ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
    1 ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ? და ვსტიროდი ერსა ამას ჩემსა დღე და ღამე მოწყლულთა ასულისა ერისა ჩემისათა.
1

ნეტავი მქონდეს მოგზაურთა სადგური უდაბნოში! მივატოვებდი ჩემს ერს და გავშორდებოდი, რადგან ყველანი გარყვნილები არიან და მზაკვართა ხროვა!

2

ვინ მომცეს მე უდაბნოს შინა სადგური უკანასკნელი? და დაუტევო ერი ჩემი და წარვიდე მისგან, რამეთუ ყოველნი იმრუშებენ კრებულნი შეურაცხმყოფელთანი.

2 მშვილდივით მოუზიდავთ ენები, სიცრუე და არა სიმართლე ბატონობს ქვეყანაზე, ბოროტებიდან ბოროტებისკენ მიდიან და მე არ მცნობენ, ამბობს უფალი. 3 და მორთხმულ-ყვეს ენაჲ მათი, ვითარცა მშჳლდი. ტყუილი და არსარწმუნოებაჲ განძლიერდა ქუეყანასა, რამეთუ ბოროტთაგან ბოროტთა მომართ გამოვიდეს და მე არა მიცნეს, - იტყჳს უფალი.
3 უფრთხილდით ერთმანეთს, ძმასაც ნუ ენდობით, რადგან ფეხს უდებენ ერთმანეთს ძმები და ცილს სწამებენ ერთმანეთს მეგობრები. 4 კაცადი მოყუსისაგან თჳსისა ერიდენით და ძმათა თქუენთა ნუ ესავთ, რამეთუ ყოველი ძმაჲ წიხლითა წიხლვიდეს და ყოველი მეგობარი ზაკულად ვიდოდის.
4 ერთმანეთს დასცინიან! სიმართლეს არ ლაპარაკობვნ; ენას ტყუილის თქმა ასწავლეს, დაიქანცნენ თვალთმაქცობით. 5 კაცადი ძჳნად მოყუსისა თჳსისა მოკიცხარობს, ჭეშმარიტება არა თქუას. ისწავა ენამან მათმან თქმაჲ ტყუილისაჲ. მიჰხუეჭდეს და არა მოაკლეს მიქცევად.
5 სიცრუეში გიდგას ბინა; სიცრუე უშლის მათ ჩემს შეცნობას, ამბობს უფალი. 6 ვახში ვახშსა ზედა, ზაკუაჲ ზაკუასა ზედა. არა ინებეს ცნობაჲ ჩემი, - იტყჳს უფალი.
6 ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, გადავადნობ მათ და გამოვცდი, რადგან სხვაგვარად როგორ მოვიქცე ჩემი ერის ასულისთვის? 7 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ. აჰა, მე გავაჴურვნე იგინი და გამოვცადნე იგინი, რამეთუ ვყო პირისაგან უკეთურებისა ასულისა ერისა ჩემისა. ისარ მწყლველ.
7 წამახული ისარია მათი ენა, სიცრუეს ლაპარაკობს ბაგეებით, თავის მოყვასს მშვიდობას ეუბნება, გულში კი მახეს უგებს. 8 ენაჲ მათი, მზაკუარებ სიტყუანი პირისა მათისანი მოყუასსა თჳსსა ჰზრახავს მშჳდობითთა და გულსა თჳსსა შორის აქუს მტერობაჲ.
8 როგორ არ დავსაჯო ამისათვის, ამბობს უფალი; როგორ არ მივაგო სამაგიერო ასეთ ხალხს ჩემივე ხელით. 9 ნუ ამათ ზედა არ მივიხილოა? - იტყჳს უფალი, - ანუ ერსა ზედა ესევითარსა არ შური იგოსა სულმან ჩემმან?
9 მთების გამო ავტეხავ ტირილსა და მოთქმას, უდაბნოს ქოხების გამოგლოვას, რადგან გადაიბუგენ და აღარავინ შეივლის იქ. აღარ ისმის საქონლის ხმა, ცის ფრინველიდან პირუტყვამდე ყველანი გადაიკარგნენ, წავიდნენ. 10 მთათა ზედა აღიღეთ ტყება და ალაგთა ზედა უდაბნოჲსათა გოდება, რამეთუ მოაკლდეს არყოფისაგან კაცთა მრავალთაჲსა. არა ისმინეს ჴმაჲ მყოფობისაჲ მფრინველთაგან ცისათა და ვიდრე საცხოვართამდე განჰკრთეს თქრომით.
10 ნანგრევებად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავაუდაბურებ იუდას ქალაქებს, უმკვიდროდ დავტოვებ. 11 და მივსცე იერუსალიმი გარდასახლებად და სამკჳდრებელად ვეშაპთა და ქალაქნი იუდაჲსნი უჩინოსაქმნელად დავსხნე არდამკჳდრებისაგან.
11 სად არის ბრძენი, რომ ამას მიხვდეს? ვისაც უფალი თავისი პირით დალაპარაკებია, ვისაც შეუძლია ამცნოს, რომ დაღუპა ეს ქვეყანა, რამ გადაბუგა უდაბნოსავით, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებს. 12 ვინ არს კაცი გულისხმისმყოფელი? და გულისხმა-უყო ესე და რომელმან სიტყვა პირისა უფლისაჲ ამას თანა მიგითხრას თქუენ, რომლისათჳს წარწყმდა ქუეყანაჲ; დაეტევა, ვითარცა უდაბნოჲ არსაგზაურობისაგან მისისა.
12 ამბობს უფალი: ეს იმის გამოა, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მათ მივეცი, არ გაიგონეს ჩემი ხმა და არ გაჰყვნენ მას. 13 და თქუა უფალმან ჩემდამო: - დატევებისათჳს მათგან სჯულისა ჩემისა, რომელი მივეც წინაშე პირსა მათსა, და არა ისმინეს ჴმისა ჩემისა,
13 აჰყვნენ თავიანთ გულისთქმას და ბაალებს, რომლებსაც მიაჩვია ისინი მათმა მამა-პაბამ. 14 არამედ ვიდოდეს შემდგომად სათნოთა გულისა მათისა უკეთურისათა და შემდგომად კერპთა, რომელნი ასწავნეს მათ მამათა მათთა.
14

ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, შევაჭმევ ამ ხალხს აბზინდას და შევასმევ მოწამლულ წყალს,

15

ამისთჳს, - იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ, - აჰა, მე ვაჭამნე მათ ჭირნი და ვასუა მათ წყალი ნავღლისაჲ. 

15 გავფანტავ ხალხებში, რომლებიც არასოდეს გაუგიათ არც მათ და არც მათ მამა-პაპას; მახვილს დავადევნებ უკან, ვიდრე საბოლოოდ არ მოვსპობ. 16 და განვაბნინე იგინი წარმართთა შორის, რომელთამი არა უწყოდეს მათ და მამათა მათთა. და მოვავლინო მათ ზედა მახჳლი, ვიდრემდის აღვჴოცნე იგინი მის მიერ.
16 ასე ამბობს ცაბათათ უფალი: მოუხმეთ მოტირლებს, აქ მოვიდნენ. გაგზავნეთ დახელოვნებული ქალების მოსაყვანად, აქ მოვიდნენ. 17 ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მოუწოდეთ შემსხმელთა გოდებისათა, და მოვიდედ. და ბრძენთა დედათა მიავლინენით და იტყოდიან:
17 იჩქარონ და გამართონ ჩვენზე გლოვა, რომ თვალებიდან ცრემლები გადმოგვცვივდეს, წყალმა იდინოს წამწამებიდან. 18 და ისწრაფეთ და მოიღეთ თქუენ ზედა გოდებაჲ, და დამოადინნედ თვალთა თქუენთა ცრემლნი, და წამთა თქუენთა სდიოდედ წყალი,
18 რომ გლოვის ხმა ისმოდეს სიონიდან: როგორ გავნადგურდით! როგორ შევრცხვით, რომ მივატოვეთ ჩვენი ქვეყანა და დავაგდეთ ჩვენი სახლ-კარი! 19 რამეთუ ჴმაჲ საწყალობლობისა ისმა სიონს შინა. ვითარ დავგლახაკენით, გურცხუენა ფრიად, რამეთუ დაუტევეთ ქუეყანაჲ, განვთხიენით კარვებნი ჩუენნი.
19 აბა, ისმინეთ, ქალებო, უფლის სიტყვა! მიიღოს თქვენმა ყურმა მისი ბაგის წარმონათქვამი! ასწავლეთ თქვენს ასულებს გლოვა და ერთმანეთს - გოდება. 20 ისმინეთ, დედანო, სიტყვა ღმრთისაჲ და შეიწყნარნენ ყურთა თქვენთა სიტყვანი პირისა მისისანი და ასწავეთ ასულთა თქუენთა გურინვაჲ და დედაკაცმან მოყუასსა თჳსსა გოდებაჲ,
20 რადგან სარკმელებით შემოგვივიდა სიკვდილი, შემოდის დარბაზებში, რომ გაგვიწყვიტოს ბავშვები ქუჩებში და ჭაბუკები მოედნებზე. 21 რამეთუ აღმოვიდა სიკვდილი სარკმელთა თქუენთაჲთ და შევიდა ქუეყანად მიმართ თქუენად მოსპოლვად ჩჩჳლთა გარეგნით და ჭაბუკთა უბანთაგან.
21 თქვი, ასე ამბობს უფალი: გადაყრიან ადამიანთა გვამებს როგორც ნეხვს ყანაში; როგორც ძნებს მომკალის უკან და არავინ იქნება შემგროვებელი. 22 ესრეთ იტყჳს უფალი: და იყვნენ მკუდარნი კაცთანი მაგალითებად პირსა ზედა ველისა ქუეყანისა თქუენისასა და, ვითარცა თივაჲ, უკუანა მთიბელისა, და არა იყოს შემკრებელ.
22 ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს. 23 ამათ იტყჳს უფალი: ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნისა მიერ თჳსისა, და ნუ იქადინ ძლიერი ძლიერებისა მერ თჳსისა, და ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა,
23 თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი. 24 არამედ ამას ზედა იქადოდენ მოქადული გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა, რამეთუ მე ვარ უფალი მოქმედი წყალობისა და მსჯავრისა და სიმართლისაჲ ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამათ შინა არს ნება ჩემი, - იტყჳს უფალი.
24 აჰა, მოვა დროება, ამბობს უფალი, როცა დავსჯი ყველა წინდაცვეთილს წინდაუცვეთელთან ერთად - 25 აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და მიხედვა-ვყო ყოველთა ზედა მეტკუეთილთა დაუცუეთელობისა მათისათა
25 ეგვიპტეს, იუდას, ედომს, ყამონიანებს, მოაბს და ყველას, საფეთქელთან თმას რომ იპარსავენ, უდაბნოს მკვიდრთ, რადგან ყველა ეს ხალხი წინდაუცვეთელია, ხოლო მთელი ისრაელის სახლი გულით არის დაუცვეთელი. 26 ეგჳპტესა ზედა, და იდუმეასა ზედა, და ედომსა ზედა, და ძეთა ზედა ამმონისთა, და ძეთა ზედა მოაბისთა და ყოველთა ზედა გარემოკუეცილსა პირით კერძო მისით დამკჳდრებულთა უდაბნოს შინა, რამეთუ ყოველნი წარმართნი უმეტკუეთილო არიან ჴორცითა და ყოველი სახლი ისრაილისაჲ უმეტკუეთილებ გულებითა მათითა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე