ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი ხალხებზე -

1

სიტყვა, ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა, ყოველთა ზედა წარმართთა ეგჳპტისათა,

2 ეგვიპტეზე და ფარაონ ნექოს, ეგვიპტის მეფის, ლაშქარზგ, რომელიც იდგა მდინარე ევფრატის პირას, ქარქემიშში და რომელიც დაამარცხა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს: 2 ძალსა ზედა ფარაო ნექაოჲსსა, მეფისა ეგჳპტისა, რომელი იყო მდინარესა ზედა ევფრატსა, ქარამის შინა, რომელი დასცა მეფემან ბაბილონისამან ნაბუქოდონოსორ, წელსა მეოთხესა იოაკიმ ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსასა.
3 გაამზადეთ ფარები და მუზარადები და საბრძოლველად გადით! 3 აღიხუენით საჭურველნი და ფარები მიიხუენით ბრძოლად მიმართ,
4 შეკაზმეთ ცხენები და ზედ მოახტით, მხედრებო! მოდექით თავჩაჩქიანებო, წვერი წაუმახეთ შუბებს და ჯავშნით შეიმოსეთ! 4 დაასხენით ცხენებსა, ამჴედრდით ცხენოსანნი და განჰმზადენით ჩაფხუტნი თავთა მიერ თქუენთა. წარმოიღეთ ჰოროლები, შთაიცუთ ჯაჭუ-ჭური თქუენი.
5 რას ვხედავ? უკან მორბიან შეშინებულნი, იძვლივნენ მათი ვაჟკაცები, გარბიან უკანმოუხედავად, შიშის ზარია ირგვლივ, ამბობს უფალი. 5 რად? რამეთუ ამათ ეშინის და შეიქცევიან უკუღმართ მით, რამეთუ ძლიერნი მათნი მოისრნენ, ლტოლვით ივლტოდეს და არ შემოიქცეს გარემოცვულნი გარემოჲს, - იტყჳს უფალი.
6 ვერ გაიქცევა მკვირცხლი, ვერ დაუსხლტება ძლიერს; ჩრდილოეთით, ევფრატის პირას წაიფორხილებენ და დაეცემიან. 6 ნუ ივლტინ მალე და ნუ განერებინ ძლიერი ჩრდილოჲთ კერძო ევფრატსა ზედა მოუძლურდეს, და დაეცნეს.
7 ვინ არის ნილოსივით რომ მოდიდებულა, ნიაღვრის წყლებივით რომ ბობოქრობს? 7 ვინ ესე, ვითარცა მდინარე აღმოვიდეს და ვითარცა მდინარენი აღელვებს წყალთა მისთა?
8 ეგვიპტე მოდიდდა ნილოსივით და მდინარეთა წყლებივით ბობოქრობს. ამბობს: მოვდიდდები და დავფარავ მიწას, დავაქცევ ქალაქსა და მის მცხოვრებლებს. 8 წყალი ეგჳპტე, ვითარცა მდინარე, აღმოვალს და, ვითარცა მდინარენი, აღსძრავს ღელვათა მისთა და იტყჳს: აღვიდე, და დავფარო ქუეყანაჲ, და წარვწყმიდო ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა.
9 ამხედრდით ცხენებზე, გაქანდით ეტლებო! დაე, გამოვიდნენ ქუში და ფუტი, ფარის მპყრობელნი და ლიდიელები - მშვილდის მომზიდავნი! 9 აღსხედით ცხენთა ზედა, განჰმზადენით საჭურველნი, გამოვედით მებრძოლნი ეთიოპელნი და ლიბიელნი, ჭურვილნი საჭურველებითა, და ლუდნი აღვედით, მოირათხთ მშჳლდი.
10 დღეს არის უფლის, ჩვენი ღვთის დღე, რომ შური მიაგოს თავის მტრებს. დაიწყებს შეჭმას მისი მახვილი და გაძღება, დარწყულდება მათი სისხლით; რადგან საკლავი ექნება უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, ევფრატის პირას. 10 და დღე იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა დღე შურისძიებისა არს, ძიებად შური მტერთა მისთა, შეჭამნეს მახჳლმან და განძღეს და დაითროს სისხლისაგან მათისა, რამეთუ მსხუერპლი უფლისა საბაოთისაჲ ქუეყანასა ზედა ჩრდილოსა, მდინარესა ზედა ევფრატსა.
11

ადი გალაადს და ბალსამონი მოიტანე, ეგვიპტელო ქალწულო! ამაოდ ახვავებ წამლებს, არ განიკურნები!

11

აღვედ გალადდმი და მოიღე რეტინე ქალწულისა, ასულისა ეგჳპტისა. ამაოდ ჰამრავლენ კურნებანი შენნი, სარგებელ არა არიან შენდა.

12 ხალხებმა გაიგონეს შენი ხმა, აავსო მიწა შენმა კივილმა, როცა ძლიერი შეეჯახა ძლიერს და ორივენი ერთად დაეცნენ. 12 ესმა წარმართთა ჴმისა შენისაჲ და ღაღადებისაგან შენისა აღივსო ქუეყანაჲ, რამეთუ მბრძოლი მბრძოლისა მიმართ მოუძლურდა, ერთბამად დაეცნეს ორნივე,
13 სიტყვა, რომელიც უთხრა უფალმა იერემია წინასწარმეტყველს ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, მოსვლაზე და ეგვიპტის ქვეყნის დამარცხებაზე. 13 რომელნი თქუნა უფალმან ჴელითა იერემია წინაწარმეტყუელისათა მოსლვისათჳს ნაბუქოდონოსორისსა, მეფისა ბაბილონისა, დასამორჩილებელად ქუეყანასა ეგჳპტისასა.
14 გამოეცხადეთ ეგვიპტეში, გააგონეთ მიგდოლს, გააგონეთ ნოფს და თახფანხესს, უთხარით: დადექ და მოემზადე, რადგან ყველაფერს შეჭამს მახვილი შენს გარშემო! 14 მიუთხართ შორის ეგჳპტისა, და სასმენელ-ყავთ შორის მაგდოლოჲსა, და დაჰმოწმეთ შორის მემფისა და შორის ტაფნისა. თქუთ: ზედ დადეგ და განჰძზადე თავი შენი, რამეთუ შეჭამა მახჳლმან ბრწამლი შენი.
15 რატომ დამხობილა შენი ძლიერი და ვეღარ დგება? უფალმა ჩამოაგდო. 15 მით, რამეთუ ივლტოდა აპის ზუარაკი რჩეული შენი, ვერ დადგა, რამეთუ უფალმან დაჰჴსნა იგი.
16 გაამრავლა წაფორხილებულნი, ერთმანეთზე ეცემიან და ამბობენ: ადექი და დაბრუნდი შენს ხალხთან და შენს სამშობლო ქვეყანაში, თავი აარიდე სასტიკ მახვილს. 16 და სიმრავლე მოუძლურდა და დაეცა, კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა იტყოდა და თქუა: აღვდგეთ და მივიქცეთ ერისა მიმართ ჩუენისა და მამულისა მიმართ ჩუენისა პირისაგან მახჳლისა ელლინებრისა.
17 დაარქვეს სახელად ფარაონს, ეგვიპტის მეფეს ხმაური. გაეპარა მას დათქმული ჟამი. 17 მოუწოდეთ სახელსა ფარაო ნექაოჲსსა, მეფისა ეგჳპტისა: საონ ესერე მოიდ.
18 ცოცხალი ვარ, ამბობს მეფე, რომლის სახელი ცაბაოთ უფალია; როგორც თაბორი მთათა შორის, როგორც ქარმელი ზღვისპირისა, ის მოვა. 18 ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი ღმერთი, - მეფე ძალთა სახელი მისი, რამეთუ ვითარცა არს თაბორი მთათა შორის, და ვითარცა კარმელი ზღუასა შორის, ეგრეთ მოვიდეს.
19 მოამზადე საყარიბო ბარგი, ეგვიპტელო ასულო, რადგან უდაბნოდ იქცევა ნოფი, გადაიხრუკება, გაუკაცურდება. 19 ჭურჭელნი ტყუეობისანი იქმნენ თავისა შენისად. მკჳდრობამან ასულისა ეგჳპტისამან, რამეთუ მემფი უჩინო საქმნელად იყოს, და ეწოდოს ვაება არყოფისაგან მკჳდრთა მის შორის.
20 შვენიერი ფურია ეგვიპტე: ჩრდილოეთიდან დაღუპვა მოდის, მოდის. 20 დიაკეული კარგი და შემკული ეგჳპტე, გამონახეთქი ჩრდილოჲთ მოვიდა მის ზედა.
21

მისმა მოჯამაგირეებმაც, ბაგის ხარებივით რომ იყვნენ, ზურგი უჩვენეს და ერთად გაიქცნენ, არ დადგნენ, რადგან უწია მათ უბედურების დღემ, განკითხვის ჟამმა.

21

და მორეწენი მისნი მის შორის, ვითარცა ზუარაკნი ჭამებულნი მით, რამეთუ იგინიცა მიიქცეს და ივლტოდეს ერთბამად, ვერ დადგეს, რამეთუ დღე წარწყმედისაჲ მოიწია მათ ზედა და დღე შურისძიებისა მათისაჲ.

22 გველივით ასისინდება იგი, როცა ლაშქრით გამოემართება, ტყის გამკაფავივით ცულებით მოადგება. 22 ჴმაჲ მათი, ვითარცა გუელისა მსტჳნავისა, რამეთუ ქჳშასა ზედა ვიდოდიან, ცულებისა მიერ მოვიდენ მის ზედა, ვითარცა მკოდელნი ხეთანი.
23 გაჩეხავენ მის ტყეს, ამბობს უფალი, რადგან გაუვალია იგი; კალიაზე მეტნი არიან, არა აქვთ სათვალავი. 23 მოკაფეთ მაღნარი მისი, - იტყჳს უფალი, - რამეთუ არღა ეოცნოს, რამეთუ განმრავლდეს უფროჲს მკალთასა, და არა არს რიცხჳ მათი.
24 შერცხვენილი იქნა ეგვიპტის ასული, ჩრდილოეთის ხალხს ჩაუვარდა ხელში. 24 ჰრცხუენა ასულსა ეგჳპტისასა, მიეცა ჴელთა ერისა ჩრდილოჲთგამოჲსათა.
25 ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, დავსჯი თებელ ამონს, ფარაონს, ეგვიპტეს, მის ღმერთებს, მის მეფეებს, ფარაონს და მის მოიმედეთ. 25 თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, შურსა ვიგებ ძისა მისისა ამმონისსა და ფარაოსა და ეგჳპტესა ზედა, და ღმერთთა ზედა მისთა, და მეფეთა ზედა მისთა, და ფარაოს ზედა და მოსავთა ზედა მისდამი.
26 ჩავაგდებ მის მესისხლეთა - ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, და მის მორჩილთა ხელში. მერე კი ძველებურად დასახლდება, ამბობს უფალი. 26 და მივსცნე იგინი ჴელთა მეძიებელთა სულისა მათისათა და ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისასა, და ჴელთა მონათა მისთასა. ამის შემდგომად დაყუდნეს დღეთაებრ პირველთა, - იტყჳს უფალი.
27 შენ ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ნუ ფრთხი, ისრაელ! რადგან, აჰა, დავიხსნი შენს თავს შორეთიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს მშვიდად და მყუდროდ. არავინ იქნება დამაფრთხობელი. 27 ხოლო შენ ნუ შეშინდები, მონაო ჩემო იაკობ! ნუცა სწიწნეულობ, ისრაილ, მით, რამეთუ, აჰა, მე გიჴსნი შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობ და დაყუდნეს, და დაიძინოს, და არა იყოს მაშფოთებელი მისი.
28 ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთანა ვარ. ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, ვისთანაც მყავხარ გაგდებული; შენ არ მოგიღებ ბოლოს, ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ. 28 და შენ ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო იაკობ, იტყჳს უფალი, რამეთუ შენთანა მე ვარ. უშიში, და შუებული განცემულ იქმნა, რამეთუ ვყო აღსასრული შორის ყოველსა ნათესავსა, რომელთა მიმართ განგაგარეე შენ მუნ, ხოლო შენი არა ვყო მოკლება. და გწუართო შენ მსჯავრით, და უბრალოობით არ უბრალოგყო შენ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე