ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ოსია წინასწარმეტყველი

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მსჯავრი დაედება სამარიას, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან, მათი ბავშვები აიკუწებიან და მათი ორსულნი გაიფატრებიან.

1

უჩინო იქმნეს სამარია, რამეთუ წინააღმდგომ იქმნა ღმრთისა მიმართ მისისა, მახჳლისა მიერ დაეცნენ, და მძუძებანი მათნი უჩინო იქმნენ და მუცელქმნულნი მათნი განიბძარნენ.

2 მოიქეც, ისრაელ, უფლისკენ, შენი ღვთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე. 2 მოიქეც, ისრაჱლ, უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა მით, რამეთუ მოუძლურდი უსამართლოებათა მიერ შენთა.
3 შეიგონეთ სიტყვები და მიიქეცით უფლისკენ. უთხარით, სრულიად აგვხადე-თქო უკეთურება, მიითვალე სიკეთე და ხბოების ნაცვლად ჩვენს ბაგეებს შემოგწირავთ-თქო მსხვერპლად. 3 მიიხუენით თავთა თქუენთა თანა სიტყუანი, და მოიქეცით უფლისა მიმართ, არქუთ მას: ძალ-გიც მიტევებად ცოდვათა, რამეთუ არა მიიღოთ სიცრუე, და მოიღოთ კეთილი, და მივაგოთ ნაყოფი ბაგეთა ჩუენთა და განშუენდენ კეთილითა გულნი თქუენნი.
4 ვეღარ გვიხსნის-თქო აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ-თქო ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ შენში ჰპოვებს შებრალებას ობოლი. 4 ასურ ვერ მიჴსნეს ჩუენ, ცხენთა არა ავსხდეთ, არღარა ვთქუათ: ღმერთნი ჩვენნი ქმნილნი ჴელთაგან კაცთაჲსა, რომელი არს შენ შორის, ობოლი შეიწყალოს,
5 განვკურნავ მათ განდგომილებისგან და ნებისაებრ შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი. 5 და განვკურნო საყოფელი მათი და შევიყუარნე იგინი ერთბამად, რამეთუ მოიქცა გულისწყრომა ჩემი მათგან.
6 ვიქნები ცვარი ისრაელისთვის; აყვავდება როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს. 6 ვეყო, ვითარცა ცუარი ისრაჱლსა, აყუავნეს, ვითარცა შროშანი. დ, განიბნეს ძრნი მისნი, ვითარცა ლიგანმან.
7 განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი. 7 ვიდოდინ რტონი მისნი, და იყოს, ვითარცა ზეთისხე ნაყოფიერი, და საყნოსი მისი, ვითარცა გუნდრუკი.
8 დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომარენი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს. 8 მოიქცენ და დასხდენ საფარველსა ქუეშე მისსა. ცოცხალ იყუნენ და განმტკიცნენ იფქლითა, და აღყუავნეს, ვითარცა ვენაჴი, საჴსენებელი მისი, ვითარცა ღჳნოჲ ლიბანისაჲ.
9 რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და მივხედავ მას; მე ამწვანებული ალვა ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი. 9 ეფრემსა - რაჲ არს მისი და კერპთაჲ? მე დავამდაბლე იგი და განვაძლიერო იგი. მე, ვითარცა ნაძჳ შროშანი ამაღლებული. ჩემგან ნაყოფი შენი იპოოს.
10 ვინც ბრძენია, შეიგნოს ეს; ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი ადგანან მას, განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე. 10 ვინ არს ბრძენ და გულისხმა-ყუნეს ესენი? გულისხმიერ და ცნეს ესენი მით? რამეთუ წრფელ არიან გზანი უფლისანი და მართალნი ვიდოდიან მათ ზედა, ხოლო უთნონი მოუძლურდენ მათ ზედა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე