ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იონა წინასწარმეტყველი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა.

1

და შეწუხნა იონაჲ მწუხარებითა დიდითა და შეირია.

2 ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე; ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას. 2 და ილოცა უფლისა მიმართ და თქუა: ჵ, უფალო, არა ესე იგი სიტყუანი ჩემნი არიან, ვიყავ რაჲ მე ქუეყანასა შინა ჩემსა, ამისთჳს წინაუსწრვე სივლტოლად თარშიდ მით, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ შენ ღმერთი შემწყნარებელი ხარ და მოწყალე, სულგრძელი და მრავალწყალობაჲ, და შემნანებელი სიბოროტეთა ზედა.
3 ახლა ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. 3 და აწ, მეუფეო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან, რამეთუ კეთილ არს ჩემდა სიკუდილი, ვიდრე სიცოცხლე.
4 უთხრა უფალმა: მაგრად გამწარდი? 4 და ჰრქუა უფალმან: ფრიად სწუხა შენ? და თქუა იონა: ფრიად და ვიდრე სიკუდიდმდე.
5 გავიდა ქალაქიდან იონა და ქალაქის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს. 5 და განვიდა იონა ქალაქისაგან და შექმნა თჳსად კარავი მუნ წინაშე ქალაქისა. და დაჯდა ქუეშე მისსა შორის ჩრდილისა, ვიდრე არა იხილოს, რაჲ ეყოს ქალაქსა.
6 მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო და იგი იონას თავსზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა. 6 და უბრძანა უფალმან ღმერთმან აყიროსა და აღმოჴდა ზეშთა თავსა იონასსა ყოფად ჩრდილი ზედა კერძო თავისა მისისა დაგრილებისათჳს მისისა ბოროტისა მისგან სიცხისა და განიხარა იონა აყიროსა ზედა სიხარული დიდი.
7 მოავლინა ღმერთმა მეორე დღეს, განთიადისას, მატლი, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი. 7 და უბრძანა ღმერთმან მატლსა განთიადისასა ხუალისაგან და დასცა აყიროსა და განჴმა.
8 მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ მან, ღონემიხდილმა, სიკვდილი ინატრა, თქვა: ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. 8 და იქმნა მეყსეულად აღმოსლვასა მზისასა. და უბრძანა უფალმან ღმერთმან სულსა ცხელსა შემწუელსა და სცა მზემან თავსა ზედა იონასსა და სულმოკლებდა და დაეთხოებოდა სულსა მისსა. და თქუა: კეთილ არს ჩემდა სიკუდილი ჩემი, ვიდრე სიცოცხლე.
9 უთხრა ღმერთმა იონას: მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო? მიუგო: მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე. 9 და თქუა უფალმან იონაჲს მიმართ: უკეთუ ფრიად სწუხ შენ აყიროსა ზედა და თქუა: ფრიად ვწუხ მე, ვიდრე სიკუდიდმდე.
10 უთხრა უფალმა: შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა. 10 და თქუა უფალმან: შენ ჰრიდე აყიროსა ძლით, რომლისა ძლით არა ძჳრად ივნე, არცა განჰზარდე იგი, რომელი ღამესა შინა იქმნა და ღამესა შინა წარწყმდა,
11 აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ასოციათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია. 11 ხოლო მე არა ვჰრიდო ნინევისა ძლით ქალაქისა დიდისა, რომელსა შინა დამკჳდრებულ არიან მის შორის უმრავლესნი ვიდრე ათორმეტნი ბევრნი კაცთანი, რომელთა ვერ ცნეს მარჯუენე მათი, ანუ მარცხენე და საცხოვარი მრავალი?

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე