ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი ოცდამეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

კვლავ მიუგო ელიჰუმ და უთხრა:

1

მიუგო ელიუს და ჰრქუა:

2 ისმინეთ, ბრძენებო, ჩემი სიტყვები! ყური მომაპყარით, გაგებულნო! 2 ისმინეთ ჩემი ბრძენთა, რომელნი მეცნიერნი ხართ.
3 რადგან ყური გამოსცდის სიტყვებს და სასა გემოს უგებს საჭმელს: 3 ყურად-იღეთ, რამეთუ სასმენელმან სიტყუანი განიკითხნის, და სასამან გემოჲ იხილის ჭამადთაჲ.
4 ავირჩიოთ, რაც სამართლიანია და ვიცოდეთ ჩვენს შორის, რა არის უკეთესი. 4 საშჯელი გამოვიძიოთ თავისა თჳსისა, და ვცნათ შორის ურთიერთას, რაჲ-იგი კეთილ,
5 კი თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო სამართალი; 5 რამეთუ თქუა იობ, ვითარმედ: მართალ ვარო. უფალმან თანაწარმხადა მე სამართალი ჩემი,
6 მართალი გავმტყუნდი, უდანაშაულოდ მჭირსო ეს წყლული. 6 ეცრუვა სასწაულსა ჩემსა, რომლითა გამწონნა ისარნი ჩემნი თჳნიერ ცოდვისა.
7 თუ არის ვინმე იობის მსგავსი, წყალივით რომ სვამდეს გმობას? 7 ვინ არს კაცი, ვითარ იობ, რომელი სუამს შეურაცხებასა ვითარცა წყალსა?
8 ავისმქნელებთან შეთქმულებას ესწრაფოდეს, რომ ბოროტეულ ხალხთან იაროს? 8 არა რაჲ უცოდავს, არცა უღმრთოობაჲ რაჲ უქმნიეს, არცა გზასა ზიარებულ არს მოქმედთა თანა უსჯულოებისათა და მისრულ უღმრთოთა თანა?
9 რადგან ამბობს: რას არგებს კაცს ღვთისმოსავობაო? 9 ნუ იტყჳ, ვითარმედ: არა იყოს მოხედვაჲ კაცისაჲ და მოხედვაჲ მათი უფლისა მიმართ.
10 ამიტომ მისმინეთ, გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან! 10 ამისთჳს გულითა სიბრძნის-მყოფელთა, გულითა ისმინეთ ჩემი. ნუ იყოფინ ჩუენდა წინაშე უფლისა უღმრთო-ყოფაჲ და წინაშე ყოვლისა მპყრობელისა ქცევაჲ სამართლისაჲ,
11 რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს და მისი საქციელისამებრ შეამთხვევს კაცს. 11 არამედ მიაგენ კაცსა, ვითარცა იქმს კაცად-კაცადი მათი და ალაგთა ზედა, კაცისათა პოვოს იგი.
12 ჭეშმარიტად, არ ბოროტობს ღმერთი და არ ამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი! 12 ანუ ჰგონებ უფალსა უჯეროჲს-მოქმედ? ანუ ყოვლისა მპყრობელმან განდრიკოს სასჯელი?
13 ვინ ჩააბარა მას მიწა და ვინ მიანდო მას მთელი სამყარო? 13 რომელმან შექმნა ქუეყანაჲ. ვინ არს, რომელმან შექმნა ცასა ქუეშე და ყოველი, რაჲ არს მას შინა?
14 თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა, 14 უკუეთუ უნდეს შეპყრობად. და სულისა მის თანა დაყენებად,
15 ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი; 15

აღესრულოს ყოველი ჴორციელი ერთბამად და ყოველი კაცი მიწად მიიქცეს, ვინაცა დაებადა.

16

თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყური უგდე ჩემს სიტყვებს:

16 უკუეთუ არა ისწავებ, ისმინე ესე და ყურად-იღე ჴმაჲ სიტყუათა ჩემთა,
17 იხელმწიფებს განა სამართლის მოძულე? ბრალს დასდებ განა მართალს, ძალმოსილს? 17 უკუეთუ შენ მოძულე უსჯულოჲსაჲ და მომსრველი უკეთურებისაჲ, საუკუნო არს მართალი. უღმრთო არს,
18 ვინც ეუბნება მეფეს: არამზადავ! და დიდებულებს: ბოროტეულო! 18 რომელმან ჰრქუას მეფესა: უსჯულოსა იქმ, უღმრთო არიან, რომელთა მთავართა პირისათჳს არა შეიკდიმონ,
19 ვინც მთავრებს არ მიჰკერძავს და ვინც არ განარჩევს მდიდარს და ღარიბს, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი. 19 და პატიოსანთა, არცა იცის პატივის-პყრობაჲ დიდთაჲ და თუალთ-ღებაჲ პირთა მათთაჲ.
20 წამში იხოცებიან, შუაღამისას შებარბაცდება კაცი და იღუპება; ძლიერი წარიტაცებს მას არა კაცის ხელით; 20 ცუდი და ამაოჲ შეემთხჳოს მათ. ღაღადებაჲ იგი და მორცხჳნებაჲ კაცისაჲ, რამეთუ უსჯულოდ გარდააქცევდეს უძლურთა,
21 რადგან მისი თვალი კაცის გზებს დაჰყურებს და ხედავს მის ყოველ ნაბიჯს; 21 რამეთუ იგი თავადი არს, რომელი ხედავს საქმესა კაცთასა, და არა დაავიწყდა მას, რასა-იგი იქმან.
22 ვერც ბნელში, ვერც შავეთში ვერ დაიმალება ბოროტმოქმედი; 22 არცა იყოს ადგილი დაფარვად მოქმედთა უსჯულოებისათა,
23 რადგან კაცისთვის არ დაუწესებია ჟამი ღმერთთან მისასვლელ სამსჯავროზე. 23 რამეთუ არღარა განმამაკაცნეს, რამეთუ უფალი ყოველსა ხედავს,
24 ის მუსრავს ძლიერებს განუკითხავად და სხვებს წამოსწევს მათ ადგილზე. 24 რომელი წარეწევის გამოუკულეველთა დიდებულთა და საკჳრველთა, რომელთა არა არს რიცხჳ,
25 რადგან მან უწყის მათი ნამოქმედარი, ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან, 25 რომელმან იცნის საქმენი მათნი და გარდააქციოს ღამე, და დაამდაბლნეს.
26 როგორც ბოროტეულთ შემოჰკრავს ყველას დასანახად; 26 დაშრიტნა უღმრთონი, და სახილველ წინაშე მტერთა მათთა იქმნნეს.
27 რადგან ზურგი შეაქციეს მას და არ შეიმეცნეს მისი გზები; 27 რამეთუ გარდაჰჴდეს სჯულისაგან ღმრთისა, და სამართალნი მისნი ვერ იცნნეს ყოფად.
28 რადგან მის ყურამდე მიიტანეს ბედშავთა კვნესა და დაჩაგრულთა კვნესა ესმის მას. 28 და მოაწია მათ ზედა ღაღადებაჲ გლახაკთა, და ჴმაჲ დავრდომილთა ისმინოს.
29 როცა დუმს ის, ვინ არის მისი მბრალმდებელი? როცა იფარავს სახეს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება თუ ერთი კაცი? 29

და მან თავადმან დუმილი მოსცეს, და ვინმე დასაჯოს? დაიფაროს პირი, და ვინმე იხილოს იგი? და თესლთათჳს და კაცისათჳს ერთბამად.

30 რომ არ იხელმწიფოს უღვთომ, რომ მახე არ დაუგოს ხალხს. 30 მეუფებს კაცი ორგული სიძნელისაგან ერისა,
31

რადგან ღმერთს უნდა ეუბნებოდეს კაცი: დავაშავე, აღარ შევცოდავო.

31 რამეთუ რომელმა ჰრქუას ძლიერსა: მოვიღე და არა ვიჴუთე თჳნიერ თავისა ჩემისა.
32 შენ მასწავლე, რასაც მე ვერ ვხედავ: თუ ცოდვა მაქვს ჩადენილი, აღარ ჩავიდენო. 32 ვიხილო, ხოლო შენ მიჩუენე მე, უკუეთუ სიცრუე რაჲმე ვქმენ, არღარა შევსძინო.
33 შენგნით მიუზღავს ის სამართალს? როგორც შენ დაგიგმია, როგორც შენ აგირჩევია და არა როგორც მე? ილაპარაკე, რაც იცი! 33 ნუ შენგან მოიზღოს იგი? რამეთუ განიშორე და შენ მო-ვე-ელი, და არა მე და, რაჲ-იგი სცან, იტყოდე.
34 გაგებული ხალხი ჩემსავით იფიქრებს და ბრძენი კაცები დამეთანხმებიან. 34 ამისთჳს გონიერთა გულითა თქჳან ესე, ხოლო კაცმან ბრძენმან ისმინა სიტყუაჲ ჩემი.
35 იობი უგუნურად ლაპარაკობს და სიბრძნე აკლია მის სიტყვებს. 35 ხოლო იობ არა გულისჴმის-ყოფით იტყოდა და სიტყუანი მისნი არა მეცნიერებით იყვნეს.
36 ოჰ, ერთი გამოიცდებოდეს იობი საბოლოოდ, უკეთურთა მსგავსად რომ პასუხობს! 36 არა აგრე, არამედ ისწავე, იობ. ნუღარა ჰყოფ სიტყჳს-გებასა, ვითარცა უგნურნი,
37 რადგან თავის ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართა: ხელი ხელს შემოჰკრა ჩვენს შორის და გაამრავლა სიტყვები ღვთის წინააღმდეგ. 37 რათა არა შევძინოთ ცოდვასა ჩუენსა ზედა ცოდვაჲ. და უსჯულოებად შემერაცხოს ჩუენ ფრიად, რაჲ ვიტყოდით ჩუენ წინაშე ღმრთისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე