ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა:

1

მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:

2 განა ბევრ სიტყვას პასუხი არ გაეცემა? განა მჭევრმეტყველება კაცს ამართლებს? 2 რომელი მრავალსა იტყჳნ, მან კუალადცა ისმინისვე სიტყუაჲ. ანუ კეთილად მეტყუელი იგი ჰგონებნმე, ვითარმედ მართალ იყოს?
3 შენი ფუჭსიტყვაობა ჩააჩუმებს ადამიანებს? დაცინვას მოჰყვები და არავინ იქნება შემარცხვენელი? 3 კურთხეულ არს ნაშობი დედათა მცირედ ცხორებული, ნუ ფრიად სიტყუასა შინა ხარ, რამეთუ არავინ არს სიტყჳს-მგებელ შენდა.
4 შენ ამბობ, მართლად განვსჯიო და სუფთა ვართო მის თვალში. 4 ნუ ეგრე იტყჳ, ვითარმედ წმიდაჲ ვარ მე საქმითა და უბრალოჲ წინაშე უფლისა,
5 ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენს მიმართ! 5 არამედ ვითარძი უფალი იტყოდის შენდამი და აღახუნეს ბაგენი მისნი შენ თანა.
6 გაგიცხადებდა სიბრძნის საიდუმლოებებს, რადგან ორგემაგეა სიბრძნე. იცოდე, რომ დაივიწყა ღმერთმა ზოგიერთი შენი შეცოდება. 6 მაშინ გეთხრას შენ ძალი სიბრძნისა, რამეთუ ორ წილ იყოს შენსა და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ ღირსად შეგემთხჳა შენ უფლისა მიერ, რაჲ-იგი შესცოდე მას.
7 ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? ჩასწვდები ყოვლადძლიერის სრულყოფილებას? 7 ანუ კუალი უფლისაჲ ჰპოვემე, ანუ დასასრულსა მისწუდეა, რომელი-იგი ქმნა ყოვლისა მპყრობელმან?
8 ცათა მწვერვალებია, რა გამოგივა? ქვესკნელზე უღრმესია, რას შეიცნობ? 8 მაღალ არიან ცანი და შენ რაჲმე ჰყო?, ანუ უღრმესი ჯოჯოხეთს შიდა რაჲ იცი?
9 დედამიწაზე გრძელია ზომით და ზღვაზე ვრცელი. 9 ანუ უგრძესი საზომისა მის ქუეყანისაჲ, ანუ სივრცე ზღჳსა?
10 თუ ჩაივლის, დაატუსაღებს და მსჯავრს დასდებს - წინ ვინ აღუდგება? 10 უკუეთუ დააქციოს ყოველი ერთბამად, ვინ ჰრქუას მას: რა-ეგე ჰყავ?
11

რადგან ის ცნობს ცრუ ხალხს; ის ხედავს ბოროტებას და იმახსოვრებს.

11

რამეთუ მან იცნის საქმენი უსჯულოთანი, იხილა უჯეროებაჲ და არა უგულებელს-ჰყო.

12 ქარაფშუტა კაცი განისწავლება და ველური ვირის ჩოჩორიც კი ადამიანად იქცევა! 12 ხოლო კაცი სხუად სახედ აქცევს სიტყუასა, კაცი შობილი დედაკაცისაჲ. სწორ არს კანჯრისა მის უდაბნოჲსა.
13 თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ, 13 უკუეთუ შენ წმიდა-ჰყავ გული შენი და განიპყრნე ჴელნი შენნი მისა მიმართ,
14 თუ ცოდვა აქვს შენს ხელს, განიშორე და არ დაასადგურო უკეთურება შენს კარვებში, 14 უკუეთუ უსჯულოებაჲ რაჲმე არს ჴელთა შენთა, შორად განიშორე შენგან და სიცრუე საყოფელსა შენსა ნუ იქცევინ.
15 მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება. 15 და ესრეთ გამობრწყინდეს პირი შენი, ვითარცა წყალი წმიდაჲ. განიძარცო მწიკულევანებაჲ და არა გეშინოდის.
16 რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ; 16 და შრომანი დაივიწყნე, ვითარცა ღელვანი წარჴდენ და არა შესძრწუნდე,
17 შუადღესავით ინათებს წუთისოფელი და ბნელი დილასავით იქნება; 17 ხოლო ლოცვაჲ შენი, ვითარცა მთიები, იყოს და შუასამხრის გამოგიბრწყინდეს შენ ცხორებაჲ. და გულპყრობილ იყო, ვითარმედ არს შენდა სასოება, გულისსიტყჳსაგან და ზრუნვისა გამოგიჩნდეს შენ მშჳდობაჲ.
18 დამშვიდდები, რადგან არის სასო, დასადგურდები და იმედიანად დაიძინებ; 18 დაეყუდო და არავინ იყოს მბრძოლ შენდა,
19 იწვები და არავინ შეგაშინებს, მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას. 19 მოაქციოს და მრავალნი გევედრებიან შენ და ცხორებაჲ მათ მოაკლდეს,
20 ბოროტმოქმედთა თვალნი დაივსებიან, დაეკარგებათ თავშესაფარი და გაქარწყლდება მათი იმედები. 20 რამეთუ სასოებაჲ მათი წარწყმედაჲ არს, ხოლო თუალნი უღმრთოთანი დადნენ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე