოსელი მისი და ძენი მისნი და სამოსელნი ძეთა მისთა მის თანა, ხოლო სისხლი ვერძისა მოჰღუარო საკურთხეველსა ზედა გარემოჲს.
22 აართვი ჭედილას ქონი, დუმა და ქონი შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი, ქონიანად, მარჯვენა ბეჭი (რადგან ეს არის ხელავსების ჭედილა). 22 და მოიღო ვერძისაგან ცმელი მისი და ცმელი დამფარველი მუცლისაჲ და ყური ღჳძლისა და ორნი თირკუმელნი და მათ ზედა ცმელი და მარჯუენე მჴარი, რამეთუ განსრულებაჲ არს მისი.
23 ერთი პურის კოკორი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი ხმიადებიანი კალათიდან, უფლის წინაშე რომ დგას. 23 და პური ერთი ზეთისაგან და ლელანგოჲ ერთი ლანკლნისაგან უცომოთა დაგებულთასა წინაშე უფლისა.
24 დაუწყვე ეს ყველაფერი ხელზე აარონს და მის შვილებს და შეარხიე უფლის წინაშე. 24 და დააგნე ყოველნი ჴელთა ზედა აჰრონისთა და ჴელთა ზედა ძეთა მისთასა და განაჩინნე იგინი განჩინებად წინაშე უფლისა.
25 ხელიდან გამოართვი ეს ყველაფერი და აკმიე სამსხვერპლოზე აღსავლენ მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლის წინაშე; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისათვის. 25 და მიითუალნეს იგინი ჴელთაგან მათთა და აღიხუნე იგინი საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველობისასა სულად სულნელებისად წინაშე უფალსა, ნაყოფება არს უფლისა.
26 აიღე ხელდასხმის ჭედილას მკერდი, აარონისთვის რომ არის განკუთვნილი, და შეარხიე იგი უფლის წინაშე. ეს იქნება შენი წილი. 26 და მოიღო მკერდი ვერძისაგან სრულებისასა, რომელ არს აჰრონისი, და განაჩინო იგი განჩინებად წინაშე უფლისა და იყოს შენდა ნაწილად.
27 განათლე შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი, რომლებიც შეირხა და აღიმართა ხელავსების ჭედილასაგან, აარონისა და მისი შვილებისთვის რომ არის განკუთვნილი. 27 და წმიდა-ჰყო მკერდი განჩინებული და მჴარი განჩინებისა, რომელი განჩინებულ არს და რომელი შეწირულ არს ვერძისაგან
28 ეს იყოს აარონისთვის და მისი შვილებისოვის სამარადისო წესი ისრაელიანთაგან, რადგან აღმართვაა ეს და აღსამართავი უნდა იყოს ისრაელიანთაგან; სამადლობელო მსხვერპლიდან უნდა აღიმართოს იგი უფლისათვის. 28 სრულებისასა აჰრონისაგან და ძეთა მისთაგან შჯულად საუკუნოდ ძეთაგან ისრაჱლისათა, რამეთუ არს განჩინებული ესე და განჩინებაჲ იყოს ძეთაგან ისრაჱლისათა საკლველთაგან ცხორებისათა განჩინებული უფლისა.
29 წმიდა შესამოსელი, აარონს რომ ეკუთვნის, მის შემდეგ მისი შვილებისა იქნება, რომ ამ შესამოსელში სცხონ მათ და აუვსონ ხელი. 29 და სამოსელი სიწმიდისა, რომელ არს აჰრონისსა, იყოს ძეთა მისთაცა მის თანა, ცხებად მათდა მათ შინა და განსრულებად ჴელთა მათთა.
30 შვიდ დღეს უნდა ემოსოს ეს შესამოსელი მის შვილს, ვინც მის ნაცვლად იქნება მღვდლად და მოვა სადღესასწაულო კარავთან, რომ სამსახური გასწიოს საწმიდარში. 30 შჳდ დღე შეიმოსდეს მათ მღდელი, ნაცვალი მისი, ძეთა მისთაგანი, რომელი შევიდოდის კარვად საწამებელად მსახურებად მის შორისთა წმიდათა.
31 აიყვანე ხელავსების ჭედილა და წმიდა ადგილზე მოხარშე მისი ხორცი. 31 და ვერძი სრულებისა მოიღო და შეაგბო ჴორცი მისი ადგილსა წმიდასა.
32 სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შეჭამონ აარონმა და მისმა შვილებმა ჭედილას ხორცი და პური, რომელიც კალათშია. 32 და შეჭამნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴორცნი ვერძისანი და პურნი ლაკნისანი, კართა თანა კარვისა საწამებელისათა შეჭამნენ იგინი.
33 შეჭამონ ეს, რომლითაც მიღებული აქვთ მიტევება ხელავსებისთვის და კურთხევისთვის. გარეშე კაცმა უნდა შეჭამოს, რადგან წმიდაა იგი. 33 რომელთა შინა წმიდა იქმნნეს, მათ შინა სრულ იქმნნეს ჴელნი მათნი და განწმდეს იგინი და სხუა ნათესავმან არა ჭამოს მათგან, რამეთუ არიან წმიდა.
34 თუ დილისთვის დარჩა ხელავსების ხორცი და პური, ცეცხლში დაწვი მონარჩენი; არ იჭმევა, რადგან წმიდაა იგი. 34 ხოლო უკეთუ დაშთეს ჴორცთაგან სრულებისათაჲსა და პურთაგან ვიდრე განთიადმდე, დასწუა იგი ცეცხლითა და სხუანი არა იჭამნენ, რამეთუ სიწმიდენი არიან.
35 ყველაფერი ისე გაუკეთე აარონსა და მის შვილებს, როგორც მე გიბრძანე. შვიდ დღეში აუვსე მათ ხელი. 35 და უყვნენ აჰრონს და ძეთა მისთა ყოველნი, რაოდენნი გამცნენ შენ. შჳდთა დღეთა განასრულნე ჴელნი მათნი.
36 ცოდვის კურატი შესწირე ყოველდღიურად მისატევებელ მსხვერპლთან ერთად, ცოდვებს ჩამორეცხავ სამსხვერპლოდან, როცა მიტევებას მიიღებ მასზე, და ზეთს სცხებ, რომ განათლო იგი. 36 და ჴბოჲ ცოდვისა ჰქმნა დღესა განწმედისასა და წმიდა-ჰყო საკურთხეველი განწმედითა შენითა მას ზედა და სცხო მას. შჳდთა დღეთა განსწმიდო საკურთხეველი და წმიდა-ჰყო იგი და იყოს საკურთხეველი წმიდაჲ წმიდისა. ყოველი, რომელი შეეხოს საკურთხვველსა, განწმდეს.
37 ცოდვის კურატი შესწირე ყოველდღიურად მიტევების მსხვერპლთან ერთად და ცოდვას მოაშორებ სამსხვერპლოს, როცა მიტევებას იქმ მასზე, ზეთს სცხებ და წმიდა ჰყოფ მას.    
38 შვიდ დღეს ჰქმენ მიტევება. სამსხვერპლოზე და განწმიდე იგი, და წმიდათა წმიდა გახდება სამსხვერპლო. რაც კი მიეკარება სამსხვერპლოს, წმიდა გახდება ყველაფერი.    
39 აი, რა უნდა გქონდეს გამზადებული სამსხვერპლოსთვის: ორი ერთწლიანი ბატკანი ყოველდღიურად, მუდმივად. 37 და ესენი არიან, რომელნი ჰქმნნე საკურთხეველსა ზედა ტარიგნი წელიწდეულნი უბიწონი, ორნი დღესა შინა მიმდემად ნაყოფებად სამიმდემოდ.
40 ერთი ბატკანი დილისთვის გაამზადე, მეორე ბატკანი - საღამოსთვის. 38 კრავი ერთი ჰყო ცისკრად და კრავი მეორე ჰყო მიმწუხრი.
41 ჰინის ნაოთხალ გამოხდილ ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი და ჰინის ნაოთხალი ღვინო საღვრელად ერთი ბატკნისათვის. 39 და მეათედი სამინდოჲსა შესუარული ზეთითა წმიდითა ერთსა კრავსა თანა მეოთხედი სათუელისაჲ საღჳნისაჲ კრავსა ერთსა.
42 მეორე ბატკანი საღამოსთვის გაამზადე. როგორც დილის ბატკანი, ესეც ფქვილთან და საღვრელთან ერთად ამოდ საყნოსელად საცეცხლო მსხვერპლად შესწირე უფალს. 40 და კრავი მეორე ჰქმნა მიმწუხრი მსხუერპლისაებრ საცისკროჲსა და შეწირვისაებრ მისისა ჰქმნა სულად სულნელებისად.
43 მუდმივ აღსავლენ მსხვერპლად თაობიდან თაობაში სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით ხოლმე, რომ შენ გელაპარაკო. 41 ნაყოფებად უფლისა მსხუერპლი სამიმდემო ნათესავსა შინა თქუენსა კართა ზედა წინაშე უფლისა კარვისა საწამებელისათა, რომელთა შორის გეცნობო შენ მუნ ვიდრე ზრახვადმდე შენდა.
44 აქ გამოვეცხადები ისრაელიანებს და განიწმიდება ჩემი დიდებით ეს ადგილი. 42 და უბრძანებდე მუნ ძეთა ისრაჱლისათა და განვწმიდნე მე დიდებითა ჩემითა.
45 წმიდავყოფ სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს, წმიდავყოფ აარონს და მის შვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ. 43 და განვწმიდო კარავი წამებისა და საკურთხეველი, და აჰრონ და ძენი მისნი განვწმიდნე მღდელობად ჩემდა.
46 დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის. 44 და წოდებულ ვიქმნე ძეთა ზედა ისრაჱლისათა და ვიყო მე მათდა ღმერთ და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი ქუეყანით ეგჳპტით,
47 შეიგნებენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტელთა ქვეყნიდან, რომ მათ შორის დავივანო; მე ვარ უფალი, მათი ღმერთი. 45 წოდებად მათ ზედა და ღმერთ მათდა ყოფად.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე