ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი ოცდამეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გააკეთე სამსხვერპლო საკმევად; ურთხელისგან გააკეთე იგი. 1 და ჰქმნე საკურთხეველი საკუმეველისა ძელთაგან ულპოლველთა.
2 სიგრძით ერთი წყრთა და სიგანით ერთი წყრთა; ოთხკუთხედი უნდა იყოს; სიმაღლე ორი წყრთა ჰქონდეს, რქები უნდა გამოდიოდეს მისგან. 2 და ჰქმნა იგი წყრთეულ სიგრძით და წყრთეულ სივრცით, მოთხჳთ იყოს იგი, და ორ წყრთეულ სიმაღლედ. მისგანვე იყვნედ რქანი მისნი და ოქროვან.
3 ხალასი ოქროთი მოჭედე იგი, მისი სახურავი, გარშემო კედლები და რქები. ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ. 3 ჰყო იგი ოქროჲთა წმიდითა იატაკი მისი და კედელნი მისნი გარემოჲს და რქანი მისნი, უქმნნე მას ღულარჭნილი გჳრგჳნი ოქროჲსა გარემოჲს.
4 ორი ოქროს რგოლი გაუკეთე გვირგვინს ქვემოთ ორსავე გვერდზე, ორსავე მხარეს გაუკეთე. კეტების გასაყრელად იყოს, რომ მისი ტარება შეიძლებოდეს. 4 და ორნი კარშიკნი ოქროჲსანი წმიდანი უქმნნე მას ღულარჭნილსა ქუეშე გჳრგჳნსა მისსა ორნი კიდენი
    5 უქმნნე ორთა ზედა გუერდთა, იყუნენ მარწუხად კუერთხებნი, რათა აღიღოდიან იგინი მით.
5 კეტები ურთხელისგან გააკეთე და ოქროთი მოჭედე. 6 და კუერთხნი იგი ჰქმნნე ძელთაგან ულპოლველთა და შეჰმოსნე იგინი ოქროჲთა.
6 დადგი იგი კრეტსაბმელის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის; სახურავის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადებით. 7 და დასდგა იგი წინაშე კრეტსაბმელისა, რომელი არს კიდობანსა ზედა საწამებელთასა, რთმელთა შინა გეცნობებოდი მე შენ მუნ.
7 აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს. 8 და აკუმიოს მას ზედა აჰრონ საკუმეველი შეზავებული წყლითა განთიად-განთიად, რაჟამს განჰმზადებდეს სასანთლეთა, აკუმიოს მას ზედა სამარადისოდ.
8 როცა აანთებს აარონი ლამპრებს საღამოხანს, აკმიოს საკმეველი. ეს იყოს მუდმივსაკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობაში. 9 და რაჟამს აღანთებდეს აჰრონ სასანთლესა, მწუხრი აკუმიოს მას ზედა საკუმეველი სამიმდემო მარადის წინაშე უფლისა ნათესავსა შინა მათსა.
9 ნუ დასდებთ მასზე უცხო საკმეველს, ნურც აღსავღენს, ნურც ფქვილს; ნურც საღვრელს ნუ დაღვრით მასზე. 10 და არა აღვიდეს მას ზედა საკუმეველი სხუა, ნაყოფვბაჲ, მსხუერპლი და შესაწირავი არა შეწირულ იქმნნეს მას ზედა.
10 შეასრულებს აარონი მიტევების წესს მის რქებზე წელიწადში ერთხელ; ცოდვის მისატევებელი მსხვერპლის სისხლით შეასრულებს მიტევების წესს წელიწადში ერთხელ თაობიდან თაობაში. წმიდათა წმიდა არის ეს უფლისათვის. 11 და ლხინება-ყოს აჰრონ რქათა მისთა ზედა ერთგზის წელიწადსა შინა სისხლისაგან განსაწმედელისა ცოდვათასა სალხინებელისა, ერთსა ჯერსა წელიწადისასა განწმიდოს იგი ნათესავსა შინა მათსა, რამეთუ წმიდაჲ წმიდათა უფლისა არს.
11 ასე უთხრა უფალმა მოსეს: 12 და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმა: უკუეთუ მოიღო შენაკრები ძელთაგან ისრაჱლისათა მოხედვასა შინა მათსა და მისცეს კაცად-კაცადმან საჴსარი სულისა თჳსისა უფალსა. და არა იყოს მათ შორის დაცემაჲ მოხედვასა შინა მათსა.
12 როცა შეუდგება ისრაელიანთა აღრიცხვას მათი სათვალავის გასაგებად, გადაუხადოს თითოეულმა აღრიცხვის დროს თავისი სულის გამოსასყიდი უფალს, რომ ჟამი არ მოედოთ აღრიცხვისას.    
13 ეს უნდა გადაიხადოს ყველამ, ვინც სათვალავში გადის: ნახევარი შეკელი საღვთო შეკელის მიხედვით: ოცი გერაა შეკელში; ნახევარი შეკელი საუფლო ძღვენია. 13 და ესე არს, რომელი მისცენ, რომელნი თანა წარიჴდიდენ მოხედვასა, ნახევარი დიდრაქმისა, რომელ არს სიწმიდე დიდრაქმისაებრ, ოცი დანგი არს დიდრაქმაჲ, ხოლო კერძოჲ დიდრაქმისა სახარკოჲ უფლისაჲ.
14 ყველამ, ვინც კი სათვალავში გადის, ოცი წლის ასაკიდან მოყოლებული, ძღვენი უნდა მიართვას უფალს. 14 ყოველი, რომელი წარიჴდიდეს მოხედვასა მას ოცით წლითგანი და უზეშთაესი, მისცენ სახარკოჲ უფალსა.
15 მდიდარმა არ უნდა გადაამეტოს და ღარიბმა არ უნდა დააკლოს ნახევარ შეკელს, რასაც უფალს აძლევთ ძღვნად თქვენი სულის გამოსასყიდად. 15 მდიდარმან არა შემატოს და მკოდოვანმან არა დააკლოს.
16 აკრიფე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელიანთაგან და გაეცი სადღესასწაულო კარვის სამსახურისთვის. იყოს სამახსოვროდ ისრაელიანთათვის უფლის წინაშე თქვენი სულის გამოსასყიდად. 16 ნახევრისაგან დიდრაქმისა მი-რა-სცემდით უფალსა სახარკოჲსა ძენი ისრაილისანი ლხინებისათჳს სულთა თქუენთასა და მოიღო ვეცხლი სახარკოჲსა ძეთაგან ისრაჱლისათა და მისცე იგი საქმარად კარვისა საწამებელისა. და იყოს ძეთათჳს ისრაჱლისათა მოსაჴსენებელად წინაშე უფლისა ლხინებისათჳს სულთა მათთასა.
17 ასე უთხრა უფალმა მოსეს. 17 და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყველი:
18 გააკეთე სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი განსაბანად; დადგი იგი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერბლოს შორის და წყალი ჩაასხი შიგ. 18 ქმენ ემბაზი რვალისა და ხარისხი მისი რვალისა დასაბანელად დასდგა იგი შორის კარვისა საწემებელისა და შთაასხა მას შინა წყალი.
19 ამ საბანელში განიბანონ აარონმა და მისმა შვილებმა ხელები და ფეხები. 19 დაიბანოდიან აჰრონ და ძენი მისნი მისგან ჴელთა მათთა და ფერჴთა მათთა.
20 წყლით განიბანონ სადღესასწაულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცონ. ან მაშინ, როცა სამსხვერპლოსთან მივლენ სამსახურის აღსასრულებლად, უფლისადმი საცეცხლო მსხვერპლის საკმევად. 20 რაჟამს შევიდოდინ კარვად საწამებელისად, დაიბანოდინ წყლითა, რათა არა მოკუდენ, ანუ რაჟამს მოუჴდებოდინ საკურთხეველსა მსახურებად და შეწირვად უფლისა ყოვლად დასაწველთა. დაიბანოდინ ჴელთა მათთა და ფერჴთა მათთა წყლითა.
21 განიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. სამარადისო წესად ჰქონდეთ ეს მას და მის შთამომავლობას, თაობიდან თაობაში. 21 და არა მოკუდენ და იყო მათდა და ნათესავთა მისთა.
22 ასე უთხრა უფალმა მოსეს: 22 და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყუელი:
23 აიღე საუკეთესო ნელსურნელებანი: ხუთასი შეკელი სუფთა მური, ამის ნახევარი - ორასორმოცდაათი სურნელოვანი დარიჩინი, ორასორმოცდაათი სურნელოვანი ლერწამი, 23 და შენ მოიხვენ სულნელი ყვავილი ზმჳრნისა რჩეულისა ხუთასი სიკილა და კინამო სულნელთა ნახევარი მისი - ორის და ერგასისი და საკუმეველი და კალამი სულნელთა - ორის და ერგასისი.
24 ხუთასი შეკელი კასია საღვთო შეკელის მიხედვით, და ერთი ჰინი ზეთისხილის ზეთი. 24 და ირეოს ხუთასი სიკილაჲ წმიდისა და ზეთი ზეთთაგან სათველი ერთი.
25 დაამზადე ყოველივე ამისგან წმიდა მირონი, შეზავებული მენელსაცხებელთა ხელოვნებით. წმიდა მირონი იქნება ეს. 25 და ჰქმნე იგი ზეთი საცხებელი წმიდაჲ მიჰრონად მიჰრონობითად ნაჴელოვნებად მემიჰრონისად, ზეთი ცხებისა წმიდა იყოს.
26 სცხე ეს სადღესასწაულო კარავს და მოწმობის კიდობანს. 26 და სცხო მისგან კარავსა წამებისასა და კიდობანსა მას საწამებელისა,
27 ტაბლას და მთელს მის ჭურჭელს, ლამპარს და მთელს მის ჭურჭელს, საკმევლის სამსხვერპლოს, 27 და საკურთხეველსა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, სასანთლესა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა და საკურთხეველსა საკუმეველთასა, საკურთხეველსა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველთა ჭურჭელთა მათთა.
28 აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს. 28 და ტრაპეზსა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველთა ჭურჭელთა მისთა და საბანელსა და ხარისხსა მისსა.
29 განწმიდე ისინი და წმიდათა წმიდა გახდება ყველაფერი; წმიდა გახდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება 29 და განწმიდნე იგინი და იყავნ წმიდაჲ წმიდათა. ყოველი, რომელი შეეხოს მათ, წმიდა იქმნეს.
30 სცხე აარონს და მის შვილებს და განწმიდე ისინი რომ მღვდლობა გამიწიონ მე. 30 და აჰრონს და ძეთა მისთა სცხო და წმიდა-ჰყვნე იგინი მღდელობად ჩემდა.
31 ისრაელიანებს ასე უთხარი: ეს მექნება წმიდა მირონად თაობიდან თაობაში. 31 და ძეთა ისრაჱლისათა ჰრქუა მეტყუელმან: ზეთი, საცხებელი ცხებისა, წმიდა იყოს ესე თქუენდა უკუნისამდე.
32 გარეშე კაცის სხეულს არ უნდა ეცხოს იგი, ნურც მის მსგავს ნაზავს დაამზადებთ სახმარად, რადგან სიწმიდეა იგი; სიწმიდე უნდა იყოს თქვენთვის. 32 და ჴორცსა კაცისასა არა შეეხოს და მსგავსად შეზავებულობისა მისისა ჰქმნე ეგრეთვე, რამეთუ წმიდა არს და სიწმიდე იყოს თქუენდა.
33 ვინც ამის მსგავს რასმე შეაზავებს და ვინც გარეშე კაცს სცხებს მათ, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. 33 რომელმან ქნეს ეგრეთვე და რომელმან უქმნეს უცხოთესლსა, მოისპოს იგი ერისგან თჳსისა.
34 უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად. 34 და ჰრქუა უფალმან მოსეს: მოიღე შენ სუნელი შტახსი და ფრჩხილი და ბანე და გუნდრუკი მჭვინარე სწორ-სწორი იყოს.
35 დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა. 35 და ჰქმნე იგი საკუმეველად მენელსაცხებელთა ქმნულად ნელსაცხებლის მგბოლველთად, აღზავებული განრჩეული წმიდაჲ.
36 წვრილად დანაყე და დადევი მოწმობის კიდობნის წინ სადღესასწაულო კარავში, სადაც მე გამოგეცხადებით. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის. 36 და მოჰგალო ამისგან წვლილად და დასდვა იგი წინაშე საწამებელთასა და კარსა მას კარისა საწამებელისასა, ვინაჲ-იგი გამოგეცხადოდი შენ, წმიდაჲ წმიდათა იყოს საკურთხეველი იგი თქუენდა ამის ქმნულებისაებრ.
37 არ დაამზადოთ ამგვარად შეზავებული საკმეველი მოსახმარად. სიწმიდედ გქონდეს იგი უფლისათვის. 37 არა ჰქმნათ თავისა თქუენისა სხუაჲ საკუმეველი, სიწმიდე უფალი იყოს თქუენდა. კაცმან, რომელმან ქმნეს ეგრევე, ვითარცა იყნოსა იგი, წარწყმდეს იგი ერისაგან თჳსისა.
38 ვინც ამის მსგავსს დაამზადებს საყნოსავად, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე