ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:

1

მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:

2 როდისღა დაუდებთ სამანს თქვენს სიტყვებს? იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ. 2 ვიდრემდე არა დასცხრები? დადუმენ, რათა ჩუენცა ვიტყოდით:
3 რატომ შევირაცხენით პირუტყვებად და გავუწმიდურდით თქვენს თვალში? 3 რაჲსა ვითარცა პირუტყუნი დადუმებულ ვართ შენ წინაშე?
4 ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენს გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე? 4 და გიჴმევიეს შენ რისხვაჲ! აწ რაჲ? უკუეთუ შენ მოჰკუდე, უშენი დაშთესა ცასა ქუეშე, ანუ დაიქცენ მთანი საფუძვლითურთ?
5 ბოროტეულთა ნათელიც ჩაქრება და აღარ იელვებს მისი ცეცხლის ნაპერწკალი; 5 და ნათელი უღმრთოთა დაშრტეს, ანუ არა შეემთხჳოს მათ.
6 სინათლე დაბნელდება მის კარავში და სანათური ჩაქრება მის თავზე; 6 ნათელი მათი ბნელად გარდაიქცეს საყოფელსა მათსა, ხოლო ნათელი იმათი დაშრტეს მათ ზედა.
7 დამოკლდება მისი ძლიერი ნაბიჯები და დაამხობს საკუთარი რჩევა; 7 წარიღეთ უმწემესთა ნაყოფი მათი; ცთომილ იყუნედ ზრახვანი მათნი.
8 რადგან ჩავარდნილი აქვს ფეხი ბადეში და ხლართებში დაიარება; 8 შევრდომილ არს ფერჴი მათი საბრჴესა და მახესა წარეგრაგნენ.
9 ხაფანგს ქუსლით ჰყავს დაჭერილი, მოჭერილი აქვს საკვრელები; 9 მოვიდენ საბრჴენი მის ზედა, განძლიერდედ მის ზედა წყურილნი; დარწყულ არს ქუეყანასა ზედა საბელი მისი ალაგთა ზედა.
10 იდუმალ დაგებულია მახეები მიწაზე და ხაფანგები ბილიკებზე; 10  
11 საშინელებები აფრთხობენ ირგვლივ და ფეხდაფეხ ედევნებიან; 11 გარემოადგედ მას სალმობანი მრავალნი, საბრჴე მოიწიოს მის ზედა.
12

დაიმშევა მისი ძალა და დაღუპვა მზად არის მისი ფერდებისთვის;

12

მიეცეს იწროსა სიყმილსა, დაცემაჲ განმზადებულ არს მის ზედა განსაკჳრვებელი, შეიჭამოს ძალი ფერჴთა მისთა.

13 ნაწილ-ნაწილ შეუჭამს კანს, ასოებს შეუჭამს სიკვდილის პირმშო; 13 შეიჭამნედ წყჳლნი, განლიენ შუენიერებაჲ მისი სიკუდილმან.
14 ამოიძირკვება მისი საიმედო კარვიდან და წაათრევენ მას საშინელებათა მეუფესთან; 14 განეშორენ საყოფელთა მისთა განკურნებაჲ, შეემთხჳენ მას ჭირი და ბრალი სამეუფოჲ.
15 მისიანი არავინ დასახლდება მის კარავში, გოგირდი გადაეყრება მის საცხოვრებელს; 15 დაიმკჳდროს საყოფელსა მისსა ღამემან, დაეთესნედ შუენიერნი წუნწუბით.
16 ძირს ფესვები გაუხმება და მაღლა ტოტები დაუჭკნება; 16 და ქუეშე კერძო ძირნი მისნი განჴმელ და ზედა კერძო ნაყოფი მისი დასცჳვეს.
17 მისი სახსენებელი გაქრება ქვეყნად და სახელი აღარ ექნება მოედანზე; 17 საჴსენებელი მისი წარწყმდინ ქუეყანით და არა იყოს სახელი მისი პირსა წინაშე სხუათაგან.
18 განდევნიან ნათლიდან ბნელში და ქვეყნიერებას მოაშორებენ; 18 ეჭენენ მას სანთლისაგან ბნელად და არა იყოს საცნაურ ერსა შორის მისსა.
19 არც ნაშიერი ეყოლება, არც შთამომავალი თავის ხალხში და არც ნატამალი დარჩება საცხოვრებელზე. 19 და არცა განრინებულ ცასა ქუეშე სახლი მისი, არამედ მისთა მათ შინა ცხონდებოდიან უცხონი.
20 მისი დღის გამო გაოგნდებიან დასავლელნი და აღმოსავლელებს შეიპყრობს ძრწოლა. 20 მის ზედა სულთ-ითქუმიდეს უკანასკნელი, ხოლო პირველთა მათ უკჳრდა.
21 ნამდვილად, ასე დაემართება უკუღმართთა საცხოვრებელს და იმათ ადგილს, ღმერთს რომ არ სცნობენ! 21 ესენი არიან სახლნი ცრუთანი და ესე არს ადგილი მათი, რომელთა არა იციან უფალი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე