ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი, როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრითურთ, მისი ხელქვეითი სამეფოები და ხალხები უტევდნენ იერუსალიმს და მის დაბებს.

1

სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ; და ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, და ყოველი ლაშქარი მისი, და ყოველნი მეფობანი ქუეყანისა მთავრობისა მისისანი, და ყოველნი ერნი ჰბრძოდეს რაჲ იერუსალიმსა ზედა და ყოველთა ქალაქთა იუდაჲსთა მეტყუელი:

2 ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას მეფეს, ციდკიას, უთხარი მას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დასწვავს მას. 2 ესრეთ თქუა უფალმან ისრაილისამან: ვლე სედეკიაჲას მიმართ, მეფისა იუდაჲსსა, და არქუ მას: მათდამი ესრეთ თქუა უფალმან: განცემით განეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და გამოიღოს იგი და დაწუას იგი ცეცხლითა;
3 თავად შენ ვერ დაუსხლტები ხელიდან, არამედ შეგიპყრობენ და ხელში ჩაუვარდები. შენი თვალით იხილავ ბაბილონის მეფეს და მისი ბაგე ილაპარაკებს შენს ბაგესთან. წახვალ ბაბილონში. 3 და შენ არ განერე ჴელისაგან მისისა, რამეთუ შეპყრობით შეპყრობილ იქმნა და ჴელთა მისთა მიეცე, და თვალთა შენთა თვალნი მისნი იხილნენ, და პირი მისი პირისა შენისა თანა იტყოდის, და ბაბილონად შეხჳდე.
4 მაინც ისმინე უფლის სიტყვა, ციდკია, იუდას მეფევ! ასე ამბობს უფალი შენზე: მახვილით სიკვდილი არ გიწერია. 4 არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, სედეკია, მეფეო იუდაჲსო! ესრეთ თქუა უფალმან: არა მოჰკუდე მახჳლითა;
5 მშვიდად მოკვდები და, როგორც შენს მამა-პაპას, შენს წინამორბედ მეფეებს, უკმევდნენ საკმეველს, ასევე შენც დაგიკმევენ და, ვაი, ბატონოო, დაგიტირებენ. ნამდვილად ახდება ჩემი ნათქვამი, ამბობს უფალი. 5 მშჳდობით მოჰკუდე, და ვითარცა სტიროდეს მამათა შენთა, მეფეყოფილთა, უპირატეს შენსა, ეგრეთ გტიროდიან შენცა: ,,ვაჲ, ვაჲ, უფალო“. და ჯოჯოხეთამდე გეტყებდენ შენ, რამეთუ დიდნი ვსთქუენ, - თქვა უფალმან
6 უამბო იერემია წინასწარმეტყველმა ციდკიას, იუდას მეფეს, ყოველი ეს სიტყვა იერუსალიმში. 6 და იტყოდა იერემია წინაწარმეტყუელი სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსასა, ყოველთა ამათ სიტყვათა იერუსალიმს შინა.
7 ხოლო ბაბილონის მეფის ლაშქარი შემოსდგომოდა იერუსალიმს და იუდას დანარჩენ ქალაქებს - ლაქიშს და ყაზეკს, რადგან ესენიღა იყვნვნ იუდას ქალაქებს შორის გამაგრებულნი. 7 და ძალი მეფისა ბაბილონისა ჰბრძოდა იერუსალიმს ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსათა, დაშთომილთა ლაქისსა ზედა და აზიკასსა, რამეთუ ესენი დაშთეს ქალაქთა შორის იუდაჲსათა ქალაქნი მტკიცენი.
8 სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიამ აღთქმა დაადებინა მთელს ხალხს, ვინც კი იერუსალიმში იყო, რომ აზატობა გამოეცხადებინათ, 8 სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, შემდგომად სრულყოფისა მეფისა სედეკიაჲსაგან, აღთქუმასა ერისა მიმართ იერუსალიმს შინაჲსა წოდებისათჳს მიტევებისა.
9 რომ ყველას გაეთავისუფლებინა თავისი ყმა და მხევალი, ებრაელი კაცი და ქალი, რათა აღარავის ჰყოლოდა ყმად თავისი მოძმე ებრაელი. 9 რაჲთა განავლინოს კაცმან ყრმაჲ თჳსი და კაცადმან ყრმააჲ თჳსი, ებრაელნი და ებრაელაჲ თავისუფალნი, რაჲთა არა ჰმონებდენ იგინი კაცსა იუდასაგან, ძმასა მათსა.
10 დამორჩილდნენ მთავრები და მთელი ხალხი, ვისაც კი აღთქმა ჰქონდა დადებულთ, რომ გაათავისუფლებდნენ თავ-თავის ყმებსა და მხევლებს და აღარ ეყოლებოდათ ყმა. დამორჩილდნენ და გაათავისუფლეს. 10 და მოიქცეს ყოველნი დიდებულნი და ყოველი ერი შესრულნი აღქმასა თანა განვლინებად კაცადი ყრმისა თჳსისა და კაცადი ყრმააჲსა თჳსისა, კაცი ებრაელი, დედაკაცი ებრაელი, რაჲთა არ დაიმონნენ იგინი მერმე, და ისმინეს და განავლინნეს.
11 მაგრამ ამის შემდეგ გამოეცვალათ გუნება და დაიბრუნეს ყმები და მხევლები, რომლებიც გათავისუფლებული ჰყავდათ, და აიძულეს ისინი კვლავ ყმები და მხევლები გამხდარიყვნენ. 11 და მოაქციეს შემდგომად განვლინებისა მის და უკუნიქცნეს ყრმანი და ყრმაანი, რომელნი განევლინნეს თავისუფლად და დაუტევებდეს მათ ყრმებად და ყრმააებად.
12

იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:

12

და იქმნა სიტყუა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი ესრეთ:

13 ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე დავდევი აღთქმა თქვენს მამა-პაპასთან, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამომყავდა ისინი, ვუთხარი: 13 თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: მე დავდევ აღთქმაჲ მამათა თქუენთა მიმართ, რომელთა დღესა განვარინებ მათ ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა, სახლისაგან მონებისა, მეტყუელი:
14 ყოველ მეშვიდე წელს გაუშვით თითოეულმა თქვენი მოძმე ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ და ექვს წელიწადს გემსახურებოდათ; თავისუფლად გაუშვი-მეთქი შენგან. მაგრამ არ გამიგონა თქვენმა მამა-პაპამ და ყური არ მათხოვა. 14 „ოდეს განესრულოს შჳდი წელი, განავლინო ძმაჲ შენი ებრაელი, რომელ მიგეყიდოს შენ და გიქმოდის შენ ექუს წელ, და განავლინო იგი თავისუფლად შენგან~; და არა მერჩდეს მე მამანი თქუენნი და არა მოყვეს ყური მათი.
15 თქვენ მოინანიეთ და სწორად მოიქეცით ჩემს თვალში რომ თითოეულმა თავისუფლება გამოუცხადა თავის მოძმეს და ჩემს წინაშე აღთქმა დადო ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება. 15 და მოიქეცით დღეს ქმნად სიწრფოჲ წინაშე თვალთა ჩემთა, წოდებად კაცადისაგან მიტევება მოყუსისა თჳსისა, და სრულ-ჰყავთ აღთქმაჲ წინაშე პირსა ჩემსა სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა;
16 მერე გუნება გეცვალათ და შელახეთ ჩემი სახელი, დაიბრუნეთ თითოეულმა ყმა და მხევალი, რომლებიც გაშვებული გყავდთთ მათ ნებაზე, და აიძულეთ ისინი კვლავ ყმებად და მხევლებად გაგხდომოდნენ. 16 და მიაქციეთ და შეაბილწეთ სახელი ჩემი უკუნქცევით კაცადისაგან ყრმისა თჳსისა და კაცადისაგან ყრმააჲსა თჳსისა, რომელნი განავლინენით თავისუფლად სული მათი, და დაიმორჩილენით იგინი ყოფად თქუენდა ყრმებად და ყრმააებად.
17 ამიტომ ასე ამბობს უფალი: რაკი არ დამემორჩილეთ და არ გაუშვით თითოეულმა თავისი მოძმე და თითოეულმა თავის მახლობელი, აჰა, მე გამოვუშვებ, ამბობს უფალი, მახვილს, შავ ჭირსა და შიმშილს თქვენზე და გაგხდით სააბუჩოდ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის. 17 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: თქუენ არა ისმინეთ ჩემი წოდებად-მიტევება კაცადმან ძმისა თჳსისა და კაცადმან მოყუსისა თჳსისა! აჰა, მე გიწოდ თქუენ მიტევებად, - თქუა უფალმან, - მახჳლისადმი და სიკუდილისა და სიყმილისა.
18 ჩავაგდებ ჩემი აღთქმის დამრღვევებს, ვინც არ შეასრულა აღთქმის სიტყვები, ჩემს წინაშე რომ დადეს, როცა ორად გახლიჩეს ხბო და მის ნაწილებს შორის გაიარეს, 18 და მიგცნე თქუენ განსათესველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და მივსცნე კაცნი იგი გარდამავალნი მცნებისა ჩემისანი, არდამამტკიცებელნი სიტყუათა აღთქუმისა ჩემისათა, რომელ ყვეს წინაშე პირსა ჩემსა, ჴბოჲ, რომელ ქმნეს საქმედ მისსა, და გარდამავალნი შორის ორგანკუეთილებასა მისსა,
19 იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, კარისკაცებს და მღვდელებს, ქვეყნის მთელს ხალხს, რომლებმაც გაიარეს ხბოს ნაწილებს შთრის, 19 მთავართა იუდაჲსათა და მთავართა იერუსალიმისათა ძლიერთა, და მღდელთა და ყოველმან ერმან ქუეყანისამან, განმვლელთა საშუალ ორგანკუეთებათა ჴბოჲსათა.
20 ჩავაგდებ მათ მათი მტრებისა და მათი მესისხლეების ხელში და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჯიჯგნი გახდება. 20 და მივსცნე იგინი ჴელსა მეძიებელთა სულისა მათისასა და ჴელსა მტერთა მათთასა; და მივსცნე მძორნი მათნი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.
21 ხოლო ციდკიას, იუდას მეფეს, და მის მთავრებს ჩავაგდებ მათი მტრებისა და მესისხლეების ხელში, ბაბილონის მეფის ლაშქრის ხელში, რომელმაც ახლა დაგანებათ თავი და მოხსნა ალყა. 21 და სედეკიაჲ, მეფე იუდაჲსა, და მთავარნი მისნი მივსცნე ჴელსა მტერთა მათთასა და ჴელსა მეძიებელთა სულისა მათისასა და ჴელსა ძალისა მეფისა ბაბილონისასა, მლტოლველნი მათგან.
22 ასე ვბრძანებ, ამბობს უფალი, და მოვაბრუნებ მათ ამ ქალაქისკენ, შეუტევენ და აიღებენ მას და ცეცხლში დასწვავენ. უდაბნოდ ვაქცევ იუდას ქალაქებს და გავაუკაცურებ. 22 აჰა, მე მიუწესო მათ, - იტყჳს უფალი, - და უკმოვაქცინე იგინი ქალაქად ამად, და მბრძოლის-მყოფელთა მის ზედა დაიპყრან იგი და დაწუან ცეცხლითა; და ქალაქნი იუდაჲსანი მივსცნე განსაქარვებელად არყოფისათჳს მკჳდრთაჲსა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე