ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ოსია წინასწარმეტყველი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო, რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან რ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის შემეცნება ქვეყანაზე.

1

ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ არს მკჳდრთა თანა ქუეყანისათა, რამეთუ არა არს ჭეშმარიტება, არცა წყალობა და არცა მეცნიერება ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა.

2 წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს. 2 წყევა და სიცრუვე, კლვა და პარვა და სიძვა განფენილ არს და სისხლთა სისხლსა შერევენ.
3 ამიტომაც მოთქვამს მიწა, ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაუჩინარდნენ. 3 ამისთჳს იგლოვდინ ქუეყანაჲ და დასულბენ ყოველნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან, მჴეცნი უდაბნოსანი და მფრინველნი ცათანი და თევზნი ზღჳსანი მოკრბენ.
4 არავინ იდავოს, არავინ იყოს მამხილებელი, რადგან შენი ერი მღვდელს ედავება. 4 და არა ვინ იყოს განმსჯელ მათა და არცა მამხილებელ, ხოლო ერი ჩემი, ვითარცა მღდელი მაშფოთებელი.
5 წაიფორხილებ დღისით და წაიფორხილებს ღამით წინასწარმეტყველიც შენთან ერთად; და მე მოვსპობ დედაშენს. 5 მოუძლურდენ დღენი და მოუძლურდენ წინაწარმეტყუელნი შენ თანა, და ღამესა დავადუმო დედა შენი.
6 მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან; დავიწყებული გაქვს ჩემი რჯული და მეც დავივიწყებ შენს შვილებს. 6 მიემსგავსა ერი ჩემი მათ, რომლისა თანა არა იყო მეცნიერება, რამეთუ შენ განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო, ვინათგან დაივიწყე სჯული ღმრთისა შენისა, მეცა დავივიწყო ძენი შენნი.
7 რაც უფრო მრავლდებიან, მით უფრო სცოდავენ ჩემს წინაშე; მათ პატივს სირცხვილად შევცვლი. 7 სიმრავლისაებრ მათისა შემცოდეს მე, ეგრეთვე დიდება მათი სირცხჳლად გარადავსცვალო.
8 ცოდვებით იკვებება ჩემი ერი და უკეთურებისკენ მიუწევთ გული. 8 ცოდვასა ჭამენ ერი ჩემი და უსჯულოებამან მათმან აღამცირნა სულნი მათნი.
9 მღვდელი და ერი ერთი შეიქნა; მსჯავრს დავდებ მათ მათი გზების გამო და მივაგებ მათ მათი საქმეების გამო. 9 ვითარცა იყვნენ ერი, ეგრეთვე მღდელნი, და შურ-ვიგო მათ ზედა გზათაებრ მათგან და გულისსიტყუათაებრ მათისა მივაგო მათ.
10 შეჭამენ და ვერ გაიგებენ გაძღომას, იბოზებენ და ვერ გამრავლდებიან, რადგან დაივიწყეს უფლის სამსახური. 10 სჭამდენ, ვერ განძღენ, მრუშობდენყე და არ დასცხრეს, ამისთჳს დაუტევეს უფალი არა დაცვითა.
11

ბოზობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული.

11

სიძვამან, ღჳნომან და ანკანაკებამან გულნი მიუღნეს.

12 ჩემი ერი ხეზე მკითხაობს და მისი ტოტი უცხდებს მას, რადგან ბოზობის სულმა შეაცდინა ისინი და განუდგნენ თავიანთ ღმერთს. 12 ერი ჩემი შეშისა მიერ იმისნვიდა და კუერთხებითა მითხრობდენ. აჰა, სულმან სიძვისამან შეაცთუნა და იმრუშეს ღმრთისაგან მათისა.
13 მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და გორაკებზე აკმევენ საკმეველს მუხის, ჭადრისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამურია მათი ჩრდილი; ამიტომ ბოზობენ შენი ასულები და მრუშობენ შენი რძლები. 13 თხემთა მათთასა უზორვიდენ და ბორცვებთა ზედა დასწვიდენ რკოსა ქუეშე და ხესა ჩრდილოანსა, რამეთუ კეთილ არს საფარველი: ამისთჳს ისიძვენ ასულნი თქუენნი და სძალნი თქუენნი იმრუშებენ.
14 როგორ არ მოვკითხო შენს ასულებს, როცა ბოზობენ, და შენს რძლებს, როცა მრუშობენ, რადგან მამაკაცები ბოზ ქალებთან დაეთრევიან და როსკიპებთან ერთად სწირავენ მსხვერპლს; უმეცარი ხალხი კი იღუპება. 14 და არა მოვიხილო მე ასულთა თქუენთა ზედა, ოდეს ისიძვიდენ, არცა სძალთა თქუენთა ზედა, ოდეს იმრუშებდენ, რამეთუ იგინი მეძავთა თანა შეისვარვოდეს და მგებელთა თანა უზორვიდეს და ერი გულისხმისმყოფელი შეეთხზვოდა მეძავთა თანა.
15 თუ შენ ბოზობ, ისრაელო, იუდა მაინც ნუ შესცოდავს; ნუ ივლის გილგალში, ნუ ავა ბეთ-ავენში, ნუ დაიფიცებს: ცოცხალიმც არის უფალიო! 15 ხოლო შენ, ისრაჱლ, ნუ უმეცარ ხარ, და იუდა, ნუ შეხუალთ გალგალად და ნუ აღხუალთ სახიდ მიმართ უსამართლოებისა, და ნუ ჰფუცავთ ცხოველსა უფალსა,
16 რადგან ჯიუტი ფურივით ჯიუტია ისრაელი; როგორ აძოვოს ახლა ისინი უფალმა, როგორც ცხვარი, ვრცელ საძოვარზე? 16 ვითარცა დიაკეული მტრიობალი, მტრიობალ იქმნა ისრაჱლი. აწ აძოვნეს იგინი უფალმან, ვითარცა კრავნი, ფართოსა შინა.
17 შეეკრა კერპებს ეფრემი, დაეხსენი. 17 შემყოფმან კერპთამან ეფრემ დაუდვა მას საბრჴე, სათნო იყუნა ქანანელნი,
18 გამოუნელდებათ სიმთვრალე და ბოზობას იწყებენ, შეეჩვიენ სირცხვილს მისი მთავრები. 18 მსიძავნი განმეძვნეს, შეიყუარეს უპატიოებაჲ ფრტჳნვისაგან მისისა.
19 გაახვევს მათ ქარი თავის ფრთებში და მათ შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლისა. 19 სტჳნვაჲ სულისაჲ სტჳნავს შორის ფრთეთა მისთა და ჰრცხუენოდის მსხუერპლისსაცავთა მისთაგან.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე