ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ნეემია

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ნეემია ხაქალიას ძის სიტყვები. ქისლევის თვეში, მეოცე წელს, სატახტო ქალაქ შუშანში რომ ვიყავი,

1

და იყო თვესა მას ქასლევსა, წელსა მას მეოცესა არტაშეს მეფისასა, მე ვიყავ შუშ დედაქალაქთა მათ აბირაასთა.

2 ხანანი, ერთ-ერთი ჩემ მოძმეთაგანი, და სხვა რამდენიმე კაცი მოვიდა იუდადან. გამოვკითხე დარჩენილ იუდაელებზე, ტყვეობას რომ გადაურჩნენ, და იერუსალიმზე. 2 და მოვიდა ერთი ძმათა ჩემთაგანი ჩემდა, იგი და კაცნი იუდასნი, და ვკითხე მათ ჴსნილთა მათთჳს, განრინებულთა ტყვეობისა მისგან იერუსალემისათჳს.
3 მითხრეს: ის დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადურჩნენ იქ, ქვეყანაში, დიდ უბედურებაში და დამცირებაში არიან; დანგრეულია იერუსალიმის კედელი, მისი კარიბჭეები კი ცეცხლშია გადაბუგული. 3 და მრქვა მე: განრინებულნი იგი ტყვეობისაგან მათისა მუნ არიან სოფელსა თჳსსა დიდსა ჭირსა და ყვედრებასა, და ზღუდენი იერუსალემისანი დგანან ეგრევე დაჴსნილნი და დარღვეულნი, და ბჭენი მისნი მომწვარ არიან ცეცხლითა.
4 ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი, ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი, ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე; 4 და იყო, რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავჯედ და ვსტიროდე და ვიგლოვდი მრავალ დღე, ვიმარხევდი და თაყუანის-ვსცემდი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა ზეცათასა.
5 ვეუბნებოდი: უფალო, ცათა ღმერთო, ღმერთო დიდებულო და საშინელო, რომელიც აღთქმასა და მადლს უნახავ შენს მოყვარულებს და შენი მცნებების დამმარხველთ! 5 და ვთქუ: უფალო ღმერთო ცისა და ქვეყანისაო, რომელი-ეგე ძლიერ ხარ, დიდ და საშინელ, დაუმარხე აღთქმა შენი და წყალობაჲ მოყუარეთა შენთა და რომელთა დაიცვეს სჯული შენი.
6 დაე, შენი ყური სმენად იყოს და შენი თვალნი გახელილი იყოს, რათა შეიწყნარო შენი მორჩილის ლოცვა, ახლა დღედაღამე რომ შენს წინაშე ლოცულობს ისრაელიანთათვის - შენს მორჩილთათვის და აღიარებს ისრაელიანთა ცოდვებს, რომლებითაც შენ შეგცოდეს; მეც და ჩემმა მამისსახლმაც შევცოდეთ. 6 იყვნედ ყურნი შენნი სმენად და თვალნი შენნი ხედვად, და აწ ისმინე და იხილე ლოცვა მონისა შენისა, რომელთა მე დღეს შევსწირავ შენ წინაშე დღე და ღამე ძეთა მათთჳს ისრაელისათა მონათა შენთა, რომელნი მიეცნეს ჭირსა ცოდვათა ჩუენთათჳს, რომელი-იგი შეგცოდეთ მე და სახლმან მამისა ჩემისამან
7 ჩვენ მეტისმეტად დავაშავეთ შენს წინაშე, არ ვასრულებდით იმ მცნებებს, წესებსა და სამართალს, შენს მორჩილს, მოსეს რომ უბრძანე. 7 ვცოდეთ და გარდასლვით გარდავჴედით და არა დავიმარხეთ სჯული შენი და ბრძანებანი და განკითხვანი შენნი, რომელნი-იგი მამცენ ჩუენ ჴელითა მონისა შენისა მოსესითა.
8 მაგრამ გაიხსენე ის სიტყვა, შენს მორჩილს, მოსეს რომ უბრძანე და უთხარი, თუ შესცოდავთ, ხალხებში გაგაბნევთო; 8 მოიჴსენე, უფალო, სიტყუანი, რომელ ამცენ მოსეს, მონასა შენსა, სთქუ: უკეთუ არა დაიმარხოთ სჯული ჩემი, და მე განგაბნინე თქუენ წარმართთა შორის.
9 მაგრამ თუ მოიქცევით ჩემკენ, დაიმარხავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომც იყოთ გაფანტულნი, იქიდან შეგკრებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო. 9 უკუეთუ მოიქცეთ და დაიმარხოთ სჯული ჩემი, და ჰყვნეთ იგინი, და თუ იყვნეთ განბნეულ ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა და მიერცა, შეგიკრიბნე თქუენ და მოგიყვანნე თქუენ ადგილსა მას, რომელი-იგი გამოვირჩიე და სადა დამკჳდრებულ არს სახელი ჩემი მას ზედა.
10 ისინი ხომ შენი მორჩილნია და შენი ერია, შენი დიდი ძალითა და მაგარი ხელით რომ გამოისყიდე. 10 და აწ, ესერა, მონანი შენნი და ერი შენი, რომელი იჴსენ ძლიერებითა შენითა და დიდითა ძალითა შენითა და მაღლითა მკლავითა
11 გევედრები უფალო, დაე, შენი ყური სმენად იყოს შენი მორჩილის ლოცვისა და იმ შენ მორჩილთა ლოცვების მიმართ, შენი სახელისადმი მოწიწება რომ უყვართ. ახლა კი ხელი მოუმართე შენს მორჩილს და ამ კაცის წინაშე წყალობა აპოვნინე. მე მეფის ღვინისმწდე ვიყავი. 11 ნუ დაგუთხევ ჩუენ ჴელთაგან შენთასა, არამედ იყვნედ ყურნი შენნი მოხედვად ლოცვასა მონათა შენთასა და ისმინე ვედრება მათი, რომელთა ეშინის, უფალო, და წარმართე თხოვა ესე მონათა შენთა დღეს შენ წიაღ და მეც მე პოვნად წყალობისა წინაშე ამის კაცისა, და ვიყავ მე ღვინისმნე მეფისა მის

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე