ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მიქა წინასწარმეტყველი

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
    1

აწ შეიზღუდოს ასული ეფრემისი ზღუდისა მიერ; შეწყუდევაჲ განაწესა თქუენ ზედა, კუერთხითა სცემდენ ღაწუთა ზედა ტომთა ისრაჱლისათა.

1 შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან. 2 და შენ, ბეთლემ, სახლი ეფრათასი, მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდად ყოფადი, მთავრად ისრაჱლსა ზედა და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა
2 ამიტომ მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს; დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელიანებთან. მ 3 ამისთჳს მისცეს მათ, ვიდრე ჟამადმდე შობისა შუეს. და ნეშტნი ძმათა მისთანი მოიქცენ ძეთა მომართ ისრაჱლისათა
3 ის დადგება და დამწყესავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის სახელის დიდებით, და მობრუნდებიან; რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდმე 4 და დადგეს და იხილოს და მწყსიდეს სამწყსოსა მისსა ძლიერებით უფალი და დიდებისა მიერ სახელისა უფლისა ღმრთისა მათისა იყუნენ მით, რამეთუ განდიდნენ აწ ვიდრე კიდეთამდე, ქუეყანისათა
4 და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარრზებში, მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს. 5 და იყოს ესე მშჳდობაჲ, ოდეს ასურასტანელი მოვიდეს ქუეყანასა ზედა თქუენსა და აღდგენ მის ზედა შჳდნი მწყემსნი და რვანი წყლულებანი კაცთანი
5 დამწყესავენ აშურის ქვეყანას მახვილით და ნიმროდის ქვეყანას მის კართან, და იხსნის აშურისგან, როცა ის მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ჩვენს საზღვრებში მემოდგამს ფეხს. 6 და მწყსიდენ ასსურსა მახჳლისა მიერ და ქუეყანასა ნავროდისსა საზღუარსა შინა მისა, და გიჴსნას შენ ასსურისაგან, ოდეს მოჴდეს ქუეყანასა ზედა თქუენსა და ოდეს ზედაღჴდეს საზღუართა ზედა თქუენთა.
6 და იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის როგორც უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე; აღარ ექნება კაცის იმედი და აღარ დაენდობა ადამიანებს. 7 და ყოს დაშთომილი იაკობისი საშუალ ერთა მრავალთა, ვითარცა ცუარი დავრდომილი უფლისა მიერ და ვითარცა წუეთი კლერტსა ზედა, რათა არ შეკრბეს არცა ერთი, არცა შემტკიცნეს შორის ძეთა კაცთასა.
7 და იქნება იაკობის ნატამალი ხალხებში, უამრავ ერებს შორის როგორც ლომი ტყის ცხოველთა შორის, ლომის ბოკვერივით ცხვრის ფარაში; თუ ჩაიარა, თელავს და გლეჯს და არავინაა მნსნელი. 8 და იყოს დაშთომილი იაკობისი წარმართთა შორის საშუალ ერთა მრავალთა, ვითარცა ლომი საცხოვართა შორის მაღნარსა შინა და ვათრცა ლეკჳ სამწყსოსა შორის ცხოვართასა, ვითარსახედ ოდეს განვლოს და განმმთესველმან მიიტაცოს, და არა იყოს განმარინებელი.
8 აღიმართება შენი ხელი შენს მტრებზე და წარიხოცება ყველა შენი მოწინააღმდეგე. 9 ამაღლდეს ჴელი შენი მაჭირვებელთა ზედა შენთა და ყოველნი მტერნი შენნი მოისრნენ.
9 მაშინ იქნება, ამბობს უფალი, რომ გაგიწყვეტ ცხენებს ქვეყანაში და ეტლებს გაგინადგურებ; 10 და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - და მოვსრნნე ჰუნენი შენნი შორის შენსა და წარვწყმიდნე ეტლნი შენნი
10 გავანადგურებ ქალაქებს შენს ქვეყანაში და დავაქცევ ყველა შენს ციხე-სიმაგრეს; 11 და მოვსპნე ქალაქნი ქუეყანისა შენისანი და აღვიხუნე ყოველნი სიმაგრენი შენნი. და აღვიხუნე ყოველნი გრძნებანი შენნი ჴელთაგან შენთა და აღმომჴმობელნი არა იყუნენ შენდა
11 ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მჩხიბავები;    
12 შეგიმუსრავ კერპებს და სათაყვანო სვეტებს და აღარ დაუწყებ თაყვანისცემას შენსავე ნახელავს; 12 და მოვსპნე ქანდაკებულნი შენნი და ძეგლნი შენნი შორის შენსა. და არღა მერმე ართაყუანის-სცე ქმნულებსა ჴელთა შენთასა.
13 ამოვძირკვავ შენს აშერებს შენი გარემოდან და დავაქცევ შენს ქალაქებს. 13 და აღმოვსჭრნე სერტყებნი საშუალისაგან შენისა და ვაუჩინოვნე ქალაქნი შენნი
14 რისხვითა და გულისწყრომით მოვახდენ შურისგებას ხალხებზე, რომელთაც არ ინდომეს მოსმენა. 14 და ვყო რისხვისა მიერ და გულისწყრომისა მის შურის-ძიებაჲ ნათესავთა შორის მათ წილ, რომელ არა მერჩდეს მე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე