ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი ორმოცდამეერთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰა, უმტყუნებს მას იმედი, მის ერთ შეხედვაზე დაეცემა.

   
2 მის აღძვრას ვერავინ ბედავს თუ მე ვინღა დამიდგება წინ? 1 ანუ არა ჰგონებ, რამეთუ განმზადებულ არს ჩემდა? ვინმე უკუე არ წინაადმდგომ? ანუ ვინ წინააღმიდგეს მე და დამითმოს?
3 ვისი რა მმართებს, რომ გადავუხადო? ყველაფერი ჩემია ცისქვეშეთში. 2 რამეთუ ყოველივე ცასა ქუეშე ჩემი არს?
4 არ შევწყვეტ სიტყვას მისი სხეულის ასოებზე, მის ძლიერებაზე და მისი აღნაგობის სილამაზეზე. 3 არა დავდუმნე მისთჳს, და სიტყუამან ძლიერებისამან შეიწყალოს სწორი მათი.
5 ვინ გახდის მას ზედა სამოსელს? მის ორ ყბას შუა ვინ შეაღწევს? 4 ვინმე გამოაცხადოს პირი შემოსილებისა მისისაჲ? და შეწებულთა მკერდისა მისისათა ვინმე შევიდეს?
6 მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა! 5 ანუ ბჭენი პირისა მისისანი ვინმე განახუნეს? გარემო კბილთა მისთა შიში.
7 მისი ზურგი დელამფართა წყებაა, მჭიდრო ბეჭდებით შეკრული; 6 ნაწლევნი მისი ასპიდი რვალისანი ნაწევარი მისი, ვითარცა მყარი ლოდი.
8 ერთი მეორეზეა მიჯრილი და ქარი არ ატანს მათ შორის; 7 ერთი ერთსა შეყოფილ, სული ვერ განვიდეს მას. კაცი ძმასა თჳსსა შეეყოს.
9 ერთმანეთს შეეწებნენ, შედუღდნენ და აღარ სცილდებიან; 8 შეეყუნენ და არა განაშორნენ.
10 მისი დამცხიკვება შუქს აფრქვევს, მისი თვალები განთიადის წამწამებია; 9 კცენასა მისსა გამოჰკრთებიან ნათელნი, ხოლო თუალნი მისნი, ვითარცა ხილთაჲ მთიებისაჲ.
11 მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლის ნაკვერჩხლები ცვივიან; 10 პირისა მისისაგან გამოვლენ ლამპარნი მგზებარენი, და გამოსცჳვიან შანთნი ცეცხლისანი.
12 ნესტოებიდან კვამლს უტევებს, როგორც მდუღარე ქვაბი, როგორც ნახანძრალი ლერწამი; 11 ცხჳრთა მისთაგან გამოვალს საჴმილი აღგზებული ცეცხლისა ნაკუერცხალისაჲ.
13 მისი სუნთქვა მუგუზლებს აღვივებს და მისი პირიდან ალი გამოდის; 12 სული მისი ნაკუერცხალ არს. ალი პირისა მისისაგან გამოვალს.
14

მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში;

13 ქედსა მისსა ზედა დადგრომილ არს ძალი, წინაშე მისსა რბინ წარსაწყმედელი.
15 ხორცის ნაკვთები მისი შენივთულია ერთმანეთთან, მკვრივად აფენია, შეუძვრელად; 14

ჴორცნი გუამისა მისისანი შეყოფილ არიან, წარმო-თუ-ეცეს მის ზედა დარღუნაჲ.

16 ქვასავით მკვრივია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით. 15 არა შეიძრნენ, გული მისი დამყარებულ არს, ვითარცა ლოდი და ჰგიეს იგი, ვითარცა გურდემლი განუჭედელი.
17 წამოიმართება და ფრთხებიან ძლიერნი, თავზარდაცემისგან გონს კარგავენ; 16 გარემოქცევასა მისსა შიში მჴეცთა ოთხფერჴთაჲ, ქუეყანასა მავალთაჲ.
18 მახვილი ვერ უძლებს მას, ვერც შუბი, ვერც ჰოროლი, ვერც ჯავშანი; 17 უკუეთუ შეემთხჳნენ მას ლახუარნი, რაჲ უყონ მას
19 რკინა ჩალად უჩანს და ფუტურო ხედ - რვალი; 18 სათხედი და თორნი? (!) შეურაცხიეს მას რკინაჲ გზედ, ხოლო რვალი ვითარცა ძელი.
20 ვერ გააქცევს მას მშვილდის ნასხლეტი, თივის ბულულია მისთვის შურდულის ქვები; 19 ვერ მოწყლას იგი მშჳლდმან რვალისამან, შეურაცხიეს მას კლდეთაგან ქვაჲ თივად.
21 ბზედ უჩანს ლახტი და ლახვრის შხუილზე ეღიმება; 20 და ვითარცა ლერწამი შეურაცხია მას ურონი. ეკითხევნ იგი ძრვასა ცეცხლშემოსილსა.
22 წამახული ქვები აქვს მუცლის ქვეშ, განრთხმულია კევრივით ჭონჭყოში; 21 სარეცელნი მისნი, ისრისპირნი, მახჳლნი და ყოველნი ოქრონი ზღჳსა მის ქუეშე, ვითარცა თიჴა ურიცხჳ.
23 ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის კოჭობად აქცევს; 22 აღადუღის უფსკრული, ვითარცა ქუაბი. შეურაცხიეს ზღუაჲ საცხებელად ოდენ.
24 თავის უკან ასხივებს ბილიკს, ჭაღარად ჩნდება ზღვის მორევი; 23 ხოლო ტარტაროსი უფსკულისაჲ, ვითარცა ტყვე, შერაცხა უფსკრული სამოთხველად.
25 არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის გაჩენილი; 24 და არარაჲ არს არცაღა ერთ მსგავსი მისი ქუეყანასა ზედა. და შექმნილ არს იგი სამღერელად ანგელოზთა ჩემთათჳს.
26 ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე. 25 ყოველსა მაღალსა ხედავს, და იგი არს მეუფე ყოველთა, რაჲ არიან წყალთა შინა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე