ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მალაქია წინასწარმეტყველი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

განაჩენი, სიტყვა უფლისა ისრაელისადმი მალაქიას პირით:

1

მიღებაჲ სიტყჳსა უფლისაჲსა ისრაჱლსა ზედა ჴელითა ანგელოზისა მისისაჲთა.

2 მე შეგიყვარეთ თქვენ, ამბობს უფალი; თქვენ კი ამბობთ, რისთვის შეგვიყვარეო? განა ესავი იაკობის ძმა არ არის? ამბობს უფალი, მაგრამ მე იაკობი შევიყვარე, 2 დაისხენით უკუე გულთა შინა თქუენთა. შეგიყუარენ თქუენ, - იტყჳს უფალი, - და სთქუთ: რაჲსა შორის შემიყუარებ ჩუენ? არა ძმაჲ იყოა ისავ იაკობისი? იტყჳს უფალი, - და შევიყუარე ძე იაკობი,
3 ესავი კი შევიძულე და გავაუკაცრიელე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო. 3 ხოლო ისავი მოვიძულე და დავსხენ საზღუარნი მისნი უჩინოსაქმნელად და სამკჳდრებელი მისი მისაცემელებად უდაბნოჲსა
4 თუმცა ამბობს ედომი: დარბეული ვართ, მაგრამ კვლავ ავაშენებთ ნაოხარსო. ცაბაოთ უფალი ასე ამბობს: ისინი ააშენებენ და მე დავანგრევ: დაარქმევენ მათ სიბოროტის მხარეს და ისეთ ხალხს, რომელსაც სამუდამოდ შემოსწყრა უფალი. 4 მით, რამეთუ თქუეს: უკეთუ იდუმეა დაიქცეს და მივიქცეთ და აღვაშენნეთ ნაოჴარნი მოოჴრებულნი მისნი, - ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - იგინი აშენებდენ და მე დავაქციო და ეწოდოს მათ საზღურებ უსჯულოებისა და ერ, რომლისაგან განყენებულ არს უფალი ვიდრე საუკუნომდე.
5 იხილავენ ამას თქვენი თვალები და იტყვით: იდიდა უფალმა ისრაელის საზღვრებს გარეთ. 5 და თუალთა თქუენთა იხილონ და თქუენ სთქუათ: განდიდნა უფალი ზეშთა ზედაჲთ საზღუართა ისრაჱლისათა.
6 შვილი პატივს სცემს მამას და ყმა - თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო; თქვენ კი ამბობთ: რითი შეურაცხვყავით შენი სახელიო? 6 ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა. და უკუეთუ მამაჲ ვარ მე, სადა არს დიდებაჲ ჩემი? და უკეთუ უფალი ვარ მე, სადა არს შიში ჩემი? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - თქუენ, მღდელთა, განაოხეთ სახელი ჩემი და თქუთ: რაჲსა მიერ განვაოხეთ სახელი შენი?
7 მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე წაბილწული პური და ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ამბობთ: სუფლო ტაბლა შესაზიზღიაო. 7 მოიხუენით მსხუერპლისა საცავისა მომართ ჩემისა პურნი შეგინებულნი და სთქუთ: რაჲსა მიერ შევაგინენით იგინი? თქუმისა მიერ თქუენგან: ტაბლაჲ უფლისაჲ შეურაცხ-ქმნილი არს და ზედა დასხმულნი ჭამადნი შეურაცხნი არიან.
8 ბრმას რომ სწირავთ მსხვერპლად, ბოროტება არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, ბოროტება არ არის? აბა მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონოს ანთუ კეთილად შემოგხედოს? ამბობს ცაბაოთ უფალი. 8 მით, რამეთუ შემო-თუ-სწიროთ ბრმაჲ მსხუერპლისა საცავად, არა ბოროტ არსა? და უკეთუ შემოსწიროთ მკელობელი ანუ სნეული, არა ბოროტ არსა? შესწირე იგი წინამძღვარსა შენსა, უკეთუ მიითვალოს იგი, ანუ ათნოს პირსა შენსა? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.
9 ახლა კი შეევედრეთ ღმერთს, ვინძლო შეგვიწყაღოთ. როგორ შემოგხედოს კეთილად, როცა ეს გამოდის თქვენი ხელიდან? ამბობს ცაბაოთ უფალი. 9 და აწ დაიგეთ პირი ღმრთისაჲ თქუენისაჲ, და ევედრენით მას; რამეთუ ჴელთა შინა თქუენთა იქმნეს ესენი, უკეთუ მე ვიპოო თქუენგან პირი თქუენი? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.
10 რომელმა თქვენგანმა დახშა კარი, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე! არ მეთნევით, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი. 10 მით, რამეთუ თქუენ თანაცა დაჴშულ იქმნენ კარნი და არა აღიხუნეთ მსხუერპლისსაცავად ჩემდა ძღუენი, არა არს ნება ჩემი თქუენდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და მსხუერპლსა არ შევიწირავ ჴელთაგან თქუნთა
11 რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, ამბობს ცაბაოთ უფალი. 11 მით, რამეთუ აღმოსავალთაჲთგან მზისათაჲთ და ვიდრე დასავალთამდე სახელი ჩემი დიდებულ არს წარმართთა შორის და ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა და მსხუერპლი წმიდაჲ; და მით, რამეთუ დიდ არს სახელი ჩემი წარმართთა შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.
12 თქვენ კი შელახეთ იგი თქვენი ნათქვამით: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და ნაყოფი მისი შესაზიზღიაო საჭმელად. 12 ხოლო თქუენ შეაგინებთ მას თქუმისა მიერ თქუენისა: ტაბლაჲ უფლისაჲ მწიკულევანი არს და მას ზედა დაგებულნი ჭამადნი შეურაცხ არიან.
13

ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო. და გძულთ იგი, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული; ძღვენიც ასეთივე მოგაქვთ - როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან? ამბობს უფალი.

13 და სთქჳთ: ესენი ძჳრვნებულობისაგან არიან, და განვბერენ იგინი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, და შემოიხუამთ ნატაცებთა და მკელობელთა და აღშფოთებულთა და შემოსწირავთ მსხუერპლსა, უკეთუ მივითუალავ ამათ ჴელთაგან თქუენთა? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
14 წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც მამალი პირუტყვი ჰყავს ფარაში, მაგრამ დასაჩიხრებულს აღუთქვამს მსხვერპლად უფალს! რადგან დიდი მეფე ვარ მე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და საშინელია ჩემი სახელი ხალხებში. 14 და წყეულ იყავნ კაცი, რომელი შემძლებელ იყოს, და იყოს სამწყსოსა შინა მისსა ვერძი, და აღთქუმაჲ მისი მას ზედა და დაუკლავს უფალსა განხრწნილი მათ, რამეთუ მეფე დიდი ვარ მე, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და სახელი ჩემი ზედსაჩინო არს წარმართთა შორის.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე