ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ივდითი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გაუგზავნეს მას მოციქულები სამშვიდობო სიტყვებით და უთხრეს:

1

და მიავლინეს მისა მოციქულნი სიტყჳთა მშჳდობისათა და ჰრქუეს.

2 აჰა, ჩვენ ნაბუქოდონოსორის, დიდი მეფის მსახურნი, განრთხმულნი ვართ შენს წინაშე, გვიყავი, რაც გენებოს. 2 აჰა ესერა, ჩუენ მონანი ნაბუქოდონოსორისნი, მეფისა დიდისანი, შენ წინაშე ვართ. მიმსახურენ ჩუენ, ვითარცა სათნო არს წინაშე შენსა.
3 აჰა, ჩვენი საცხოვრებლები, მთელი ჩვენი მიწა-წყალი, ყანები, ფარები და ნახირი, ფარეხები კარვებითურთ შენს წინაშეა. გამოიყენე, როგორც გენებოს. 3 აჰა ესერა, საყოფელნი ჩუენნი და ყოველნი ღელენი საიფქლენი სამწყსონი ჩუენნი და მროწეულნი და ყოველნი ბანაკნი აგარაკთა ჩუენთანი წინაშე შენსა არიან. იჴმიენ იგინი, ვითარცა სათნო არს წინაშე შენსა, და საყოფელნი ჩუენნი და მკჳდრნი მათ შინა მონანი შენნი არიან. მოვედ და დაიპყრენ იგინი, ვითარცა სათნო არს თუალთა შენთა.
    4 და იყვნენ ჩუენგანნი ყოველნი წესთა შენთა ზედა.
4 აჰა, ჩვენი ქალაქები და მათი მკვიდრნი შენი მონები არიან, მოდი და ისე მოექეცი მათ, როგორც შენს თვალებს ეამება. 5 ჩუენცა და ძენიცა ჩუენნი მონანი შენნი ვართ.
5 მოვიდნენ კაცები ოლოფერნესთან და აუწყეს მას ეს ყველაფერი. 6 მოვედ ჩენდა, მშჳდობისმყოფელო უფალო, და განგჳწესენ მსახურება ჩუენი, ვითარცა სათნო იყოს შენდა. და მივიდეს კაცნი იგი ჰოლომფორესა და უთხრნეს მათ.
6 მერე ჩავიდა თავისი ლაშქრითურთ ზღვისპირეთში და დაიკავა მაღლობზე მდგარი ქალაქები, და აიყვანა მათგან რჩეული კაცები თანამებრძოლებად. 7 და გარდამოიტრა ზღჳსკიდედ იგი და ერი მისი და მოიცუნა ქალაქნი მაღალნი.
    8 და წარმოიყვანნა მათგანნი კაცნი ძლიერნი ბრძოლად.
7 შეეგებნენ მას ეს ხალხი და მთელი მათი შემოგარენი გვირგვინებით, ფერხულით და ბობღნებით. 9 ხოლო მათ შეიწყნარეს იგი და ყოველი სოფლები მათი
    10 გჳრგჳნებითა და ბორობნებითა და ბობღნებითა
8 მან კი დაანგრია ყველა მათი გორაკი და აჩეხა მათი წმინდა ჭალები, რადგან დავალებული ჰქონდა ყველა ღმერთის განადგურება ქვეყანაზე, რათა ყველა ხალხს მხოლოდ ნაბუქოდონოსორისთვის ეცა თაყვანი, ყველა ენასა და ტომს მხოლოდ იგი შეერაცხა ღმერთად. 11 დაარღჳნეს ყოველნი საზღვარნი მათნი და მოკაფეს ყოველი სერტყები მათი.
    12 რამეთუ მოცემულ იყო მისა ბრძანება მოჴოცად ყოველთა კერპთა ქუეყანისათა.
    13 მხოლოდ ნაბუქოდონოსორს მსახურებდენ ყოველნი ნათესავნი და ყოველნი ერნი და ტომები მათი ხადოდენ მას ღმერთად.
9 მიადგა ესდრელონს დოთანის მახლობლად, რომელიც იუდას დიდი მთაგრეხილის წინ მდებარეობს, 14 და მოვიდეს წინაშე პირსა ეზრექოთისასა მახლობელად დოთეასა, რომელ არს წინაშე პრიონსა დიდსა იდუმიასასა.
10 და დაბანაკდნენ გებასა და სკვითთა ქალაქს შორის. ერთი თვე დაჰყო იქ, რათა თავისი ლაშქრისთვის საჭირო მარაგი დაეგროვებინა. 15 და დაიბანაკეს შორის გებეესა საკჳთეპოლისასა, რომელი არს შიბანი. და იყო მუნ თუე ერთ, რათა შეიკრიბოს მუნ ყოველი გუნდი ძლიერებისა მისისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე