ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეორმოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან მას შემდეგ, რაც გაუშვა იგი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, რამადან; როცა გამოიყვანა, ბორკილდადებული იყო იგი დატყვევებულ იერუსალიმელებსა და იუდაელებს შორის, რომლებიც ბაბილონში უნდა გადაესახლებინათ.

1

სიტყვა ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ შემდგომად წარგზავნისა ნაბუზარდანის მიერ მთავარქონდაქარისა რადამანით მოყვანებად იგი ჴელბორკილითა, ყოვლისა თანა განსახლვისა იუდაჲსასა წარყვანებადთა ბაბილონდ.

2 გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა იერემია და უთხრა: უფალმა, თქვენმა ღმერთმა, შეაჩვენა ეს ადგილი; 2 და მოიყვანა იგი მთავარქონდაქარმან და ჰრქუა მას: უფალმან ღმერთმან შენმან თქუნა ბოროტნი ესე ადგილსა ამას ზედა.
3 აახდინა უფალმა და ისე გააკეთა, როგორც ნათქვამი ჰქონდა, რადგან შესცოდეთ უფალს და არ გაიგონეთ მისი ხმა. ამიტომაც შეგემთხვათ ეს ამბავი. 3 და მოაწინა და ქმნა უფალმან, ვითარც თქუნა: რამეთუ შესცოდეთ მას და არა ისმინეთ ჴმისა მისისა, და იქმნა თქუენდა სიტყუა ესე.
4 აჰა, ახლა გათავისუფლებ ბორკილებისგან, ხელზე რომ გადევს. თუ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, წამოდი და მზრუნველობას არ მოგაკლებ; თუ არ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, ნუ წამოხვალ. შენს წინაა მთელი ქვეყანა, სადაც მოგეწონოს და უკეთესად მოგეჩვენოს, იქ წადი. 4 და აწ, აჰა, განგჴსენ შენ ჴელბორკილთა ჴელთა შვნთა ზედათაგან დღეს, უკეთუ კეთილ არს წინაშე შენსა მოსლვაჲ ჩუენ თანა ბაბილონად, მოვედ და დავადგინნე თუალნი ჩემნი შენ ზედა. და თუ ბოროტ არს თუალთა შენთად მოსლვაჲ ჩუენ თანა ბაბილონდ დაბით, და აჰა, ყოველი ქუეყანაჲ წინაშე შენსა, სადაცა არს კეთილ და წრფელ შენდა სლვად, მუნ წარედ, და პირველ ცვალებად ჩემდამდე ვიდოდე შენ.
5 ჯერ პასუხი არ ჰქონდა გაცემული - ან დაბრუნდი გედალიასთან, ძესთან ახიკამისა, ძისა შაფანისა, რომელსაც ბაბილონის მეფემ იუდას ქალაქები ჩააბარა, და იცხოვრე იქ, ხალხში; ან სადაც მიაგეწონება, იქ წადი. მისცა მას ქონდაქართუხუცესმა საგზალი და საჩუქარი და გაუშვა. 5 და მიიქეც გოდოლიაჲს მიმართ, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისსა, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონელმან ქუეყანასა ურიასტანისასა, და დაემკჳდრა მის თანა შორის ერისა, ხოლო უკეთუ არა ყოველნი კეთილნი თუალთა შენთა წინა, სლვად ვიდოდე. და მისცნა მას მთავარქონდაქარმან საგარი და ნიჭნი, და წარგზავნა იგი.
6 მოვიდა იერემია გედალია ახიკამის ძესთან, მიცფაში, და დაიწყო ცხოვრება ქვეყანაში დარჩენილ ხალხს შორის. 6 და მოვიდა იერემია გოდოლიას მიმართ, ძისა აქიკამისა, მასიფად, და დაჯდა მის თანა საშუალ ერისა დაშთომილისა ქუეყანასა მას.
7 როცა გაიგეს ველზე მყოფი ჯარების სარდლებმა და მათმა კაცებმა, რომ გედალია ახიკამის ძისთვთს ჩაუბარებია ბაბილონის მეფეს ქვეყანა და ხალხი დედაწულიანად, ღარიბი და მდიდარი, ვინც არ გადასახლებულა ბაბილონში, 7 და ისმინეს ყოველთა მთავართა ძალისა ველისაშინაჲსათა მათ და ძალთა მათთა, ვითარმედ დაადგინა მეფემან ბაბილონისამან გოდოლია, ძე აქიკამისი, ქუეყანასა ზედა, და ვითარმედ შევედრა მას მამები და დედები მათი და ერი მრავალი. და გლახაკთაგან ქუეყანისათა, რომელნი არ განასახლნა ბაბილონდ.
8 მივიდნგნ გედალიასთან მიცფაში ისმაელ ნეთანიას ძე, იოხანანი, იონათანი, კარეახიანები, სერაია თანხმეთის ძე, ნეტოფელი ყეფიანები, იეზანია მაყაქათის ძე და მათი კაცები. 8 და მოვიდეს გოდოლიაჲს მომართ მასსიფად: ისმაილ, ძე ნათანისი, და იონან, და იონათან, ძე კარიესი, და სარეა, ძე თანაემითისი და ძენი ოფითისნი ნეტოფათისისანი, და იეზონია, ძე მაქაათისი, იგინი და მამაკაცნი მათნი.
9

ეფიცებოდა გედალია, ძე ახიკამისა, ძე შაფანისა მათ და მათ კაცებს: ნუ გაშინებთ ქალდეველთა მორჩილება. დარჩით ქვეყანაში და დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს; უკეთესი იქნება თქვენთვის.

9

და ეფუცა მათ გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი, და მამაკაცთა მათთა მეტყუელი: ნუ გეშინინყე პირისაგან ყრმათა ქალდეველთაჲსა, დაეშენენით ქუეყანასა ზედა, და უქმოდეთ მეფესა ბაბილონისასა. და უმჯობეს იყოს თქუენდა.

10 ხოლო მე მიცფაში ვრჩები, რომ ვიდგე ქალდეველთა წინაშე, როცა მოვლენ ჩვენთან. თქვენ კი შეაგროვეთ ღვინო, საზაფხულო ხილი და ზეთი და თქვენს ჭურჭლებში შეინახეთ. იცხოვრეთ ქალაქებში, რომლებიც გიჭირავთ. 10 და აჰა, მე ვზი მასიფას შინა დგომად წინა პირსა ქალდეველთასა, რომელნი მო-თუ-ვიდენ თქუენ ზედა, და თქუენ შეიკრიბეთ ღჳნოჲ და ხილი და შეკრიბეთ ზეთი ჭურჭელთა თქუენთა და დაეშენენით ქალაქთა თქუენთა, რომელნი შენ დაგეპყრნეს.
11 ამასობაში მოაბის, ყამონის, ედომის და სხვა ქვეყნების იუდავლებმაც გაიგეს, რომ იუდაში დატოვა დანარჩომი ხალხი ბაბილონის მეფემ და რომ გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა, დაუდგინა მათ. 11 და ყოველთა იუდიანთა ქუეყანისა მოაბისათა და ძეთა ამმონისთა, შორისთა და იდუმეასშინათა და ყოვლისა ქუეყანისაშორისთა ესმა, ვითარმედ მისცა მეფემან ბაბილონისამან ნეშტი იუდეას შინა, ვითარმედ დაადგინა მათ ზედა გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი.
12 დაბრუნდნენ იუდაელები იმ ადგილებიდან, სადაც გაგდებული იყვნენ; მოვიდნენ იუდას ქვეყანაში გედალიასთან მიცფას და შეაგროვეს უზომო ღვინო და საზაფხულო ხილი. 12 და მოიქცეს იუდიანნი ყოველთა ადგილთაგან, სადაცა განითესნეს მუნ, და მოვიდეს ქუეყანად იუდაჲსასა გოდოლიაჲს მომართ მასიფად, და შეკრიბეს ღჳნოჲ და ხილი მრავალი ფრიად და ზეთი.
13 მივიდნენ იოხანან კარეახის ძე და ველზე დარჩენილი ჯარების სარდლები გედალიასთან მიცფას. 13 და იონან, ძე კარიესი, და მთავარნი ძალისა ველთაშინაჲსანი მოვიდეს გოდოლიაჲს მომართ მასიფად და ჰრქუეს მას:
14 უთხრეს მას: იცოდეთ, შენს მოსაკლავად გამოგზავნაო ბაყალიმმა, ყამონელთა მეფემ, ისმაელ ნეთანიას ძე. მაგრამ არ დაუჯერა მათ გედალია ახიკამის ძემ. 14 უკეთუ უწყებით უწყი, ვითარმედ ველთა მეფემან, ძემან ამონისთამან, მოავლინა შენდა ისმაილ, ძე ნათანისი, მოკლვად სულისა შენისა. და არა ჰრწმენა მათი გოდოლიას, ძესა აქიკამისსა.
15 იოხანან კარეახის ძემ უთხრა გედალიას მიცფაში საიდუმლოდ: გამიშვი და მოვკლავ ისმაელ ნათანიას ძეს, კაციშვილი ვერაფერს გაიგებს. შენ უნდა მოგკლას, რატომ უნდა გაიფანტონ იუდაელები, შენთან რომ არიან შემოკრებილნი, და დაიღუპოს იუდას დანაშთომი? 15 და ჰრქუა იონან, ძემან კარესმან, გოდოლიას იდუმალ მასიფას შინა მეტყუელმან: წარვიდე მე და მოვკლა ძე ნათანისი - ისმაილ. და ნუ ვინ აგრძნობნ, ნუ სადა მოკლას სული შენი, და განითესნენ ყოველნი იუდეანნი შეკრებილნი შენ თანა და წარწყმდენ დანაშთომნი იუდაჲსნი.
16 უთხრა გედალია ახიკამის ძემ იოახანან კარეახის ძეს: ნუ იზამ ამას, რადგან ტყუილს ლაპარაკობ ისმაელზე. 16 და თქუა გოდოლია, ძემან აქიკამისმან, იონანის მიმართ, ძისა კარესა: ნუ ჰყოფთ სიტყჳსაებრ შენისა, რამეთუ ტყუილსა იტყჳ შენ ძჳნად ისმაილისსა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე