ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დაბერდა იესო, ხანში შევიდა. უთხრა მას უფალმა: დაბერდი შენ, ხანში შეხვედი, მიწა კი კიდევ ბევრი დარჩა დასამკვიდრებელი.

1

და ისო მოხუცებულ იყო, გარდასრულ დღეთა და ჰრქუა უფალმან ისოს: შენ მოხუცებულ ხარ და მოყოფილ ხარ დღეთა შენთა და ქუეყანაჲ მრავალი დატევებულ არს სამკჳდრებელად.

2 აი, დარჩენილი მიწები: ფილისტიმელთა და გეშურელთა მხარეები: 2 და ესე არს ქუეყანაჲ, რომელ დატევებულ არს - ყოველი საზღვარნი ფილისტიმისანი: გესორი
3 შიხორიდან, ეგვიპტის პირდაპირ რომ არის, ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანს ეკუთვნის; ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზელთა, აშდოდელთა, ასკალონელთა, გათელთა, ყეკრონელთა და ყავიელთა. 3 და ქანანელი უდაბნოთაგან, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა მისაზღვრადმდე აკარონისად მარცხლ ქანანელთასა, შერაცხილ არს ხუთთა მათ სანახპეტოთა ფილისტიმისათა: გაზეულსა, და აზოტელსა, ასკანოლიტელსაჲ, და აკარონელსა და ეველსა თემანითგან,
4 სამხრეთით ქანაანელთა მთელი მხარე სიდონის მეგარიდან აფეკამდე, ამორეველთა საზღვრამდე. 4 და ყოველსა ქალაქსა ქანანისასა წინაშე გაზასა, და სიდონელნი აფეკადმდე ვიდრე საზღვრად ამორეველთა,
5 გიბლელთა ქვეყანა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლეთით ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირები, ხაბათამდე. 5 და ყოველი ქუეყანა ფილისტიმისაჲ, და ყოველი ლიბანი მზისაღმოსავლითგან, გალგალითგან მთასა ქუეშე აერმონსა ვიდრე შესავალადმდე ემათისად.
6 მთის ყველა მცხოვრებს ლიბანიდან მისრეფოთ-მაიმამდემ ყველა ციდონელს ავყრი ისრაელიანთაგან; ოღონდ შენ გაუნაწილე ისრაელს სამკვიდრებად, როგორც მე გიბრძანე. 6 ყოველი, რომელნი მკჳდრ არიან მთასა შინა ლიბანითგან ვიდრე სერეფოთ მაიდმდე, ყოველნი სიდონელნი, მე ავჴოცნე იგინი პირისაგან ისრაჱლისა და განუყავ იგი წილით ისრაჱლსა, ვითარცა გამცნებ შენ.
7 ახლა გაუყავი ეს ქვეყნები სამკვიდროებად ცხრა შტოს და მენაშეს შტოს ნახევარს. 7 და აწ განუყავ ქუეყანაჲ ესე სამკჳდრებელად ცხრათა მათ ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა (იორდანითგან ვიდრე ზღუადმდე დიდად ზღჳს დასავალი მისცეს მათ, ზღუაჲ დიდი ეზღუანვის),
8 მასთან რეუბენმა და გადმა მიიღეს თავ-თავისი სამკვიდრო, რომელიც მისცა მათ მოსემ იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით; როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა. 8 ხოლო ორთა მათ ნათვსავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა, რომელ არიან მათ თანა რუბენსა და გადს, რომელ მისცა მოსე წიაღ იორდანესა, აღმოსავლით კერძო, მისცა იგი მოსე, მონამან უფლისამან.
9 ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე, ქალაქი ხევის შუაწელზე, მედბას მთელი ვაკე დიბონამდე, 9 აროერითგან, რომელ არს კიდესა ნაღუარევისა არნონისასა და ქალაქი, რომელ არს საშუვალ ჴევსა, და ყოველი მისორიმე დაბათგან.
10 ყველა ქალაქი სიხონ ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა დეშბონში, ყამონელთა საზღვრამდე, 10 ყოველი ქალაქები სეონ მეფისა ამორეველთასა, რომელ მეფობდა ესებონს შინა, მისაზღვრადმდე ძეთა ამონისთა,
11 გალაადი და გეშურელთა და მაყაქათელთა მხარეები, მთელი ხერმონის მთა, მთელი ბაშანი სალქამდე, 11 და გალაადი და საზღვარნი გესორისანი, და მაქათისანი, ყოველი მთაჲ აერმონი და ყოველი ბასანიტი ელქადმდე.
12

ყოგის მთელი სამეფო ბაშანში, რომელიც მეფობდა ყაშთაროთსა და ედრეიში. ის უკანასკნელი იყო რეფაიმთაგან, რომლებიც დაამარცხა მოსემ და აჰყარა.

12

ყოველი სამეუფოჲ ოგისი ბასანს შინა, რომელ მეფობდა ასტაროთს და ედრაინს შინა, ესე დაშთომილ იყო გმირთაგანი, და მოკლა იგი მოსე და აღჴოცა,

13 მაგრამ გეშურელები და მაყაქათელები არ აუყრიათ ისრაელიანებს და დღემდე ისრაელიანთა შორის ცხოვრობენ გეშური და მაყაქათი. 13 და არა აღჴოცეს ძეთა ისრაჱლისათა გესური და მაქატი და ქანანელი და შენი, მეფჱ გესურისა და მაქათისაჲ შორის ძეთა ისრაჱლისათა მოდღენდელად დღედმდე.
14 მხოლოდ ლევის შტოსთვის არ მიუცია წილი უფლისადმი, ისრაელის ღვთისადმი, შეწირული მსხვერპლია მისი წილი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის. 14 ხოლო ნათესავსა ლევისსა არა სცა სამკჳდრებელი, რამეთუ ღმერთი ისრაჱლისა იგი თავადი იყო მათა სამკჳდრებელ, ვითარცა ჰრქუა მათ უფალმან (და ესე არს განყოფაჲ, რომელ განუყო მოსე ძეთა ისრაჱლისათა, არაბოთ მოაბისასა წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო).
15 დაურიგა მოსემ რეუბენიანთა შტოს მათი საგვარეელოებისდამიხედვით. 15 და მისცა მოსე ნათესავსა რუბენისსა ტომად-ტომად მათა.
16 ერგოთ ადგილები ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე, ქალაქი ხევის შუაწელზე, მედბას მთელი ვაკე. 16 და იყო საზღვარი მათი აროერითგან, რომელ არს წინაშე ჴევსა არნონისასა, და ქალაქი, რომელ არს ჴევსა შინა არნონისასა,
17 ხეშბონი და ვაკის ყველა ქალაქი - დიბონი, ბამოთ-ბაყალი და ბეთ-ბაყალ-მეყონი, 17 და ყოველი მისურიმი ესებონმდე და ყოველი ქალაქი, რომელ არს მისურს შინა, და დებონი, და ბამოთი, ბაალი და სახლნი ბელმონისნი,
18 იაჰცა, კედემოთი და მეფაყათი; 18 და ისაჲსაჲ და კედმოთი, და სებამაჲ, და მაფაათი,
19 კირიათაიმი, სიბმა და ცერეთ-ჰაშაჰარი ყემეკის მთაზე. 19 და კარიათაიმი, და სართი, და სეორი მთასა შინა ენაკისასა,
20 ბეთ-ფეყორი, ფისგას კალთები, ბეთ-იეშიმოთი, 20 და ბითფოგორი, და ასედორი, ფასგაჲ და ბეთსიმოთი, და ყოველი ქალაქი მისურისაჲ,
21 ვაკის ყველა ქალაქი, მთელი სამეფო სიხონ ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში, და რომელიც მოკლა მოსემ, ისევე როგორც მიდიანის თავკაცები - ევი, რეკები, ცური, ხური, და რებაყი, სიხონის მთავრები, ქვეყნის მკვიდრნი. 21 და ყოველი სამეუფოჲ სეონ მეფისა ამორეველთაჲსაჲ, რომელ მეფობდა ესებონს შინა, რომელ მოკლა მოსე იგი, და წინამძღუარნი მადიამისანი და ები, და ჰროკამ, და სურ, და ჰრუბენ მთავარი სეონისაჲ, რომელ მკჳდრ იყო ქუეყანასა.
22 ასევე ბალაამ ბეყორის ძეც, ჯადოქარი, მოკლეს მახვილით ისრაელიანებმა და მიათვალეს თავიანთ მიერ დახოცილებს. 22 და ბალაამ ბეორისი მისანი მოკლეს ბრძოლასა.
23

რეუბენიანთა საზღვარი იორდანეზე გადიოდა. ეს არის რეუბენიანთა სამკვიდროს საზღვარი მათ საგვარეულოთა მიხედვით, ქალაქები თავისი დაბებითურთ.

23

და იყვნეს საზღვარნი რუბენისნი იორდანე საზღვრად, ესე სამკჳდრებელი ძეთა რუბენისთა, ტომად-ტომად მათა ქალაქები და ვანები მათი.

24 მისცა მოსემ გადის ტომს, გადიანებს, მათ საგვარეულოთა მიხედვით. 24 და მისცა მოსე ძეთა გადისთა ტომად-ტომად მათა.
25 მათი იყო იაყზერი, გალაადის ყველა ქალაქი და ყამონელთა ქვეყნის ნახევარი ყაროყერიდან მოკიდებული რაბას ზემოთ, 25 და იყო საზღვრად მათა იარჱსი, ყოველი ქალაქები გალაადისაჲ და ზოგი ქუეყანაჲ ძეთა ამონისთაჲ არუერმდე, რომელ არს წინაშე პირსა ლაბბოჲსასა.
26 ხეშბონიდან რამათ-მიცფამდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან დაბირის საზღვრამდე; 26 და ესებონითგან ჰრამოთდმდე მართლ მასფასა, და ბოანიმი და მანაიმი ვიდრე საზღვართა დაბირისათა,
27 ველზე ბეთ-ხარამი, ბეთ-ნიმრა, სუქოთი და ცაფონი - სიხონის, ხეშბონის მეფის, სამეფოს დარჩენილი ნაწილი. მისი საზღვარი იორდანეზე გადიოდა ქინრეთის ზღვის კიდემდე იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით. 27 და ემეკს ბეთარამ ბეთისამნა, და სოქო, და საფონ და სხუა იგი სამეუფოჲ სეონისი მეფისა ესებონისაჲ. იორდანჱ იზღუანის ვიდრე ზღუადმდე ქენეროთისად წიაღ იორდანესა აღმოსავლით.
28 ეს არის გადიანების სამკვიდრო მათ საგვარეულოთა მიხედვით - ქალაქები თავისი დაბებითურთ. 28 ესე სამკჳდრებელი ძეთა გადისთა ტომად-ტომად მათა და ქალაქად-ქალაქად მათა და ვანები მათი.
29 მისცა მოსემ მენაშეს შტოს ნახევარს და მენაშეანთა ტომის ნახევრისა იყო მათ საგვარეულოთა მიხედვით. 29 და მისცა მოსე ზოგსა ნათესავსა მანასესა და იყო ზოგთა ძეთა მანასჱსთა ტომად-ტომად მათა.
30 მათი სამფლობელო იყო მთელი ბაშანი მახანაიმიდან მოკიდებული - ყოგის, ბაშანის მეფის, მთელი სამეფო, იაირის ყველა სოფელი ბაშანში, სამოცი ქალაქი. 30 და იყო საზღვარი მათი მანაიმითგან: და ყოველი ბასანი, და ყოველი სამეუფოჲ ოგისი, მეფისა ბასანისაჲ, და ყოველი დაბნები იაჲრისი, რომელ არიან ბასანიტითს შინასა, სამეოცი ქალაქი.
31 გალაადის ნახევარი, ყაშთაროთი და ედრეი, ყოგისეული სამეფოს ქალაქები ბაშანში მიეცა მენაშეს ძის, მაქირის შთამომავლებს, მაქირიანთა ნახევარს საგვარეულოთა მიხედვით. 31 და ზოგი გალაადისაჲ, და ასტაროთს შინა, და ედრაინს შინა, ქალაქები სამეუფოჲსა ოგისი ბასანიტს შინა. და მისცნეს ძეთა მაქირისთა, ძისა მანასესთა.
32 ეს არის, რაც დაანაწილა სამკვიდროებად მოსემ მოაბის ველებზე იორდანის გაღმა, იერიხონის გასწვრივ აღმოსავლეთით. 32 ესენი, რომელ დაიკმჳდრნა მოსე წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო, აღმოსავალით.
33 ლევის ტომს არ მისცა სამკვიდრო მოსემ: თავად უფალი, ისრაელის ღმერთია მათი სამკვიდრო, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის. 33 და ნათესავსა ლევისსა არა სცა მოსე მკჳდრობაჲ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისა, იგი სამკჳდრებელ იყო მათა, ვითარცა ეტყოდა მათ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე