ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიუგო იობმა და უთხრა:

1

მიუგო იობ და თქუა:

2 ნამდვილად! რადგან ხალხნი ხართ, თქვენთან ერთად მოკვდება სიბრძნეც. 2 აწ თქუენცა სამე კაცნივე ხართა, ანუ თქუენ თანა აღესრულოს სიბრძნე?
3 მეც თქვენსავით მაქვს გონება, თქვენზე ნაკლები არც მე ვარ. ვის არ გაუგონია მსგავსი ამბები? 3 რამეთუ ჩემიცა გული თქუენებრივე არს და არა უუგნურეს ვარ თქუენსა,
4 მოყვასის დასაცინი შევიქენი მე, ღვთის მხმობელი და მისგან პასუხნაცემი; დასაცინი შევიქენი მართალი, წაფელი. 4 რამეთუ მართალი კაცი და უბრალოჲ იქმნა საკიცხელ,
5 სირცხვილის მაშხალა ამპარტავნის ფიქრებს! სიმტკიცე ფეხმობარბაცეს! 5 რამეთუ ჟამად დაწესებულად განმზადებულ იყო დაცემად სხუათაგან და სახლნი მათნი გამოტყუენვად უსჯულოთაგან,
6 სიმშვიდე სუფევს მძარცველთა კარვებში და უშიშრად არიან ღვთის მგმობელნი, ვინც ღმერთი მოიყვრა თავისი ხელით; 6 ხოლო ნუვე ვინ ესავნ, რომელი-იგი უკეთური იყოს, ვითარმცა უბიწოჲ იყო, რომელნი-იგი განარისხებენ უფალსა, ვითარმცა განკითხვაჲ მათი არა იყო,
7 ერთი ჰკითხე პირუტყვს და გასწავლის, ცის ფრინველს და გამცნობს. 7 არამედ ჰკითხეთა ოთხფერჴთა, უკუეთუ რაჲმე გითხრან შენ, ანუ მფრინველთა ცისათა, უკუეთუ რაჲმე გაუწყონ შენ?
8 ანდა შესჩივლე მიწას და გასწავლის, მოგახსენებენ ზღვის თევზები. 8 მიუთხარ ქუეყანასა, უკუეთუ თქუას რაჲმე, გინათუ გამო-რაჲ-გითხრან შენ თევზთა ზღჳსათა.
9 ვინ არ იცის ყველა ამათ შორის, რომ ღვთის ხელმა შექმნა ეს? 9 ვინმე არა უწყის ამათ ყოველთა შორის, რამეთუ ჴელმან უფლისამან შექმნა ესე ყოველი?
10 ვის ხელშიც არის ყოველი სულდგმულის სამშვინველი და მთელი კაცთა მოდგმის სული? 10 არამე ჴელსა შინა მისსა არს სული ყოველთა ცხოველთაჲ და სული ყოვლისა კაცისაჲ?
11 განა ყური არ განიცდის სიტყვას და სასა არ გრძნობს საჭმლის გემოს? 11 რამეთუ გონებამან სიტყუანი განიკითხნის და სასამან გემოჲ ცნის ჭამადისაჲ.
12 განა მოხუცებშია სიბრძნე და დღეგრძელებში ჭკუა? 12 მრავალთა ჟამისათა სიბრძნე პოვიან და მრავალსა შინა ცხორებასა მეცნიერებაჲ.
13 მასთან არის სიბრძნე და ძალი, მისია რჩევა და ჭკუა. 13 მის მიერ არს სიბრძნე და ძალი მისი არს ზრახვაჲ და გულისჴმისყოფაჲ.
14

აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, ჩაკეტავს კაცს და ვეღარ დაიხსნება.

14

უკუეთუ მან დაამჴუას, ვინმე აღაშენოს? ანუ დაჴშას კაცთათჳს ვინმე, სხუამან განაღოს?

15 დააკავებს წყლებს და დაშრებიან, გაუშვებს და მიწას დაღარავენ. 15 უკუეთუ დააყენოს წყალი, განაჴმოს ქნეყანაჲ, უკუეთუ მიუტეოს ერთბამად, წარწყმიდოს იგი და დააქციოს.
16 მასთან არის ძალი და ძლევა, მისია ცთუნებული და მაცთუნებელი. 16 მის მიერ არს სიმტკიცე და ძალი, მისი არს მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ.
17 მრჩეველნი ტყვედ მიჰყავს, მსაჯულებს აბრიყვებს; 17 წარსცის მზრახვალნი ტყუედ. და მსაჯულნი ქუეყანისანი განაკჳრნის.
18 მეფეებს სარტყელს შემოახსნის და წელზე ძონძებს შემოარტყამს; 18 დასცნის მეფენი საყდართა ზედა და შეარტყის სარტყელი ძლიერებისა მათისა.
19 ტყვედ მიყავს მღვდლები და ამხობს ძალმოსილთ; 19 განავლინნის მღდელნი ტყუედ და ძლიერნი ქუეყანისანი დაამჴუნა.
20 ართმევს მეტყველებას, სარწმუნო ხალხს და გაგების უნარს მოხუცებულებს; 20 დააგნის ბაგენი მორწმუნეთანი და გულისჴმის-ყოფაჲ მოხუცებულთა იცის.
21 თავსლაფს ასხამს დიდებულებს და ძლიერებს სარტყელს უმსუბუქებს; 21 მიჰფინის უპატიობაჲ მთავართა და მდაბალნი განკურნნა.
22 აცხადებს იდუმალებებს წყვდიადიდან და სინათლეზე გამოჰყავს ბნელი; 22 გამოაცხადნის სიღრმენი ბნელისაგან და გამოიყვანნის ნათლად აჩრდილთაგან სიკუდილისათა.
23 აძლიერებს ხალხებს და ანადგურებს, განავრცობს ხალხებს და უძღვება; 23 შეაცთუნნის წარმართნი და განუტევნის იგინი, გარნა მოიყვანნის ძენი ნათესავთანი და წარმოუძღჳს მათ.
24 ჭკუას ურევს ქვეყნის ერის თავკაცებს და უგზოუკვლო უდაბნოში ახეტიალებს; 24 დააგნის გულნი მთავართა ქუეყანისათანი და შეაცთუნნა იგინი გზასა, რომელ არა იცოდეს.
25 ხელის ცეცებით დადიან ბნელში უსინათლოდ, მთვრალებივით ახეტიალებს. 25 ჰრევდედ იგინი ბნელსა და ნუ ნათელსა, შესცთედ იგინი ვითარცა მართალნი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე