ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიუგო იობმა და თქვა:

1

მიუგო იობ და ჰრქუა: 

2 ნამდვილად! ვიცი, რომ ასეა. როგორ უნდა ემართლებოდეს ადამიანი ღმერთს? 2 ჭეშმარიტად უწყი, რამეთუ ეგე ეგრე არს. ვითარმე უკუე იყოს კაცი მართალი წინაშე უფლისა?
3 თუ ვინმე გაუმართავს დავას, ათასში ერთზეც კი ვერ გასცემს პასუხს. 3 დაღათუ უნდეს სასჯელად მისა, არავე ისმინოს მისი, რათა არა სიტყუაუგოს მას ერთისა წილ სიტყჳსა მისისა ათასისაგან,
4 გულბრძენია და ძალამორჭმული, ვინ გაჯიუტებია მას და მრთელი დარჩენილა? 4 რამეთუ ბრძენ არს გონებითა, ძლიერ არს და დიდ. ვინმე უკუე ფიცხელ იქმნა მის წინაშე და დაუთმო?
5 მან შეძრა მთები ისე, რომ არავინ უწყის; მან დაამხო ისინი თავისი რისხვით; 5 რომელი დააძუელებს მთათა და არა იციან, რომელმან დააქცინის იგინი რისხვითა.
6 მან მოარყია დედამიწა თავისი ადგილიდან და ირხევიან მისი სვეტები; 6 რომელმან შეძრის ცაჲ ქუეშე საფარველითურთ და სუეტნი მისნი იძრვიედ.
7 ეტყვის მზეს და არ ამოდის, ვარსკვლავებს ეფარება; 7 რომელმან უბრძანოს მზესა და არა აღმოჰჴდეს და ვარსკულავთა ზედა დაჰბეჭდოს.
8 მან ერთმა გაშალა ცა და მიაბიჯებს ზღვის ხერხემალზე; 8 რომელმან გარდაართხნა ცანი მხოლომან და ვალს იგი ზღუასა ზედა, ვითარცა ჴმელსა.
9 მან შექმნა გუთანი, ორიონი და ხომლი და სამხრეთის პალატები, 9 რომელმან შექმნა ჴომნი და მწუხრისა ვარსკვლავი და ურემ-ჴარნი და საუნჯე სამხრისაჲ.
10 მან შექმნა გამოუკვლეველი დიდებულებანი და ურიცხვი საკვირველებანი. 10 რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკულეველნი დიდებულნი და საკჳრველნი, რომელთა არა არს რიცხჳ.
11 აჰა, გადაივლის ჩემს თავზე და მე ვერ ვხედავ, ჩაივლის და ვერ შევამჩნევ; 11 უკუეთუ ზედაგარდამჴდეს, მე ვერ ვიხილო, ანუ თუ თანაწარმჴდეს მე, ვერცა ეგრეთ ვცნა.
12 აჰა, მოიტაცებს და ვინ არის დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას აკეთებ? 12 უკუეთუ გარემიიქცეს, ვინ მოაქციოს? ანუ ვინ ჰრქუას მას ვითარმედ: რაჲ ეგე ჰყავ?
13 ღმერთი არ შეაბრუნებს თავის რისხვას, მის ქვეშ ემხობიან რაჰაბის თანამდგომნი. 13 რამეთუ მან თავადმან გარემიიქციოს რისხვაჲ და მის მიერ დამდაბლდეს ვეშაპნი იგი ცასა ქუეშე.
14 როგორ შევეპასუხო, როგორ შევარჩიო მისთვის სათქმელი? 14 უკუეთუ ისმინოს ჩემი უფალმან. ანუ თუ განსაჯნეს სიტყუანი ჩემნი?
15 მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები, მხოლოდ შევევედრები ჩემს მსაჯულს. 15 ვიყოღა თუ მართალ, არავე ისმინოს ჩემი, სამართალთა მისთა ვევედრებოდი.
16 თუ შევღაღადებდი და პასუხს გამცემდა, არ დავიჯერებდი, რომ მან ყურად იღო ჩემი ხმა. 16 უკუეთუ ვხადოდი და ისმინოს, არავე მრწმენეს, ვითარმედ ისმინა ჩემი.
17 გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს; 17 ნუ წყუდიადითა შემმუსროს მე? რამეთუ მრავალი შემუსრვაჲ ყო ჩემ ზედა ცუდად.
18 სულს არ მათქმევინებს, არამედ მაძღობს სიმწარით; 18 არა მიტევებს მე სულისა აღმოტევებად, რამეთუ აღმავსო მე სიმწარითა,
19

თუ ძალზე მიდგა, აჰა, ძლიერია! თუ სამართალზე - ვინ მოსთხოვს პასუხს?

19

და რამეთუ ძალითა ძლიერ არს, ვინმე უკუე განკითხვათა მისთა წინააღუდგეს? 

20 მართალიც რომ ვიყო, ჩემივე ბაგეები გამამტყუნებენ; უმწიკვლოც რომ ვიყო, გამაშავებენ. 20 დაღათუ ვარ მართალ, პირი ჩემი უსჯულოვე არს, დაღათუ უბიწო ვარ, ეგრეთცა დრკუდვე გამოვჩნდე?
21 უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა. 21 უღმრთო თუ რაჲ ვქმენ, არა ვიცი სულითა ჩემითა, გარნა რამეთუ მიღებულ არს ცხორებაჲ ჩემი.
22 სულერთია, ამიტომაც ვამბობ: უმწიკვლოს და ბოროტს ერთნაირად ღუპავს იგი. 22 ამისთჳს ვთქუ: დიდი და ძლიერი წარწყმიდის რისხვამან.
23 როცა კლავს შოლტი ანაზდეულად, უბრალოთა განსაცდელს დასცინის იგი. 23 რამეთუ უკეთურნი იგი სიკუდილითა განსაკჳრვებელითა მოისრნენ, რამეთუ მართალნი საცინელ იქმნეს.
24 ქვეყანა ბოროტის ხელშია, ის უფარავს სახეს მის მსაჯულებს; თუ ის არ არის, მაშ ვინღა არის? 24 მიცემულ არიან იგინი ჴელთა უღმრთოთასა, პირი მსაჯულთა მისთაჲ დაფაროს, უკუეთუ არა, იგივე თავადი არს?
25 ჩემი დღეები მორბედის უსწრაფესია, გარბიან, სიკეთე არ უნახავთ; 25 ხოლო ცხორებაჲ ჩემი უმალეს არს მსრბოლისა, წარივლტოდეს და არა იხილეს.
26 მიქრიან ლერწმის ნავებივით, არწივივით, საკვებისკენ რომ მიისწრაფის. 26 ანუ არს ნავისა კუალი გზისაჲ, ანუ თუ ორბისა მფრინვალისაჲ, რომელი ეძიებნ საჭმელსა?
27 თუ ვიტყვი, მოვეშვები ჩემს ჩივილს, უკუვიყრი მწუხარებას და გავმხნევდები-მეთქი, 27 დაღათუ ვიტყოდე, და-ვე-მავიწყდის სიტყუად, დავიკიდო პირი ჩემი და სულთვითქუნე.
28 მაინც მაშინებს ყველა ჩემი სატანჯველი, ვიცი, მაინც არ გამამართლებ. 28 და ვძრვიდე ყოველთა ასოთა ჩემთა. ვიცი, რამეთუ არა უბრალოდ განმიტეო მე.
29 მე გავმტყუნდები! რისთვის უნდა დავშვრე ამაოდ? 29 და რამეთუ ვარ მე უღმრთოჲ, რაჲსა არა მოვკუედი?
30 თუნდაც თოვლის წყალში განვიბანო თავი, თუნდაც ნაცარტუტით გავითეთრო ხელები, 30 გინა ღათუ ვიბანო თოვლითა და განვწმიდნე ჴელითა წმიდითა, ეგრეცა
31 მაშინაც კი ორმოში ჩამძირავდი და ჩემსავე სამოსელს შევზიზღდებოდი; 31 დიდად მწინკულითა შემღებე მე, მომიძაგა მე სამოსელმან ჩემმან,
32 რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არის, რომ პასუხი მივაგო და ერთად წავიდეთ სამსჯავროში. 32 რამეთუ არა ხარ კაცი ჩემებრი, რომელსამცა სიტყუა-უგე, რათა მოვიდეთ ერთბამად სასჯელად.
33 არ არის ჩვენს შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს თავისი ხელი. 33 იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა,
34 გამარიდოს თავის კვერთხი და ნუღარ შემზარავს მისი შიშისზარი! 34 განმაშორენ ჩემგან კუერთხი მისი და შიში მისი ნუ შემაძრწუნებნ მე.
35 მაშინ ვილაპარაკებდი და არ შემეშინდებოდა მისი, რადგან ასე არა ვარ ჩემს თავთან. 35 და არა მეშინოდის, არამედ ვიტყოდი, არა ეგრე შემიცნობიეს თავსა ჩემსა, რავდენ ესე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე