ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელიანებმა ქანაანის ქვეყანაში, რაც გაუნაწილეს მათ სამკვიდროებად ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და ისრაელიანთა შტოების მამამთავრებმა.

1

და ესენი არიან, რომელთა დაიმკჳდრეს ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანა ქუეყანასა ქანანისასა, რომელ დაუმკჳდრეს ელიაზარ მღდელმან და ისო ნავესმან და მთავართა ტომთა ძეთა ისრაჱლისათა.

2 წლის ყრით ერგოთ საზღვრები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს პირით, ცხრა შტოს და ნახევარ შტოს. 2 ნაწილად-ნაწილად დაიმკჳდრეს. ვითარცა ამცნო უფალმან ჴელითა ისოჲსითა. ცხრათა ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა წიაღ იორდანითგან.
3 რადგან ორ შტოსა და ნახევარ შტოს იორდანეს გაღმა მისცა მოსემ სამკვიდრო; ხოლო ლევიანთათვის არ მიუცია სამკვიდრო ამათ შორის. 3 და ლევიტელთა არა სცა ნაწილ მათ შორის.
4 ეს იმიტომ, რომ იოსების სახლიდან ორი შტო იყო გამოსული: მენაშე და ეფრემი. არ მიუციათ ლევიანებისთვის წილი მიწაზე, არამედ მხოლოდ ქალაქები მისცეს საცხოვრებლად და მათი შემოგარენი საქონლისა და სხვა სარჩო-საბადებლისთვის. 4 რამეთუ იყვნეს ძენი იოსებისნი მანასე და ეფრემ და არა სცეს ნაწილი ქუეყანისა ლევიტელთა და ქალაქნი საყოფელად და გარემოსი მათი საცხოვართა.
5 როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ისე მოიქცნენ ისრაელიანები: დაინაწილეს ქვეყანა. 5 ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა და განიყვეს ქუეყანაჲ.
6 მივიდნენ იუდაელები იესოსთან გილგალში და უთხრა მას ქალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს ჩემზე და შენზე კადეშ-ბარნეაში. 6 და მოვიდეს ძენი იუდაჲსნი ისოჲსა გალგალს შინა და ჰრქუა მას ქალებ იეფონისმან კენეზელმან: შენ უწყი სიტყუაჲ, რომელ თქუა უფალმან მოსეს მიმართ, კაცისა ღმრთისა, ჩემთჳს და შენთჳს კადჱს ბარნჱს შინა.
7 ორმოცი წლის ვიყავი, როცა გამგზავნა მოსემ, უფლის მორჩილმა, კადეშ-ბარნეაიდან ქვეყნის დასაზვერად. მეც უზაკველად მივუტანე ამბავი. 7 რამეთუ ორმეოცის წლის ვიყავ, რაჟამს მიმავლინა მე მოსე, მონამან უფლისამან, მოხილვად ქუეყანისა.
8 ჩემმა ძმებმა, ჩემთან რომ იყვნენ წამოსულნი, გული გაუტეხეს ხალხს, მე კი ბოლომდე ვუერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს. 8 და მიუგეს მათ სიტყუაჲ გონებით თჳსით ძმათა ჩემთა, რომელ აღმოვიდეს ჩემდა და გარდაცვალეს გონებაჲ ერისაჲ. ხოლო მე შევეყავ შემდგომად უფლისა, ღმრთისა ჩემისა.
9

ასე დაიფიცა იმ დღეს მოსემ: შენი და შენი შვილების სამკვიდრო იყოს ის მიწა, სადაც შენ ფეხი დაგიდგამს, რადგან ბოლომდე უერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს.

9

და ფუცა მოსე მას დღესა შინა და თქუა: ქუეყანასა რომელსა მიხუედ, შენდად იყოს სამკჳდრებელად და შვილთა შენთა უკუნისამდე. რამეთუ შევეყავ შემდგომად უკუანა უფლისა ღმრთისა ჩემისა.

10 აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც დაპირებული იყო. ორმოცდახუთი წელი გავიდა უკვე მას მერე, რაც ეს სიტყვები უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი. ახლა კი, აჰა, ოთხმოცდახუთი წლის ვარ. 10 და აწ გამომზარდა მე უფალმან, ვითარცა თქუა ესე, მეორმეოცდამეხუთე წელი არს, ვინათგან თქუა უფალმან ღმერთმან სიტყუაჲ ესე მოსეს მიმართ და ვიდოდა ისრაჱლი უდაბნოსა ზედა და აწ, აჰა, ესერა, მე დღეს ოთხმეოცდახუთ წლის ვარღა, დღეს მიძლავს.
11 ჯერაც ისეთივე მაგარი ვარ, როგორც მაშინ, მოსე რომ მაგზავნიდა. რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს საბრძოლველად და მისასვლელ-მოსასვლელად. 11 ვითარცა რაჟამს წარმავლინა მოსე, ეგრეთვე მიძლავს აწ განსლვად და შესლვად ბრძოლად.
12 ახლა მომეცი ის მთა, რომელზეც უფალი ლაპარაკობდა იმ დღეს, რადგან შენ გაგებული გქონდა იმ დღეს, რომ ყანაკები იყვნენ იქ და დიდი ციხე-ქალაქები ეჭირათ. იქნებ უფალი შემეწიოს და ავყარო ისინი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. 12 და აწ გთხოვ შენ მთასა ამას, ვითარცა თქუა უფალმან მას დღესა, რამეთუ შენ გესმა სიტყუაჲ ესე მას დღესა შინა. აწ, ესერა, აკიმელნი მუნ არიან ქალაქნი. ძნელნი და დიდნი, უკუეთუ უფალი იყოს ჩემ თანა, მოვსრნე იგინი,
13 აკურთხა ქალებ იეფუნეს ძე იესომ და მისცა მას სამკვიდროდ ხებრონი. 13 ვითარცა მრქუა მე ისო. და მისცა ქებრონი ქალებს, ძესა იეფონჱსა, კენეზიელსა სამკჳდრებელად.
14 ამიტომ არის ქალებ იეფუნეს ძის, კენიზელის სამკვდრო ხებრონი დღევანდლამდე, რადგან ბოლომდე უერთგულა მან უფალს, ისრაელის ღმერთს. 14 ამისთჳს იქმნა ქებრონი იეფონეს კენეზელისა სამჳდრებელად მოდღენდელად დღედმდე. რამეთუ იგი შეუდგა ბრძანებასა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.
15 უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა; დიდი კაცი იყო იგი ყანაკებში. დაისვენა ქვეყანამ ბრძოლებისგან. 15 ხოლო სახელი ქებრონისი იყო პირველად არაბოკ ქალაქი, დედაქალაქი არანაკიმელთაჲ ესე, და ქუეყანაჲ დასცხრა ბრძოლისაგან.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე