ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

წილად ხვდა იუდაელთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით: ედომის საზღვართან ცინის უდაბნო, სამხრეთით, თემანის ბოლოში.

1

და იყვნეს საზღვარნი ნათესავისანი ძეთა იუდაჲსთანი ტომად-ტომად მათა საზღვართაგან იუდაჲსთა უდაბნოჲთგან სინით ვიდრე კადედმდე, ბღუარით კერძო.

2 სამხრეთის საზღვრად ჰქონდათ - მარილოვანი ზღვის კიდიდან, ყერიდან სამხრეთის მიმართულებით. 2 და იყვნეს საზღვარნი მათნი ბღუარით კერძო ვიდრე ზღუად კერძო მარილოვნად, ცხჳრითგან, რომელ მიიწევის ბღუარით კერძო მისსა და განვალს აკრამბი და გარემოვალს სეენასა და აღვალს ბღუარით კადედ ბარნედ.
3 გადის სამხრეთით ყაკრაბიმის ზეგანისკენ: გაივლის ცინს, სამხრეთის მხრიდან ადის კადეშ-ბარნეასკენ, გაივლის ხეცრონს, ადის ადარასკენ და უხვევს კარ-კაყასთან, 3 და განვალს სოროდმდე, და აღიწევის ადდარად და გარემოვალს დასავალით კადესა,
4 გაივლის ყაცმონს და გადის ეგვიპტის ხევზე, ზღვამდე აღწევს საზღვარი. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრამდე. 4 და მივალს ასემონად კერძო და განვარდების პირსა ზედა ეგჳპტისასა, და იყოს მისი განსავალი ზღუად კერძო, ესე არს საზღუარი მათი ბღუარით.
5 აღმოსავლეთის საზღვარი მარილოვანი ზღვაა, იორდანეს შესართავამდე; ჩრდილოეთის საზღვარი - ზღვის ყურიდან, იორდანეს შესართავიდან. 5 და საზღუარნი მათნი აღმოსავალითნი: ყოველი ზღუაჲ მარილოვანი იორდანედმდე და საზღვარნი ჩრდილოჲთ კერძონი ცხჳრითგან ზღჳსაჲთ და ერთკერძო იორდანითგან.
6 ადის საზღვარი ბეთ-ხოგლასკენ, გაივლის ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყარაბას, ადის საზღვარი რეუბენის ძის, ბოჰანის ქვასთან. 6 მიიწევიან საზღვარნი ბეთაგლად კერძო და გარეწარვალს ჩრდილოჲთ კერძო ბეთარაბად კერძო. და აღჰმართებს საზღვარი ქვად კერძო ბჳონისა ძისა რუბენისა.
7 ადის საზღვარი დაბირისკენ; ყაქორის ველიდან ჩრდილოეთით უხვევს გილგალისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის, ხევის სამხრეთით; გაივლის საზღვარი ყენ-შემეშის წყლებთან და მთავრდება ყენ-როგელთან. 7 და აღვალს საზღვარი მეოთხესა ოდენ ნაწილსა ჴევისა აქორისასა და შთავალს გალგალდ კერძო, რომელ არს მართლ გამოსავალსა ადომისასა, რომელ არს ბღუარით კერძო ჴევსა და განიწევის წყლად კერძო წყაროჲსა ლელიუსად, და იყოს გამოსავალად მისა წყაროჲ ჰრუგელისაჲ.
8 ადის საზღვარი ჰინომიანთა ველზე იებუსის, ანე იერუსალიმის, სამხრეთით, ადის საზღვარი მთის თხემზე, ჰიმონის ველის ზემოთ რომ არის დასავლეთიი, რეფაიმთა ველის კიდეზე, ჩრდილოეთით. 8 და აღვალს საზღვარი ჴევსა ენომისასა იებულსთად, ესე არს იერუსალჱმი, და განვლენ საზღვარნი თხემით კერძო მთისად, რომელ არს პირით კერძო ჴევსა ენომისა ზღუად მიმართ, რომელ არს ერთკერძო ქუეყანასა ჰრაფაინისასა ჩრდილოჲთ კერძო.
9 მთის თხემიდან უხვევს ნეფთოახის წყაროსთან, მიდის ყეფრონის მთების ქალაქებისკენ და უხვევს საზღვარი ბაყალასკენ, ანუ კირიათ-იეყარიმისკენ. 9 და განვალს საზღვარი თავისაგან მთათასა წყაროსა ზედა წყლისა აფთოჲსასა და განვლენ საზღვარნი ეფრონისნი, და განაწიოს საზღვარი ბალად (ესე არს ქალაქი იარიმი).
10 უხვევს საზღვარი ბაყალადან დასავლეთით სეყირის მთამდე, გასდევს იეყარიმის მთის ჩრდილოეთ კალთებს, ანუ ქესალონს, ეშვება ბეთ-შემეშისკენ და გადის თიმნაზე. 10 და მი-გარე-ვლოს საზღვარმან ბაალით ზღუად კერძო მთასა სეირასა, და გარეწარვლოს ზურგით კერძო ქალაქი იარიმი ჩრდილოჲთ კერძო (ესე არს ქასალონი) და შთავიდეს მზისქალაქად კერძო და გარეწარვლოს ბღუარით კერძო.
11

მისდევს საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, უხვევს საზღვარი მიქრონისკენ, გადის ბაყალას მთაზე და აღწევს იაბნიელს. წყდება საზღვარი ზღვასთან.

11

და მიაწიოს საზღვარი ზურგით აკარონსა ჩრდილოჲთ კერძო, და მიაწინეს საზღვარნი საქქარონადმდე და თანაწარვლოს მთაჲ ქუეყანისა ბაალისაჲ. და მიაწიოს იაბნეამდე და იყოს გარემოსავალი საზღვართა ზღუად კერძო

12 დასავლეთის საზღვარი არის დიდი ზღვა, ეს არის იუდაელთა საზღვარი ირგვლივ, საგვარეულოების მიხედვით. 12 და საზღუარნი მათნი ზღჳთგან, ზღუაჲ დიდი ეზღუანვის. ესე საზღუარი ძეთა იუდაჲსთანი გარემოჲს ტომად-ტომად მათა.
13 ქალებ იეფუნეს ძეს ძისცა იესომ სამკვიდრო იუდაელთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის: ყანაკის მამისეული კირიათ-არბაყი, ანე ხებრონი. 13 და ქალებს, ძესა იეფონესსა, მისცა ნაწილი შორის ძეთა იუდაჲსთა ბრძანებითა ღმრთისაჲთა და მისცა ისო მას ქალაქი ერბოკი, დედაქალაქი ენანისი (ესე არს ქებრონი).
14 აჰყარა იქიდან ქალებმა ყანაკის სამი ნაშიერ: შეშაი, ახიმანი და თალმაი - ყანაკის ნაშობნი. 14 და აღჴოცნა მიერ ქალებ, ემან იეფონჱმან, სამნი იგი ძენი ენანისნი: სური და თოლმა და აქიმან.
15 იქიდან დაბირელებისკენ გაემართა; უწინ დაბირს კირიათ-სეფერი ერქვა. 15 და აღვიდა მიერ ქალებ მკჳდრთა ზედა დაბირისათა. და სახელი დაბირისაჲ პირველად იყო ქალაქი მწიგნობართაჲ.
16 თქვა ქალებმა: ვინც დაამარცხებს და აიღებს კირიათ-სეფერს, ცოლად მიმიცია მისთვის ჩემი ასული ყაქსა. 16 და თქუა ქალებ: რომელმან დაიპყრას ქალაქი მწიგნობართაჲ და ეუფლოს მას, და მივსცე მას ასქანა, ასული ჩემი, ცოლად.
17 ღოთენიელმა, ქალების ძმის კენაზის ძემ, აიღო ქალაქი და ქალებმა ცოლად მისცა მას თავისი ასული ყაქსა. 17 და დაიპყრა იგი გოთონიელ, ძემან კენეზისმან, ძმამან ქალებისმან უმრწემესმან. და მისცა მას ასქანა, ასული თჳსი, ცოლად.
18 ვიდრე შინ გაემგზავრებოდნენ, ცოლმა დაარიგა ღოთენიელი და თავისი მამისგან მიწა გამოათხოვინა. თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ქალებმა ჰკითხა, რა გინდაო, 18 და იყო, შესლვასა მისსა, აზრახა მას და ჰრქუა: უთხოვო მამასა ჩემსა აგარაკი. და ჴმა-ყო კარაულით და ჰრქუა მას ქალებ: რაჲ არს შენდა?
19 მიუგო: მომეცი კურთხევა: რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევებიც მომეცი. და მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები. 19 და ჰრქუა მას: მეც მე კურთხეული, რამეთუ ქუეყანად ნაგებდ მიმცემ მე. მომეც მე გოლადმაიმი. და მისცა მას ქალებ გოლათი ზენაჲ და გოლათი ქუეყანაჲ.
20 ეს არის იუდაელთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით. 20 ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა იუდასთაჲ ტომად-ტომად მათა.
21

აი, რომელი ქალაქები იყო იუდაელთა შტოს კიდეზე, ედომის საზღვართან, სამხრეთით: კაბციელი, ყედერი და იაგური.

21 და იწყო ქალაქები მათი ქალაქი პირველი ნათესავისა ძეთა იუდასთაჲ საზღვართა ზედა ედომისა უდაბნოსა ზედა: კაბსეელი, და ედრაინი და იაგონირი,
22 კინა, დიმონა და ყადყადა, 22 და კინაჲ, და დიმონაჲ, და ადადაჲ,
23 კედეში, ხაცორი და ითნანი; 23 და კედე და იონან,
24 ზიფი, ტელემი და ბაყალოთი; 24

სიფი, და ხელემი, და ბალოთი,

25 ხაცორ-ხადათა, კირიოთი, ხეცრონი, ანუ ხაცორი; 25 და ქალაქი ესერონი (და [ესე] არს ასური),
26 ამამი, შემაყი და მოლადა; 26 და ამამი, და სამააჲ, და მოლადაჲ,
27 ხაცარ-გადა, ხეშმონი და ბეთ-ფალეტი; 27 და სერგადაჲ, და ბეთფალეთი,
28 ხაცარ-შუყალი, ბეერ-შებაყი და ბიზიოთია; 28 და ასარსუდაჲ, და ბერსაბე, და ბერსაბე და დაბნები მათი. და ვანები მათი,
29 ბაყალა, ყიიმი და ყაცემი; 29 ბაალი, და ევიმი, და ასემი,
30 ელთოლადი, ქესილი და ხორმა; 30 და ესთლადი, და ქესილილი, და ერმაი,
31 ციკლაგი, მადმანა და სანსანა; 31 და სიკილენი, და მედებენაჲ, და სანსანაჲ.
32 ლებაოთი, შილხიმი, ყაინი, რიმონი. სულ ოცდაცხრა ქალაქი თავისი დაბებითურთ. 32 და ლაბოთი, და სელემი, და რემონი. ქალაქები ოცდაცხრა და დაბნები მათი:
33 ბარში: ეშთაოლი, ცორყა და აშნა; 33 ველსა ზედა ესთაორისასა: და სარააჲ, და ასნაჲ.
34 ზანოახი, ყენ-განიმი, თაფუახი და ჰაყენამი; 34 და ილრამენი, და ზანაჲ, და ადიათაიმი,
35 იარმუთი, ყადულამი, სოქო და ყაზეკა; 35 და იერიმოთი, და ოდოლამი, და ნემრაჲ, და სოქოჲ, და აზექაჲ,
36

შაყარაიმი, ყადითაიმი, ჰაგედერა, გედეროთაიმი - თოთხმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

36 და სარგარიმი, და გადერაჲ და აჳანბიმისი, ქალაქები ათორმეტი და დაბნები მათი.
37 ცენანი, ხადაშა და მიგდალ-გადი; 37 სენნანი, და ადასაჲ, და მაგდალგადი,
38 დილყანი, ჰამიცფე და იოკთელი; 38 და ლაანი, და მასფაჲ, და იექთაელი,
39 ლაქიში, ბაცკათი და ყეგლონი; 39 და ლაქისი, და ბაზკათაჲ, და აგლომი,
40 ქაბონი, ლახმასი და ქითლიში; 40 და ქაბბაჲ, და ლამისი, და ქათლოსი,
41 გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაყამა, მაკედა - თექვსმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ. 41

და გადეროთი, და ბეთდაგონი, და ნომქაჲ და მაკადჱ, ქალაქები ათექუსმეტი და დაბნები მათი.

42 ლიბნა, ყეთერი და ყაშანი; 42 ლუბნაჲ და ათერი,
43 იფთახი, აშნა და ნეციბი; 43 და იეფთაჲ, და ასენნაჲ, და ნესები, და კაილაჲ, და აქზიფი, და მარესაჲ, და ელომი, ქალაქები ცხრა და დაბნები მათი.
44 კეყილა, აქზიბი და მარეშა - ცხრა ქალაქი თავისი დაბებითურთ; 44  
45 ყეკრონი თავისი სოფლებითა და დაბებითურთ. 45 აკკარონი და დაბნები მისი,
46 ყეკრონიდან ზღვისკენ ყველაფერი, რაც აშდოდს და მის სოფლებს ესაზღვრება. 46 და აკარონითგან იემნაჲ და ყოველნი, რავდენნიცა არიან მახლობელად ასდოდსა და დაბნებსა მათსა: ასდოდი და დაბნები მისი.
47 აშდოდი თავისი დაბებითა და სოფლებითურთ, ღაზა თავისი სოფლებითა და დაბებითურთ ეგვიპტის ხევამდე. საზღვარი დიდი ზღვაა. 47 და ვანები მისი მიჴევადმდე ეგჳპტისა. და დიდი ზღუაჲ განსაზღურებს.
48 მთაზე: შამირი, იათირი და სოქო; 48 და მთათა საფარისათა, და იეთერი და სოქოი.
49 დანა, კირიათ-სანა, ანუ დაბირი; 49 და აჰრენა ქალაქი მწიგნობართა (ესე არს დაბირი).
50 ყანაბი, ეშთემო და ყანიმი; 50 და ანობი, და ესთემონი, და იამინი.
51 გოშენი, ხოლონი და გილო - თერთმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ. 51 და გოსომი, და ქილუჵნი, და გელონი, ქალაქები ათერთმეტი და დაბნები მათი.
52 არაბი, დუმა და ეშყანი; 52 ებერი, და ესანი, და რუმაჲ,
53

იანუმი, ბეთ-თაფუახი და აფეკა;

53 და იანუმი, და ბეთთააფუეაჲ, და აფაკაჲ,
54 ხუმტა, კირიათ-არბაყი ანუ ხებრონი და ციყორი - ცხრა ქალაქი თავისი დაბებითურთ. 54 და ქამმატაჲ, და ქალაქები არბოჲ. (ესე არს ქებრონი) და სიორი, და ქალაქები ცხრაჲ და დაბნები მათი.
55 მაყონი, ქარმელი, ზიფი და იუტა; 55

და ჵნი, და ქერმელი, და ზიფი: და ეტტაჲ,

56 იზრეყელი, იოკდეყამი და ზანოახი; 56 და იეზრაელი, და იეკდაამი, და ზანო,
57 ჰაკაინი, გიბყა და თიმნა - ათი ქალაქი თავისი დაბებითურთ. 57 ეკიმი, და გაბაჲ, ქალაქები ცხრაჲ და დაბნები მათი.
58 ხალხული, ბეთ-ცური და გედორი; 58 ალული, და ბეთსური, და გედორი,
59 მაყარათი, ბეთ-ყანოთი და ელთეკონი - ექვსი ქალაქი თავისი დაბებითურთ. 59 და მაროთი, და ბეთნოთი, და ეზთეკენი, ქალაქები ექუსი და დაბნები მათი. თეკჱ, და ეფრათაჲ, (ესე არს ბეთლემი), და ფაგორი, და ეტამი, და კოლონი, და ტატამი, და სურესი, და კარიმი, და გალლიმი, და ბბეთერი, და მონოქოჲ, ქალაქები ათერთმეტი და დაბნები მათი.
60 კირიათ-ბაყალი, ანუ კირიათ იეყარიმი და ჰარაბა - ორი ქალაქი თავისი დაბებითურთ. 60 კარიათბაალი (ესე არს ქალაქი იარიმისი) და რებაჲ, ქალაქნი ორნი და დაბნები მათი და ვანები მათი.
61 უდაბნოში: ბეთ-ჰაყარაბა, მიდინი და სექაქა; 61 და ბდარბისი, და ბეთარაბოჲ, და მადნი, და სოქოზაჲ.
62 ჰანიბშანი, ყირ-ჰამალახი, ყენ-გადი - ექვსი ქალაქი თავისი დაბებითურთ. 62 და ნებსანი, და ქალაქნი მათილთანი, და ენგადი, ქალაქები შჳდნი და დაბნები მათი.
63 იებუსეველები, იერუსალიმის მკვადრნი, ვერ აჰყარეს იუდაელებმა და დღემდე ცხოვრობენ იებუსეველები იერუსალიმში. 63 და იებოსელი დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს. და ვერ შეუძლეს ძეთა იუდასთა ბრძოლად მათა, დაეშენნეს იებოსელნი მიმუნდღედმდე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე