ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შეიყარა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში და დადგეს იქ სადღესასწაულო კარავი. მათ წინაშე დამორჩილებული იყო ქვეყანა.

1

და განკრბა ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა სელომდ. და აღდგეს მუნ კარავი საწამებელისაჲ და ქუეყანაჲ დაიპყრა მათგან.

2 შვიდი შტო დარჩა ისრაელიანებში, რომელთაც არ ჰქონდათ გამოყოფილი სამკვიდრო. 2 და დაშთეს ძენი ისრაჱლისანი, რომელთა არღა დაემკჳდრა შჳდნი ნათესავნი.
3 უთხრა იესომ ისრაელიანებს: რას უცდით, რატომ არ მიდიხართ იმ მიწის დასასაკუთრებლად, უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა რომ მოგცათ? 3 და ჰრქუა მათ ისო: ვიდრემდის აჰხუმიდეთ დამკჳდრებად ქუეყანისა, რომელ მიგცა თქუენ უფალმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან.
4 თითო შტოდან სამ-სამი კაცი ამოირჩიეთ და მე გავგზავნი მათ. ადგნენ და მოიარონ ქვეყანა, აღწერონ იგი სამკვიდროების მიხედვით და დაბრუნდნენ ჩემთან. 4 მომცენით მე თქუენნი სამნი კაცნი ნათესავისაგან და წარვავლინნე იგინი. და აღდგენ და მოვლონ ქუეყანაჲ და აღწერედ იგი წინაშე ჩემსა, ვითარცა ჯერ-არს განყოფაჲ მისი.
5 შვიდ ნაწილად დაინაწილეთ; იუდა თავის საზღვარში დარჩეს სამხრეთით; იოსების სახლიც დარჩეს საზღვარში ჩრდილოეთით. 5 და მოვიდეს მისსა და განუყვეს მათ შჳდად ნაწილად იუდაჲ. დადგეს საზღვრად მათა ბღუარით კერძო. და ძენი იოსებისნი დადგეს საზღვართა ზედა მათთა, ჩრდილოჲთ კერძო.
6 აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად და აქ მომახსენეთ. მე გიყრით წილს აქ, უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე. 6 ხოლო თქუენ განიყავთ ქუეყანა იგი თქუენდად შჳდად ნაწილად და მომართჳთ მე აქა. და გამოგცე თქუენ ნაწილი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
7 ლევიანებს არ ექნებათ წილი თქვენს შორის, რადგან უფლის მღვდლობაა მათი სამკვიდრო. ხოლო გადმა, რეუბენმა და მენაშეს შტოს ნახევარმა მიიღეს თავ-თავისი სამკვიდროები იორდანეს გაღმა აღმოსავლეთით. როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა. 7 რამეთუ არა არს ნაწილი ძეთა ლევისთა თქუენ შორის. და მღდელობაჲ უფლისა ნაწილად მათა არს: და გად და რუბენ და ზოგმან ნათესავმან ძეთა მანასესთამან მიიღეს სამკჳდრებელი მათი წიაღ იორდანესა. აღმოსავალით, რომელ მისცა მათ მოსე, მონამან უფლისამან.
8 ადგა და წავიდა ხალხი. ასე დაარიგა იესომ ქვეყნის აღსაწერად მიმავალნი: წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი და დაბრუნდით ჩემთან. ხოლო მე აქ წილს გიყრით თქვენ უფლის წინაშე, სილოამში. 8 და აღდგეს კაცნი იგი და წარვიდეს. და ამცნო ისო, რომელნი-იგი წარვიდეს განზომად ქუეყანისა მის და ჰრქუა: წარვედით და განზომეთ ქუეყანაჲ და მოვედით ჩემდა აქა და მოგცე თქუენ სამკჳდრებელი წინაშე უფლისა სელომს შინა.
9 წავიდა ხალხი, მოიარა ქვეყანა, ჩაწერა იგი წიგნში ქალაქების მიხედვით შვიდ ნაწილად და დაბრუნდა იესოსთან სილოამის ბანაკში. 9 და წარვიდეს, და განზომეს ქუეყანაჲ და იხილეს იგი და აღწერეს ქალაქად-ქალაქად შჳდად ნაწილად წიგნსა და მოართუეს ისოს სელომდ.
10 უყარა მათ იესომ წილი სილოამში, უფლის წინაშე, და დაუნაწილა იქ იესომ ქვეყანა ისრაელიანებს ნაკვეთებად. 10 და შთაუთხინა მათ ისო წილნი სელომს წინაშე უფლისა.
11

ეყარა წილი ბენიამინის შტოს მისი საგვარეულოების მიხედვით: წილად ხვდა საზღვარი იუდაელთა და იოსებიანთა შორის.

11

და აღმოუჴდა წილი ნათესავსა ბენიამენისსა პირველად ტომად-ტომად მათა. და აღმოუჴდა საზღვარი ნაწილისა მათისა საშუვალ იუდაჲსა და საშუვალ ძენი იოსებისნი.

12 იორდანედან იწყება მათი ჩრდილოეთის საზღვარი, ადის საზღვარი იერიხონისკენ ჩრდილოეთით, მიუყვება მთას დასავლეთისკენ და წყდება ბეთ-ავენის უდაბნოში. 12 და იყვნეს საზღვარნი მათნი ჩრდილოჲთ კერძო იორდანით. და აღვიდეს საზღვარნი ზურგით იერიქოჲსა ჩრდილოჲთ კერძო და აღვიდეს მთასა ზღუად კერძო. და იყოს გამოსავალი მისი მადბარიტის ბეთავნი.
13 აქედან ლუზისკენ, ლუზის ანუ ბეთელის, სამხრეთით გადის საზღვარი და ეშვება საზღვარი ყატაროთადარისკენ, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით არის. 13 და განვიდეს მიერ საზღვართა ლუზასათა ზურგით კერძო ლუზასა ბღუარით (ესე არს ბეთელი).
14 უხვევს საზღვარი და მიემართება დასავლეთისკენ მთის სამხრეთ კალთებზე, ბეთ-ხორონის გასწვრივ რომ არის სამხრეთით, და წყდება კირიათ-ბაყალთან ანუ კირიათ-იეყარიმთან, იუდაელთა ქალაქთან. ეს დასავლეთი მხარეა. 14 და შთავიდეს საზღვარნი ატაროთით ადარდ მთად კერძო, რომელ არს ბღუარით კერძო ბეთორონი ქუეყანაჲ. და განვლნეს საზღვარნი და გარეწარვიდეს ერთკერძო, რომელ მიაქცევს ზღუად კერძო ბღუარით კერძო მთისა პირთა ბეთორონ ლიბანსა. და იყოს გამოსავალი მისი კარითბაალდ (ესე არს კარითიმი, ქალაქი ძეთა იუდაჲსთა), ესე არს ნაწილი ზღჳთ კერძო.
15 სამხრეთი მხარე იწყება კირიათ-იეყარიმის ბოლოდან და მიემართება საზღვარი დასავლეთისკენ და აღწევს ნეფთოახის წყაროებამდე. 15 და ნაწილი ბღუარით კერძო ნაწილად კარიათბაალით. და განვიდეს საზღვარნი გაიდდ წყაროსა ზედა წყლისასა ნაფთოჲსასა.
16 ეშვება საზღვარი მთის ბოლოსაკენ, ჰინომის ძეთა ვაკის გასწვრივ რომ არის, რეფაიმების ველზე ჩრდილოეთით, და ეშვება ჰინომის ვაკეზე იებუსელის სამხრეთით, და ისევ ეშვება ყენ-როგელამდე. 16 და შთავიდეს საზღვარნი ზოგსა ზედა მთისასა, რომელ არს პირით კერძო მაღნარსა ძისა ენუმისთა, რომელ არს ერთკერძო ემეკრაფაინსა: ჩრდილო და შთავიდეს გეონომდ, ზურგით კერძო იებუსისსა, ბღუარით კერძო და შთავიდეს წყაროსა ჰრუგელისასა.
17 უხვევს ჩრდილოეთიდან და გამოდის ყენ-შემეშში, მიდის გელილოთისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის, და ეშვება რეუბენის ძის, ბოჰანის, ქვასთან. 17 და განვიდეს წყაროსა ზედა სამოჲსასა.
18 ჩრდილოეთის მხრიდან მოუვლის ყარაბას და ეშვება ყარაბაში. 18 და განვიდეს გალილოთად, რომელ არს მართლ აღსავალსა ედომისასა, და შთავიდეს ქვად კერძო ბეან ძისა რუბენისსა და განვიდეს ზურგით ბეთაბრა ჩრდილოჲთ კერძო.
19 გადის საზღვარი ბეთ-ხოგლასთან ჩრდილოეთით და წყდება საზღვარი მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ ყურესთან, იორდანეს სამხრეთ ბოლოსთან. ეს არის სამხრეთი საზღვარი. 19 და შთავიდეს ზურგით კერძო ბეთაგლად, ჩრდილოჲთ კერძო. და იყო საზღვარი გამოსავალთაჲ ცხჳრად კერძო ზღუად მარილოვნისა ჩრდილოჲთ ნაწილსა იორდანისასა,
20

იორდანე აღმოსავლეთის საზღვრავს. ეს არის ბენიამინის სამკვიდრო გარეშემო საზღვრებითურთ, მათი საგვარეულოების მიხედვით.

20 ბღუარით კერძო. ესე საზღვარნი ბღუარით კერძონი და იორდანე ეზღუანვის ნაწილითგან აღმოსავალით, ესე არს სამკჳდრებელი ძეთა ბენიამენისთა, საზღვარნი მისნი გარემო ტომად-ტომად მათა.
21 ბენიამინის შთამომავალთა ქალაქები მათი საგვარეულოების მიხედვით იყო: იერიხონი, ბეთ-ხოგლა და ყემეკ-კელიცი; 21 და იყვნეს ქალაქნი ძეთა ბენიამენისთა ტომად-ტომად მათა: იერიქოჲ,
22 ბეთ-ჰაყარაბა, ცემარაიმი და ბეთ-ელი; 22

და ბეთაგლაჲ, და ამეკანი, და თარაბაჲ, და სემბრიმი, და ბეთელი,

23 ჰაყავიმი, ჰაფარა და ყოფრა; 23 და აჳმმი, და აფარი,
24 ქეფარ-ყამონაი, ყოფნი და გაბა - თორმეტი ქალაქი მათი დაბებითურთ. 24 და ეკრენი, და კაფერამ მისი, და გაბაჲ, და ქალაქები ათორმეტი და დაბნები მათი.
25 გაბაონი, რამა და ბეეროთი; 25 გაბაონი, და ჰრამაჲ, და ბეროთი.
26 მიცფე, ქეფირა და მოცა; 26 და მასფაჲ, და კეფირაჲ, და ამოსაჲ.
27 რეფემი, ირფეელი და თარალა; 27 და რეკიმი, და იერფაელი, და თარალაჲ.
28 ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი - თორმეტი ქალაქი მათი დაბებითურთ. ეს არის ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით. 28 და სჱ, და ლიფი, და იებუსი (და ესე არს იერუსალჱმი) და გაათი, და ქალაქი იარემი, და ქალაქები ათცამეტი და დაბნები მათი. ესე არს სამკჳდრებელი ძეთა ბენიამენისთა: ტომად-ტომად მათა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე