ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი მეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი უთანხმოებაში.

1

უმჯობეს არს ლუკმა ერთი ტკბილი სიმშვიდით უფროს, ვიდრეღა სახლსა სავსესა სანოვაგეთა, და შფოთითა.

2 გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელმწიფებს და ძმებს შორის წილს დაიმკვიდრებს. 2 მონა ბრძენი დაიპყრობს უფალსა უგულისხმოსა და, ვითარცა ძმანი, მიიღებნ ნაწილთა.
3 ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა - ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია. 3 ვითარცა გამოსცადნის ვეცხლი და ოქრო ბრძმედმან, ეგრეთვე იცნის ღმერთმან გულნი კაცთანი.
4 ბოროტი კაცი ავ ბაგეებს უსმენს, ცრუ კაცი უკეთურ ენას უგდებს ყურს. 4 ძჳრი მორჩილ არს ენისა ცრუჲსა, ხოლო მართალი არა მიხედავს ბაგეთა მტყუართა.
5 ვინც საპყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს; ვინც უბედურებაზე იცინის, სასჯელს ვერ გადაურჩება. 5 რომელმან განკიცხოს გლახაკი, განარისხებს შემოქმედსა მისსა, ხოლო, რომელი იხარებდეს შეჭირვებასა ზედა სხვისასა, მას მიუვლინოს ღმერთმან.
6 მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია. 6 გვირგვინი მოხუცებულისა არს შვილისშვილი; ხოლო ქება შვილთა მამა მათი. მორწმუნეთათვის ქვეყანა უნჯ არს, ხოლო ურწმუნოთათვის არცაღა ფოლი ერთი.
7 უგვანს არ მოსდევს რჩეული სიტყვები, როგორც კეთილშობილს ყალბი სიტყვები. 7 არა შვენის უგუნურსა ბაგენი მართალი და არცა მართალსა ბაგენი ცრუნი.
8 ჯადოსნური თვალია ქრთამი მისი გამღების თვალში; საითაც არ უნდა მიბრუნდეს, წარმატება ექნება. 8 უსასყიდლო მადლი არს წურთილება და, რომელნი ვლენან მაზედ, წარემართოს.
9 დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულის მძებნელია, ამბის შემხსენებელი კი მეგობარს იშორებს. 9 რომელმან დაფაროს ბოროტი სხვისა, განამრავლებს მეგობრობასა, ხოლო, რომელმან განაცხადოს, დაჴსნის მშვიდობასა.
10 გონიერზე დატუქსვა უფრო სჭრის, ვიდრე უმეცარზე ასი დარტყმა. 10 ტუქსვამან შემუსრის გულნი ბრძენთანი, ხოლო უგულისხმონი პატიჟმან ვერ მოაქცივნის.
11 უკეთური მხოლოდ შფოთს დაეძებს, ამიტომ მის წინააღმდეგ სასტიკი ანგელოზი გაიგზავნება. 11 მჴდომმან აღადგინნის ყოველი ბოროტი და უფალმან მოუვლინის ანგელოზი უწყალო.
12 უმჯობესია კაცს ბელებწაგვრილი დათვი შეეჩეხოს, ვინემ სულელი თავისი სიბრიყვით. 12 ზრუნვა კაცისა ბრძნისა მოიგებს კეთილსა, ხოლო უგუნური იგონებს ბოროტსა.
13 სიკეთის წილ ბოროტის მიმგებს სახლში უბედურება არ გამოელევა. 13 რომელმან ყოს კეთილისათვის ბოროტი, არ მოაკლდეს სახლსა მისსა ძვირი.
14 დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა. 14 რომელმან მიუშვას წყალი დინებად, დამწყებელი არს შფოთისა, ხოლო პირველ გონებისა პყრობადმდე ბრძანებანი ლტოლვილ იქმნეს.
15

ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორთავე სიბილწეა უფლის წინაშე.

15

რომელმან შერაცხოს კეთილი ბოროტად და ბოროტი კეთილად, ორნივე საძაგელ იყოს წინაშე უფლისა.

16 ამ ფულს რა უნდა უმეცრის ხელში? სიბრძნის შესაძენად ხომ ჭკუა არა აქვს? 16 რა სარგებელ არს უგუნურთათვის საუნჯე ფრიადი, ვინათგან ვერა მიჴდეს სიბრძნესა მცირესა.
17 მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება. 17 ძმანი ჭირსა შინა საჴმარ არიან, ამისთჳსცა იშვნიან.
18 უჭკუო კაცი პირობას დებს და თავის თვისტომს თავდებად უდგება. 18 კაცი უგუნური ტყუელავნ და მოსცხრებინ თავისა თჳსისა, რაჟამს თავს-იდებნ თავს-დებასა თჳსთა მეგობართასა,
19 ცოდვის მოყვარულს შუღლი უყვარს, ხოლო საკუთარი კარის მაღლა ამწევი დაღუპვას ეძებს. 19 ხოლო ცოდვისმოყუარესა უხარინ ლალვაჲ,
20 გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში ჩავარდება. 20 ხოლო გულფიცხელი არა შეემთხჳოს კეთილსა; კაცი, რომელი გარდაიქცეოდის ენითა თჳსითა, შევარდეს იგი ძჳრსა.
21 ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს. 21 გული უგუნურთა სალმობაჲ მომგებელისა თჳსისაჲ; არა იხარებნ მამაჲ ძესა ზედა უსწავლელსა; ხოლო შვილმან ბრძენმან მხიარულ-ყვის დედაჲ თჳსი.
22 მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს. 22 გულმან მხიარულმან კეთილ და ბრწყინვალე ქმნის, ხოლო კაცისა მწუხარისაგან ჴმებიან ძუალნი.
23 ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები გაამრუდოს. 23 რომელი მიიღებდეს ქრთამსა წიაღთა სიცრუვით, არა წარემართნენ მას გზანი, რამეთუ გარდაჰგულარძნის გზანი სიმართლისანი.
24 გონიერი კაცი სიბრძნის პირისპირ დგას, ბრიყვის თვალები კი ქვეყნის ბოლოს აწყდება. 24 პირი კაცისა გულისჴმის-მყოფელისა ბრძენ, ხოლო თუალნი უგუნურთანი კიდეთა ქუეყანისათა.
25 ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი. 25  
26 არ არის კარგი ალალმართლის დასჯა და კეთილშობილთა ცემა სიმართლისთვის. 26 ზღუევაჲ კაცისა მართლისა არა კეთილ არს, არცა ღირს ძჳრისხრახვაჲ ძლიერთა მართალთათჳს.
27 მცოდნე კაცი სიტყვაძუნწია და გონების კაცი დიდსულოვანია. 27 რომელი ერიდებოდის სიტყუასა ფიცხელსა წარმოღებად, იგი გონიერ არს და სულგრძელ კაცი ბრძენ.
28 მდუმარე სულელიც კი ბრძნად ითვლება, ხოლო პირმოკუმული - ჭკვიანად. 28 ჰკითხეს რაჲმე უგუნურსა სიბრძნე, სიბრძნედ შეირაცხის, რამეთუ გონებაჲ მოკჳრნედ თავი თჳსი ყო და ჰგონია, ვითარმედ ბრძენ არს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე