ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი მეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შემემუსრა სული, ჩამიქრა დღეები, საფლავი მზადაა ჩემთვის.

1

მოვისპები მე სულითა მიმოტაცებულითა, ვევედრები დაფლვად და ვერ მივემთხუევი.

2 მხოლოდ მქირდავნი მარტყიან გარს და მათგან სიმწრით აღამებენ ჩემი თვალები. 2 ვიურვი და დავშრები და რაჲ ვყო, რამეთუ მიმპარეს მონაგები ჩემი უცხოთა.
3 მომხედე, გამიწიე თავდებობა შენს წინაშე! ხელს ხელზე სხვა ვინ დამკრავს? 3 ვინ არს ესე? ჴელი მომეცინ მე!
4 რადგან დახურე მათი გული გონიერებისთვის, ამიტომაც არ აღაზევებ მათ. 4 რამეთუ გული მათი დამალეს გონიერებისაგან, ამისთჳს არა აღამაღლნე იგინი?
5 ვინც მეგობრებს გასცემს ანგარებით, მათ შვილებს თვალის ჩინი აკლდება. 5 ნაწილი მიუთხრას უკეთურებისა. თუალნი მისნი ძეთა მისთა ზედა დადნეს.
6 ხალხის საარაკოდ გამხადა და პირში საფურთხებლად ვიქეცი. 6 დამდევ მე სასიტყუელად თესლებსა შორის და საცინელ მათდა ვიქმენ.
7 დარდისაგან თვალი დამევსო და დამიჭლევდა სხეულის ასოები. 7 დაბრმობილ არიან რისხვისაგან თუალნი ჩემნი, მოცვულ ვარ მე დიდძალად ყოველთა მიერ.
8 გაოგნდებიან ამის გამო წრფელნი და უბრალონი უღვთოებს აუმხედრდებიან. 8 უკჳრდინ ჭეშმარიტთა ამათ ზედა და მართალი უსჯულოსა ზედა აღდეგინ!
9 მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს. 9 აქუნდინ მორწმუნესა გზაჲ თჳსი და წმიდამან ჴელითა მოიღენ ნუგეშინის-ცემაჲ.
10 თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი; ბრძენს მაინც ეერ ვპოვებ თქვენს შორის. 10 არა ეგრე, არამედ ყოველნი ჰჴდებოდეთ და მოვედით, რამეთუ არა ვპოებ თქუენ თანა ჭეშმარიტებასა.
11 ჩაიარეს ჩემმა დღეებმა, გამიქარწყლდა ზრახვები - ჩემი გულის მონაგარი. 11 დღენი ჩემნი წარჴდეს მყრალობასა შინა და განსთქდა აპკაჲ გულისა ჩემისაჲ.
12 ისინი ღამეს დღედ აქცევენ, მიადგა ნათელი წყვდიადის პირს. 12 ღამე იგი დღედ დავდევ; ნათელი ახლოს არს პირსა წინაშე ბნელისასა.
13 თუ მოველი რასმე - ქვესკნელს, ჩემს სახლს; წყვდიადში გავშალე ჩემი სარეცელი. 13 და-ღა-თუ-ვითმინო, ჯოჯოხეთივე არს სახლ ჩემდა და წყუდიადსა შინა დარეცილ არს სარეცელი ჩემი.
14 საფლავს ჩავძახე: მამა ხარ ჩემი! ჭიაღუებს - ჩემი დედა და ჩემი და ხართ-მეთქი! 14 სიკუდილსა ვხადე მამად ჩემდა და დედად და დად ჩემდა საძაგელებასა.
15 სადღაა ახლა ჩემი იმედი? ვინღა დაინახავს ჩემს იმედს? 15 სადა უკუე არს სასოებაჲ ჩემი? ანუ კეთილი ჩემი ოდესმე ვიხილო?
16 ჩავა ქვესკნელის კარიბჭეებისკენ, სადაც ერთად გვექნება სავანე მტვერში. 16 ანუ ჩემ თანა ჯოჯოხეთად შთავიდენ, გინა თუ ერთბამად მიწად დაჰჴდეთ

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე