ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიუგო იობმა და უთხრა:

1

მიუგო იობ და ჰრქუა:

2 ბევრი მსმენია ამისთანები; ფუჭი ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი. 2 მესმეს ეგევითარი მრავალი, ნუგეშინის-მცემელნო უკეთურნო ყოველნო.
3 თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს? რამ გაგამწარა, ასეთ პასუხს როძ იძლევი? 3 აწ რაჲ? ნუუკუჱ დაწესებულებაჲ რაჲ არს სიტყუათა შინა სულისათა? ანუ რაჲ შეგაურვა შენ, რამეთუ სიტყუას-მიგებ?
4 მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით? დაგიხვავებდით ამდენ სიტყვებს და თავის ქნევას დაგიწყებდით? 4 მეცა თქუენ ზედა ვიტყოდე, უკუეთუმცა ამას შინა იყო სული თქუენი სულისა ჩემისა წილ.
    5 და მერე ზედამიგიჴდე თქუენ სიტყჳთა და შევყარო თქუენ ზედა თავი ჩემი;
5 გაგამხნევებდით ჩემი პირით და ჩემ ბაგეთა მოძრაობა განუგეშებდათ. 6 იყავნ ძალი პირსა ჩემსა და განძრვად ბაგეთა ჩემთა არა ვერიდო.
6 თუ ვლაპარაკიაბ, ტკივილი არ მიამდება, ვდუმვარ და რა მშორდება? 7 ვიტყოდი: ღათუ არა მელმოდის წყლულებაჲ ჩემი, და-ღათუ-ვდუმნე, რაჲმე უმცირეს ვიწყლა,
7 მაგრამ ახლა შემაღონა მან. შენ დამიქციე ერთიანად ჩემი სახლი! 8 ხოლო აწ შრომა-მცა მე განცჳბრებულსა და დამპალსა, და შემიცევ მე, და აღდგეს ჩემ ზედა სიცრუენი ჩემნი წინაშე პირისპირ.
8 ნაოჭები გამიჩინე და მოწმედ მყვანან; ჩემი სიგამხდრე ჩემი პირისახით მემოწმება. 9 კუალად მომიგო, რისხვაჲ მოაწია და დამამჴუა მე,
9 მფლეთს თავისი რისხვით და მძულვარებს, კბილებს მიხრჭიალებს, მტერი თვალს ლესავს ჩემზე; 10 და დაიღრჭინნა ჩემ ზედა კბილნი მისნი, ისარნი განსაცდელთანი ჩემ ზედა დამსჭუალნა, ისრისპირნი მისნი თუალთა ჩემთა განმაწონნა,
10 პირი აქვთ დაღირებული ჩემზე, მაგინებენ და სახეში მცემენ, ხროვად შეთქმულან ჩემს წინააღმდეგ. 11 მახჳლი მცა მუჴლთა ჩემთა, და ერთბამად მეწინეს მე.
11 უკეთურს შემატოვა ღმერთმა და ჩამაგდო ბოროტეულთა ხელში. 12 მიმცა მე უფალმან ჴელთა ცრუსათა და უღმრთოთა შემაგდო მე.
12

უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის სამიზნედ დამსვა.

13

მშვიდობასა შინა განმაქარვა მე, მიპყრნა თმანი ჩემნი და დამფხურნა მე, დამადგინა მე ვითარცა მსტოარი.

13 გარს შემომეხვივნენ მისი მშვილდოსნები; გამიგლიჯა გულღვიძლი, არ შემიბრალა, მიწაზე დამინთხია ნაღველი. 14 გარემომადგეს მე ლახუროსანნი და განმწონნეს თირკუმელთა ჩემთა,
14 გამანგრია და მანგრევს და მანგრევს, მეომარივით გამორბის ჩემსკენ. 15 ურიდად დასთხიეს ქუეყანასა ზედა ნავღელი ჩემი, დამცეს მე დაცემაჲ დაცემასა ზედა, მოარბიეს ჩემ ზედა მძლავრთა.
15 ჯვალო გადავიკერე კანზე და მტვერში ამოვთხვარე ჩემი დიდება. 16 ძაძაჲ შემაკერეს ტყავსა ჩემსა, ხოლო ძალი ჩემი ქუეყანასა ზედა დაშრტა;
16 სახე დაწითლებული მაქვს ტირილისგან და ჩემს წამწამებზე სიკვდილის აჩრდილია. 17 მუცელი ჩემი შეიწუების ტირილითა და წარბთა ჩემთა ზედა აჩრდილი სიკუდილისა.
17 თუმცა მოძალადე არ ვყოფილვარ და ჩემი ლოცვაც სუფთა იყო! 18 სიცრუე არარაჲ იყო ჴელსა ჩემსა, ლოცვაჲ ჩემი წმიდაჲ იყო.
18 მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს და ჩემი მოთქმა ნუ დაბრკოლდება! 19 ქუეყანაო, ნუ დაჰფარავ სისხლთა ზედა ჴორცთა ჩემთასა, ნუცა იყოფინ ადგილი ღაღადებისა ჩემისაჲ.
19 ახლაც კი, აჰა, ზეცაშია ჩემი მოწმე და ჩემი მეოხე ზესკნელშია! 20 და აწ, ესერა, ცათა შინა არს მოწამე ჩემი და რომელმან იცის ჩემი მაღალთა შინა!
20 ჩემო დამცველნო, ჩემო მეგობრებო! ღვთის მიმართ იღვრება ჩემი ცრემლი, 21 მიიღენ ლოცვაჲ ჩემი უფლისა და წინაშე მისსა წთოდენ თუალნი ჩემნი.
21 რომ ადამიანი ღმერთთან დაიცვას, როგორც კაცი თავის მოყვასთან. 22 იყავნ მამხილებელ კაცისა წინაშე უფლისა და ძე კაცისა მოყუსისა თჳსისა.
22 რადგან ჩამოთავდებიან წლები და უკანმოუქცეველ გზას დავადგები. 23 წელნი რიცხუთანი მოწევნულ არიან და გზასა მას, რომელსა არღარა მოქცევად ვარ, მოვალ მე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე