ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასე ამბობს უფალი: უდაბნოში ჰპოვა მადლი მახვილს გადარჩენილმა ხალხმა; წავალ, შვება რომ მიავუგანო მას, ისრაელს.

1

მას ჯამსა შინა, - თქუა უფალმან, - ვეყო მე ღმრთად ნათესავსა ისრაჱლისასა, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

2 შორიდან მომევლინა უფალი: სამარადისო სიყვარულით შეგიყვარე, ამიტომაც მადლი შეგინახე. 2 ესრეთ თქუა უფალმან: ვპოე სიტფოჲ უდაბნოს შინა მომსრველთა თანა მახჳლითა, მიმავალნი მაწანებელთამი ისრაჱლისათა. ვიდოდეთ და ნუ მოსრავთ ისრაჱლსა,
3 კვლავ აგაშენებ და აშენებული იქნები, ისრაელის ქალწულო. კვლავ შეამკობ შენს დაირებს და მხიარულად იროკებ. 3 რამეთუ შორით უფალი გამოუჩნდეს მას. სიყუარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარებენ, ამისთჳს მოგიზიდენ შეწყალებად.
4 კვლავ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებზე; ვინც გააშვნებს, ის მოისთვლის. 4 მერმე აღგაშენო შენ, და აღეშენოს ქალწული ისრაჱლისაჲ. მერმე მოიღო ბობღანი შენი და გამოხჳდე მწყობრსა შორის მემღერეთასა.
5 რადგან დადგება დღე და გამოაცხადებენ ებგურები ეფრემის მთაზე: ადექით, ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან. 5 მერმე დაჰნერგენით ვენაჴებნი მთათა შინა სამარიაჲსათა, დამნერგველთა დაჰნერგენით და აქებდით.
6 რადგან ასე ამბობს უფალი: უზეიმეთ სიხარული იაკობს, იყიჟინეთ ხალხთა შორის უპირველესისთვის, გამოაცხადეთ, ადიდეთ და იძახეთ: შენ იხსენი, უფალო, შენი ერი, ისრაელის ნატამალი! 6 რამეთუ არს დღე ჩინებისა სიტყჳს-მგებელთასა მთათა შორის ეფრემისთა. აღდეგით და აღვიდეთ სიონად უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა,
7 აჰა, წამოვიყვან მათ ჩრდილო ქვეყნიდან და თავს მოვუყრი ქვეყნას კიდეებიდან; მათთან იქნებიან ბრმა და კოჭლი, ფეხმძიმე და მშობიარე, დიდი კრებული დაბრუნდება აქეთ. 7 რამეთუ ამათ ეტყჳს უფალი იაკობსა: განიშჳთ და დაიჴჳვლეთ თავსა ზედა წარმართთასა, სასმენელებ-ყავთ და აქებდით და თქუთ: იჴსნა უფალმან ერი თჳსი, ნეშტი ისრაჱლისაჲ.
8 ტირილით წამოვლენ და მეც ნუგეშისცემით წამოვუძღვები; წყლის პირებზე ვატარებ სწორი გზებით, არ წაიფორხილებენ, რადგან ისრაელის მამა ვარ მე და ეფრემი ჩემი პირმშოა. 8 აჰა, მე მოვიყვანებ მათ ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და შევკრიბნე იგინი დასასრულით ქუეყანისაჲთ დღესასწაულსა ფასეკისასა და შვილ-ისხას ერი მრავალი, მათ შორის: კოჭლი და ბრმაჲ, მუცელქმნული და მშობელი, ერთბამად ეკკლესიაჲ დიდი და მოიქცენ აქა.
9 ისმინეთ, უფლის სიტყვა, ხალხებო! გამოუცხადეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: ვინც გაფანტა ისრაელი, იგივე შეკრებს, მწყემსივით დაიფარავს თავის ფარას. 9 ტირილით განვიდეს შენგან და ნუგეშინის-ცემით მოვიყვანნე იგინი გამსუენემან ნაკადულებსა ზედა წყალთასა გზასა შინა წრფელსა. და არღა სცთებოდიან მას ზედა მერმე, რამეთუ ვექმენ ისრაჱლსა მამად და ეფრემი პირმშოჲ ჩემი არს.
10 რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი, გამოიხსნა მასზე ძლიერის ხელიდან. 10 ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ წარმართთა და მიუთხართ ჭალაკთა შორიელთა. თქუთ: განმფიწლავმან ისრაჱლისამან შეკრიბოს იგი და შეკრიბოს იგი, ვითარცა მაძოვნებელმან სამწყსო თჳსი,
11

მოვლენ და ზეიმს გამართავენ სიონის მაღლობზე; გაეშურებიან უფლის დოვლათისკენ - ხორბლისკენ, ღვინისკეხ, ზეთისკენ და ცხვარ-ძროხისკენ. თავად მორწყულ ბაღს დაემსგავსებიან და არ დაჭკნებინ არასოდეს.

11

რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი, განარინა იგი ჴელისაგან უმტკიცესთა მისთასა.

12 მაშინ გაიხარებს ქალწული ფერხულში, გაიხარებენ ჭაბუკები და ბერიკაცები. გლოვას სიხარულად შევუცვლი, ვანუგეშებ და მწუხარებას გავუქარვებ. 12 და მოვიდენ და იშუებდენ და იხარებდენ მთასა ზედა სიონისასა, და მოვიდენ და განცჳბრდენ კეთილთა ზედა უფლისათა ქუეყანასა ზედა იფქლისა და ღჳნისა და ნაყოფთასა, და საცხოვართა და ცხოვართა და ზროხათასა. და იყოს სული მათი, ვითარცა ხე ნაყოფიერი და ვითარცა სამოთხე დამთრვალი, და არ მოემშიოსყე მერმე.
13 დავყურსავ მღვდლებს პოზიერი მსხვერპლით და ჩემი ერი გაძღება ჩემი დოვლათით, ამბობს უფალი; 13 მაშინ იხარებდენ ქალწულნი შესაკრებელთა შორის ჭაბუკთათა და მოხუცებულნი მხიარულ იყვნენ ერთბამად. და გარდავაქციო გლოაჲ მათი სიხარულად, და ვყუნე იგინი განმხიარულებულ და ვახარო მათ ჭუილისაგან მათისა.
14 ასე ამბობს უდალი: ხმა ისმის რამათში, მოთქმა და მწარე ტირილი; რახილი დასტირის თავის შვილებს, არ სურს ნუგეში თავის შვილებზე, რადგან აღარ არიან ისინი. 14 განვადიდო და დავათრო სული მღდელთა, ძეთა ლევისთა, და ერი ჩემი კეთილთა ჩემთაგან აღივსოს, - თქუა უფალმან.
15 ასე ამბობს უფალი, თავი შეიკავე ტირილისგან და ნუღარ დაღვრი ცრემლებს, რადგან არის შენი შრომის საზღაური, ამბობს უფალი; დაბრუნდებიან მტრის ქვეყნიდან. 15 ესრეთ თქუა უფალმან: ჴმაჲ ჰრამას შორის ისმა გოდებისა და ტირილისა და ბავთისა, რაქილისა, მტირალისა ძეთა მისთა ზედა, და არა ინება ნუგეშინის-ცემის ძეთა თჳსთა, რამეთუ არა არიან.
16 არის იმედი შენი მომავლისაა ამბობს უფალი, დაუბრუნდებიან შენი შვილები თავის საზღვრებს. 16 ესრეთ თქუა უფალმან: ნუ მოაკლდებინ ჴმაჲ შენი ტირილისაგან და თვალნი შენნი ცრემლთაგან, რამეთუ არს სასყიდელი საქმეთა შენთა, - თქუა უფალმან, - და მოიქცენ ქუეყანისაგან მტერთაჲსა.
17 ცხადად მომესმა, რომ წუხს ეფრემი: მსჯიდი და დასჯილი ვარ შენგან, როგორც გაუხედნელი მოზვერი. მომაქციე და მოვიქცევი, რადგან შენ ხარ უფალი, ჩემი ღმერთი. 17 და იყოს სასოება აღსასრულისა შორის შენისა, - თქუა უფალმან, - და მოიქცენ ძენი შენნი საზღვართა მათთა.
18 რადგან მოქცევის შემდეგ მოვინანიებ და დასჯის შემდეგ თეძოებზე ხელებს დავიცემ; შერცხვენილი ვარ და გაწბილებული, რადგან ჩემი სიყმაწვილის სირცხვილს ვატარებ. 18 მსმენელსა მესმა ეფრემის გოდებისაჲ: მწუართე მე და განვიწუართე, ხოლო მე, ვითარცა ზუარაკი, არ განვისწავლე. მომაქციე მე და მოვიქცე, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩემი ხარ.
19 განა ჩემი ძვირფასი შვილი არ არის ეფრემი? ჩემი ნებიერი ბავშვი არ არის? რამდენჯერ ვახსენებ, იმდენჯერ თვალწინ მიდგას. ამიტომაგ შიგანი მეწვის მის გამო, უნდა შევიბრალო, ამბობს უფალი. 19 რამეთუ შემდგომად ტყუეობისა ჩემისა შევინანე და შემდგომად გულისხმის-ყოფისა ჩემისა ვიცემდი თეძოთა ზედა, და სულთ-ვითქუემდ დღეთა ზედა სირცხჳლისა ჩემისათა, და მკდემაცა და შეგივრდი შენ, რამეთუ მოვიღე ყუედრებაჲ სიჭაბუკით ჩემითგან.
20 აღმართე ნიშები, ჩააყუდე სამანები და დაუკვირდი გზას, სადაც მიდიხარ. დაბრუნდი, ისრაელის ქალწულო! დაუბრუნდი ამ შენს ქალაქებს! 20 ძე საყუარელი, ეფრემ, ჩემი, ყრმაჲ მშუენებელი, რამეთუ ვინაჲთგან სიტყუანი ჩემნი მის შორის არიან. ჴსენებით მოვიჴსენო მისი. მერმე ამისთჳს ვისწრაფი მის ზედა. მწყალობელმან შევიწყალო იგი, - თქუა უფალმან.
21

როდემდის უნდა იწანწალო, განდგომილო ასულო? სიახლე მოიტანა უფალმა ქვეყანაზე: დიაცი იფარავს ვაჟკაცს.

21

დადგინენ შენდაღ; სიონ, ებგურნი. ყავ შენდად ტანჯვაჲ. მიეც გული შენი ბეჭთა შენთა გზასა, რომელსა ხუალ, მოიქეც, ქალწულო ისრაჱლისაო. მიიქეც ქალაქთა მიმართ შენთა მგლოარე,

22 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ამას იტყვიან იუდას ქვეყანაში და მის ქალაქებში, როცა დავაბრუნებ მათ წარტაცებულს: გაკურთხოს უფალმა, სიმართლის სადგურო, მთაო წმიდავ! 22 ვიდრემდის მიიქცევი, ასული შეურაცხქმნილი? რამეთუ აღგაგო შენ უფალმან მაცხოვარებად დასანერგველად ახლად, რომლისა მაცხოვარებასა გარეუვიდოდიან კაცნი.
23 დასახლდება იქ იუდა თავის ქალაქებთან ერთად, მიწისმუშაკნი და ჯოგებთან მოარულნი. 23 ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან: მერმეცა თქუან სიტყუაჲ ესე ქუეყანასა შორის იუდაჲსსა და ქალაქთა შორის მისთა, ოდეს მოვაქციო ტყუეობაჲ მათი. კურთხეულ არს უფალი მთასა ზედა მართალსა წმიდასა მისსა,
24 რადგან სულს მოვათქმევინებ დაღლილ-დაქანცულს და ყოველ ღონემიხდილს. 24 და დამკჳდრებულნი მუნ - იუდა და ყოველნი ქალაქნი მისნი - მოქმედებითურთ ქუეყანისაჲთ, და აღებულ იქმნენ შორის სამწყსოსა,
25 ამაზე გამეღვიძა და დავინახე, რომ მეამა ძილი. 25 რამეთუ დავათრვე ყოველი ქუეყანა წყურიელი და ყოველი სული მშიერი აღვავსე კეთილებითა.
26 აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, და დავთესავ ისრაელის სახლში და იუდას სახლში ადამის თესლს და პირუტყვის თესლს. 26 ამისთჳს აღვდეგ, და ვიხილე, და ძილი ჩემი ტკბილ იქმნა ჩემდამო.
27 როგორც ვუთვალთვალებდი მათ აღმოსაფხვრელად და გასანადგურებლად, დასამხობად და მოსასპობად, და გასაუბედურებლად, ასევე კვლავაც ვუთვალთვალებ, რომ ვაშენებდე და ვრგავდე, ამბობს უფალი. 27 აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და დაუთესო სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა თესლი კაცთაჲ და თესლი საცხოვართა.
28 იმხანად აღარ იტყვიან: მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს მოეკვეთათო კბილები. 28 და იყოს, ვითარცა ვიღჳძებდ, მათ ზედა აღფხურად, და აღჴუარდვად, და დარღუევად და ბოროტებად, და წარწყმედად, ეგრეთ ვიღჳძო მათ ზედა, აღშენებად და დანერგვად, - თქუა უფალმან,
29 რადგან ყველა თავისი დანაშაულის გამო მოკვდება; ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება. 29 მათ დღეთ შინა არღარა თქუან მერმე: მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს,
30 აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს. 30 არამედ კაცადი ცოდვასა შინა თჳსსა მოკუდეს, ყოველი კაცი, კაწახის-მჭამელისანი, მოლხუენ კბილნი მისნი.
31

არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვივს ის ჩემი აღთქმა, თუმცა მე მათი პატრონი ვიყავი, ამბობს უფალი.

31

აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა აღთქმაჲ ახალი,

32. არა აღთქმისაებრ, რომელი აღუთქუ მამათა მათთა დღესა შინა, პყრობისა ჩემგან ჴელისა მათისასა, გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით; რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქმისა შორის ჩემისა, და მე უდებ ვყვენ იგინი, - თქუა უფალმან,

32 რადგან ეს არის ის აღთქმა, რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან. 32 რამეთუ ესე არს აღთქმაჲ, რომელი აღუთქუ სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა, შემდგომად მათ დღეთა, - თქუა უფალმან, მიმცემელმან შჯულთა ჩემთამან გონებათა მიმართ მათთა და მკერდსა ზედა გულთა მათთასა დავწერნე იგინი, და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყუნენ ჩემდა ერად.
33 აღარ დაუწყებენ სწავლებას ერთმანეთს, მეზობელი მეზობელს და ძმა ძმას: შეიცანი უფალიო! რადგან ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე, ამბობს უფალი, რადგან ყველას ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს. 33 და არა ასწავებდეს კაცადი მოყუასსა თჳსსა, და კაცადი ძმასა თჳსსა მეტყუელი: იცან უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე, მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათდა, - თქუა უფალმან, - რამეთუ მლხინებელ ვეყო მე უსჯულოვებათა მათთა და ცოდვათა მათთაჲ არა მოვიჴსენო მერმე.
34 ასე ამბობს უფალი, რომელიც გვაძლევს მზეს დღის გასანაათებლად, მთვარისა და ვარსკვლავთა წესებს ღამის გასანათებლად, რომელიც აღძრავს ზღვას და აბობოქრებს მის ტალღებს და რომლის სახელი ცაბაოთ უფალია. 34 ესრეთ თქუა უფალმან, მომცემელმან მზისამან ნათელად დღისა, სიმტკიცისა მთოვარისა და ვარსკულავთაჲსა სინათლედ ღამისა, და მიმცემმან ღაღადებასა ზღუასა შორის, და ბგერედ ღელვანი მისნი; უფალ ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.
35 თუ ეს წესები მომეშალა, ამბობს უფალი, მაშინ ისრაელის მოდგმაც შეწყდება და აღარ მეყოლება სამუდამოდ ჩემს ერად. 35 ნუუკუთუ დასცხრენ შჯულნი ესე პირისაგან ჩემისა, - თქუა უფალმან, - და ნათესავიცა ისრაჱლისაჲ დასცხრეს ყოფადი ნათესავად წინაშე პირსა ჩემსა ყოველთა დღეთა.
36 ასე ამბობს უფალი: თუ მაღლა ცა გაიზომება და დაბლა მიწის საფუძვლები გამოიკვლეეა, მაშინ მეც მოვიძულებ ისრაელის მთელს მოდგმას ყველაფრისთვის, რაც კი მას ჩაუდენია, ამბობს უფალი. 36 ამათ იტყჳს უფალი: აღ-თუ-მაღლდეს ცაჲ განსაცხრომელადმი, და და-თუ-მდაბლდეს იატაკი ქუეყანისაჲ ქუე, მე არგამოუცდელ-ვყო ნათესავი ისრაჱლისაჲ, - თქუა უფალმან, - ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს.
37 აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, და აუშენდება ქალაქი უფალს ხანანიელის გოდლიდან კუთხის კარიბჭემდე; 37 აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღეშენოს ქალაქი უფლისაჲ გოდლითგან ანამეილისით ვიდრე ბჭედმდე კუთხისა.
38 გადასწვდება გამზომი თოკი გარების მთას და გოყათს შემოუვლის. 38 და გამოჴდეს მერმეცა სასოებაჲ, საბელი განზომისაჲ წინაშე მათსა, ვიდრე ბორცუამდე ღარისსა, და გარემოემრგულოს მრგულივ რჩეულთაგან ქვათა კაბათადმი.
39 მთელი ხეობა გვამებისა და ნაცრისა, ყველა ნახანძრალი ადგილი კიდრონის ხევამდე და ცხენთა კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით - უფლის წმიდა იქნება. არ აღმოიფხვრის, არ განადგურდების უკუნითი უკუნისამდე. 39 და ყოველსა ღელესა ფანგარიმითასა და სანაცრისა, და ყოველსა ასარიმოთსა, ვიდრე ნაღუარევამდე ნაძუებისათა, ვიდრე კუთხამდე ბჭისა ცხენთაჲსა აღმოსავალისა, სიწმიდედ უფლისა; და არღა მერმე არ მოიფხურას და არა დაირღუეს მისაუკუნომდე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე