ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ნეემია

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დიდი დრტვინვა ატყდა ხალხში და მათ დედაკაცებში მათი იუდაელ მოძმეების წინააღმდეგ.

1

და იყო ღაღადებაჲ დიდი ერისა მათისა და ცოლებისა მათისა, კაცისა ძმისა მიმართ თჳსისა.

2 იყვნენ ისეთები, რომელნიც ამბობდნენ: ჩვენ, ჩვენი ქალ-ვაჟებით, ბევრნი ვართ, პური გვინდა ვიშოვოთ, რომ ვჭამოთ და ვიცოცხლოთ. 2 და თქვიან: ძეთა ჩუენთათჳს და ასულთა ჩუენთათჳს, რომელთა მოაკლდა საზრდელი, და მივიდეთ და ვიყიდოთ და ვჭამოთ.
3 იყვნენ ისეთებიც, რომელნიც ამბობდნენ: ჩვენს ყანებს, ვენახებს და სახლებს ვაგირავებთ ამ შიმშილობის ჟამს ხორბლის საშოვრადო. 3 და რომელნიმე იტყოდეს: ყანა ჩუენი და ვენაჴი ჩვენი და სახლნი დაუსხნეთ წინდად, და მოვიღოთ იფქლი.
4 იყვნენ ისეთებიც, რომელნიც ამბობდნენ: ჩვენი ყანების და ვენახების დაგირავებით, ვერცხლს ვსესხულობთ მეფის ხარკის გადასახდელადო. 4 და იყვნეს, რომელნიმე იტყოდეს: მივსცეთ მონაგები ჩუენი და მოვიღოთ ოქროჲ და ვეცხლი, და მივსცეთ ხარკად მეფესა.
5 ახლა, ჩვენს მოძმეთ ისეთივე ხორცი აქვთ, როგორც ჩვენ, მათ ისეთივე ვაჟები ჰყავთ, როგორიც ჩვენ. ჩვენი ვაჟები და ასულები მონებად უნდა მივცეთ, ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი კი უკვე დამონებულია, ძალა აღარა გვაქვს ხელებში. ჩვენი ყანები და ვენახები სხვებს ეკუთვნის. 5 და აწ, ვითარცა ჴორცნი ძმათა ჩუენთანი, არიან ჴორცნი ჩუენნი და, ვითარცა შვილნი მათნი, შვილნი ჩუენნი, და აწ რასა მივსცენით ჩუენ ძენი ჩუენნი მონებად და ასულნი ჩუენნი წარვიდეს მძლავრებით და არა არს ჴელთა შინა ჩუენთა ძალი, რომლითამცა ვიჴსნენით იგინი.
6 ძალიან მეწყინა, როდესაც მათი დრტვინვა და ასეთი სიტყვები მოვისმინე. 6 და შევწუხენ მე ფრიად, რაჟამს მესმა ღაღადებაჲ მათი და სიტყუაჲ მათი.
7 მაგრამ გულმა მიკარნახა და დავა დავუწყე დიდებულებს, თავკაცებს და ვუთხარი თქვენს მოძმეთაგან ვახშს იღებთ-მეთქი. მათ წინააღმდეგ დიდი კრებული მოვიწვიე. 7 განვიზრახევდი გონებასა ჩემსა და ვიწყე ლალვად პატიოსანთა მათ მიმართ და მთავართა მათთა და ვარქუ მათ: თქუენ ხართ, რომელნი მოჴდით ხარკსა ძმათაგან თქუენთა და უბრძანე მათ ყოფად კრებულ დიდად.
8 და ვუთხარი: წარმართებს მიყიდული ჩვენი იუდაელი მოძმენი გამოვისყიდეთ, რამდენადაც შეგვეძლო თქვენ კი საკუთარ ძმებს ყიდით და ჩვენ გვეყიდებიან ისინი. ისინი კი დუმდნენ, სიტყვას ვერ პოულობდნენ. 8 და ვეტყოდე მათ: ჩუენ ვიჴსნნეთ ძმანი ჩუენნი ურიანი, რომელნი-იგი განყიდნეს წარმართთა შორის, რომელი ჩუენ ვერა გულისხმა-ვყავით, და თქუენ განყიდენით იგინი. და დადუმნეს და ვერა რა მომიგეს.
9 ვუთხარი: არ არის კარგი ეს საქმე, თქვენ რომ აკეთებთ. განა ჩვენი ღმერთის შიშით არ უნდა დადიოდეთ, რათა ხალხებისგან და ჩვენი მტრებისგან სირცხვილი აიცილოთ? 9 და ვთქუ: არა კეთილ არს საქმე ეგე, რომელსა თქუენ იქმთ, რამეთუ არა გეშინის თქუენ ღმრთისა, და ამისთჳს ვერ განვერენით ჩუენ ყუედრებისაგან წარმართთა და მტერთა ჩუენთასა.
10 მე, ჩემი ძმებიცა და ბიჭებიც, ვალად ვაძლევდით ვერცხლსა და ხორბალს. მოდით, მივუტევოთ მათ ეს ვალი. 10 და ვარქუ ძმათა ჩემთა და მეცნიერთა: თქუენცა გეტყჳ, მივსცეთ ვეცხლი და ნაყოფი ჩუენი საჴსრად, რომელსა ითხოვენ ხარკისმომჴდელნი იგი.
11

დღესვე დავუბრუნოთ მათი ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, ასეულობით ვერცხლი, პური, ღვინო და ზეითუნის ზეთი, სარგებელში რომ აიღეთ მათგან.

11

და ვიჴსნნეთ დღეს არენი და ვენაჴნი და ზეთისხილოვანნი და ნერგნი მაგათნი ვეცხლითა ჩუენითა, და იყიდონ იფქლი და ღჳნო და ზეთი და მოართვან მაგათ.

12 თქვეს: დავუბრუნებთ, და აღარ მოვთხოვთ. ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ. მღვდელს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რათა ის სიტყვა შეესრულებინათ. 12 და ჰრქუეს მთავართა მათ და სხუათა მათცა დიდ-დიდთა: მოვაქციოთ მუნვე მათგან, არა მოვიღოთ და ეგრეთვე ვყოთ ყოველმან, ვითარცა-იგი გჳბრძანე. და მოუწოდე მღდელთა მათ და ვაფიცენ იგინი ამას სიტყუასა.
13 გამოვიბერტყე ჩემი სამოსლის უბე და ვთქვი: ასე გამობერტყოს-მეთქი ღმერთმა თავისი სახლიდან და მამულიდან ყველა ის კაცი, რომელიც ამ სიტყვას არ შეასრულებს; ასე იყოს-მეთქი გაბერტყილი და გამოცარიელებული. და თქვა მთელმა კრებულმა: ამინ! და განადიდა უფალი. ხალხმა შეასრულა ეს სიტყვა. 13 და საბლარდელი იგი ჩემი განვყარე მაგრიად და ვთქუ: ესრეთ დაყარენ ღმერთმან ყოველი კაცი, რომელმან არა აღასრულნეს სიტყუანი ესე, ცხორებისაგან თჳსისა და ადგილისაგან თჳსისა, ესრეთ დაყრილ და დაცჳვნებულ იყავნ ცხორებისაგან თჳსისა. და თქუა ყოველმან ერმან კრებულისამან: ამენ. და აკურთხეს უფალი. ყვეს და აღასრულეს ყოველმან კრებულმან სიტყუაჲ ესე
14 იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას ქვეყანაში ოლქის განმგებლობა მიბრძანა, მეფე ართახშასთას მეოცე წლიდან ოცდამეთორმეტე წლამდე - თორმეტი წლის განმავლობაში მე ჩემს მოძმეებთან ერთად ოლქის განმგებლის პური არ მიჭამია. 14 და მიერ დღითგან, ვინათგან უბრძანე, რათა არა იყუნენ იგინი მთავრად იუდასა ზედა, მეოცით წლითგან ვიდრე მეოცდაათ წლადმდე, მეორედ არტაშეს მეფისა ათორმეტ წელ, და მე და ძმანი ჩემნი ვიყვენით მთავრად, მძლავრობით ჩუენ არავისი ვჭამეთ და არცა ვსუთ.
15 წინანდელი ოლქის განმგებელნი, ჩემამდე რომ იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და, ორმოცი შეკელის გარდა, პურს და ღვინოსაც ართმევდნენ; ამის გარდა, მათი ნაშიერები ხალხზე ბატონობდნენ. მე კი, ღვთის შიშის გამო, ასე არ ვიქცეოდი. 15 და რომელნი-იგი ჰმძლავრობდეს პირველად და დაამძიმეს მათ. და მოუღეს პური და ღჳნო და სხუაჲ ყოველი, ვეცხლი ორმეოცი დიდრაქმა, მივეც უფალთა თჳსთა და განვაყენენ იგინი მთავრობისა მისგან ერისასა და მე არა ვიყავ მათებრ შიშისა მისთჳს ღმრთისა.
16 ამავე დროს კედელზე მუშაობას ვაგრძელებდი. ყანას აღარ ვყიდულობდით და ჩემი ბიჭებიც იქ გროვდებოდნენ სამუშაოდ. 16 და განმარჯვებულ იყო საქმე იგი ზღუდისა მის, და არავის ვჰმძლავრე და მოუღე რა, ანუ ვენაჴი. გინა თუ სხუა რა, და ყოველნივე იყუნენ დაყუდებულ საქმესა ზედა ზღუდისასა.
17 ჩემს სუფრასთან ასორმოცდაათი კაცი მყავდა: იუდაელები, თავკაცები და ჩვენს გარშემო მცხოვრები ხალხიდან მოსულნი. 17 და ას ოდენ კაც ურიათგანი და სხუანი, რომელნი-იგი მივიდოდეს წარმართთაგანნი ჩუენდა,. რომელნი იყუნეს გარემოს ჩუენსა, მე მოვიყვანნი. და დავირთნი პურსა ჩემსა.
18 აი, რა მზადდებოდა ერთი დღისთვის: ერთ ხარს, ექვს გამორჩეულ ცხვარს და ფრინველებს მიმზადებდნენ. ათი დღის მანძილზე ბევრი ნაირგვარი ღვინო იხარჯებოდა. ამასთან ერთად ოლქის განმგებლის პურს არ ვითხოვდი, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის სამუშაო. 18 და მეყვის დღეს ერთი ჟუჟარაკი და ექუსი ცხოვარი რჩეული და ერთი წელიწადეული კრავი, ესე იყო დღისა ჩემისა როჭიკი და შუა ვყვი ათი დღე და ურიდად ვსმიდი ღჳნოსა, და არავისი მოვიღი მძლავრებით პური, ანუ ღჳნო ყოველთაგან, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ მძიმე იყო საქმე იგი ერისა მის
19 ყველაფერი სასიკეთოდ გამიხსენე, ღმერთო ჩემო, რაც ამ ხალხისთვის გამიკეთებია. 19 მომიჴსენენ მე ღმერთმან კეთილსა შინა, ვითარცა-იგი ვყავ მე ყოვლისა მის ერისათჳს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე