ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყვა, რომელიც უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ბარუქ ნერიას ძეს, როცა მან იერემიას კარნახით წიგნში ჩაწერა ეს სიტყვები იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის, მეოთხე წელს.

1

სიტყვა, რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ბარუქის მიმართ, ძისა ნირისსა, ოდეს დაწერნა სიტყვანი ესე წიგნსა შინა პირისაგან იერემიაჲსსა, წელსა მეოთხესა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსისა, მეფისა იუდაჲსსა.

2 ასე ამბობს შენზე უფალი, ისრაელის ღმერთი, ბარუქ! 2 ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან შენ ზედა, ბარუქ,
3 გითქვამს: ვაგლახ მე! კიდევ მიუსართა უფალმა წუხილი ჩემს სატანჯველსო! ქანცი გამიწყდა კვნესისგან და ვერ ვპოვე შვებაო. 3 რამეთუ სთქუ: ვაჲ მე, ვაჲ მე, რამეთუ შესძინა უფალმან შრომაჲ ტკივილსა ზედა ჩემსა, დავიძინე სულთქმათა შინა, განსუენება ვერ ვპოე.
4 ასე უთხარიო მას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, ჩემს აშენებულს მევე დავანგრევ და ჩემს დარგულს მევე ამოვძირკვავ. ჩემია მთელი ეს ქვეყანა! 4 ვარქუ მას, ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე აღვაშენე, მე დავარღუევ და, რომელნი დავჰნერგენ, მე აღმოვფხური მით, ქუეყანითურთ ყოვლით.
5 შენ კი დიდ რასმე მოითხოვ! ნუ მოითხოვ, რადგან, უბედურება უნდა დავათიო ყოველ ხორციელს, ამბობს უფალი, შენ კი საკუთარ სიცოცხლეს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაგ კი წახვალ. 5 და შენ ეძიებ თავისა შენისა დიდთა? ნუ ეძიებ, რამეთუ, აჰა, მოვაწევ მე ძჳრთა ყოველსა ზედა ჴორციელსა, - იტყჳს უფალი, - და მივსცე სული შენი მოსაპოვნელად ყოველსა შინა ადგილსა, სადაცა ხჳდოდი მუნ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე