ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ოსია წინასწარმეტყველი

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისმინეთ ეს, მღვდლებო, გაიგონეთ, ისრაელის სახლო, ყურადიღე, მეფის სახლო! რადგან მსჯავრი გადევთ, რადგან მახედ ექციათ მიცფას და თაბორს - მოსროლილ სათხევლად.

1

ისმინეთ ესე მღდელთა, და მოხედეთ სახლმან ისრაჱლისამან და სახლმან მეფისამან ყურად-იღეთ მით, რამეთუ თქუენდა მიმართ არს სასჯელი, რამეთუ მახე ექმნუნით სამსტუროსა.

2 თავიანთი მსხვერპლშეწირვებით ცოდვაში ჩაეფლნენ განდგომილნი, მაგრამ ყველას ვასწავლი ჭკუას. 2 და ვითარცა ბადე განმარტებული ოლესა ზედა,
3 მე ვიცნობ ეფრემს და ვერ დამემალება ისრაელი, რადგან შენ ბოზობ ახლა, ეფრემ, და წაბილწულია ისრაელი. 3 რომელი მომნადირებელთა ნადირისათა დაარწყუეს, ხოლო მე მწურთელი თქუენი. ვიცან ეფრემ და ისრაელი არ განმეყენა ჩემგან მით, რამეთუ აწ განმეძვნა ეფრემ, შეიბილწა ისრაჱლ.
4 ჩადენილი საქმეები არ ანებებენ თავიანთი ღმერთისან მიქცევას, რადგან ბოზობის სულია მათ წიაღში და უფალს ვერ ცნობენ. 4 არ მოსცნეს განზრახვანი მათნი მოქცევად ღმრთისა მომართ მათისა, რამეთუ ასული სიძვისაჲ მათ შორის არს, ხოლო უფალი არა იცნეს.
5 თავისი სიამპარტავნე ამხილებს ისრაელს; წაიფორხილებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ცოდვების გამო, წაიფორხილებს იუდაც მათთან ერთად. 5 და დამდაბლდეს გინებაჲ ისრაჱლისაჲ წინაშე პირსა მისსა, და ისრაჱლი და ეფრემ მოუძლურდენ სიცრუეთა მათთა შინა და მოუძლურდეს იუდაჲცა მათ თანა.
6 თავიანთ ცხვარ-ძროხასთან ერთად წავლენ უფლის საძიებლად, მაგრამ ვერ იპოვნიან; განერიდა მათ. 6 ცხოვართა თანა და ზუარაკთა ვიდოდენ გამოძიებად უფლისა და არა პოოს უფალი იგი, მიაქცია მათგან,
7 უღალატეს უფალს, რადგან უცხოთა შვილებს შობენ; ამიერიდან მახვილი შეჭამს მათ წილხვედრითურთ. 7 რამეთუ უფალი დაუტევეს, რამეთუ ასულნი უცხონი შვნეს მათგან და აწ შეჭამნეს იგინი სრსჳლმან, და ნაწილნი,
8 ჩაჰბერეთ ბუკს გიბყაში, საყვირს რამაში, დაეცით ყიჟინა ბეთავენში: მოგყვებით, ბენიამინ! 8 და ჰნესტუეთ ნესტუთა ბორცუთა და იღაღადნეს მაღალთა ზედა, ქადაგი სახლსა არონისსა განჰკრთა, ბენიამენ,
9 უდაბნოდ იქცევა ეფრემი განკითხვის დღეს; ისრაელის შტოებში გამოვაცხადე ჭეშმარიტება. 9 ეფრემ განსარყუნელად შეიქმნა დღეთა შინა მხილვებისათა ტომთა შორის ისრაჱლისათა ვაჩუენენ სარწმუნონი,
10 სამანის გადამნაცვლებლებივით არიან იუდას მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას. 10 იქმნნეს მთავარნი იუდასნი, ვითარცა გარდამცვალებელნი საზღუართანი. მათ ზედა მივჰფინო, ვითარცა წყალი, მიმართებანი ჩემნი.
11 დათრგუნულია ეფრემი, მსჯავრით გათელილი რადგან გადაწყვიტა კერპებს გაჰყოლოდა. 11 ჰმძლავრა ეფრემმან მოსაჯულსა მისსა, დათრგუნა მსჯავრი, რამეთუ იწყო სლვად უკანა ამაოთასა.
12 ჩრჩილად გავუხდები ეფრემს და მჭამელად - იუდას სახლს. 12 და მე, ვითარცა შფოთი ეფრემისი და ვითარცა საწერტელი სახლისა იუდაჲსი.
13 დაინახა ეფრემმა თავისი სენი და იუდამ თავისი ჭრილობა; წავიდა ეფრემი აშურში და შეუთვალა იარებ მეფეს; მაგრამ ის ვერ შესძლებს თქვენს განკურნებას და ჭრილობებს ვერ მოგიშუშებთ. 13 იხილა ეფრემ სნეულება მისი და იუდა სალმობა მისი. და წარვიდა ეფრემ ასურასტანელთა მიმართ და მიავლინნა მოციქულნი მეფისა მიმართ იარიმისსა, და იგი ვერ შემძლებელ იქმნეს გამოჴსნად თქუენდა და ვერ დააცხროს თქუენგან სალმობა
14 რადგან მე ლომივით ვექცევი ეფრემს და ლომის ბოკვერივით - იუდას სახლს; დავგლეჯ და წავალ, გავიტაცებ და ვერავინ იხსნის. 14 მით, რამეთუ მე ვარ, ვითარცა ვეფხი ეფრემისსა და ვითარცა ლომი სახლისა იუდაჲსსა. და მე ვიწყო, და წარვიდე, და მოვიღო და არა იყოს განმარინებელ.
15 წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს; გაუჭირდებათ და მომძებნიან. 15 წარვიდე და მივიქცე ადგიდ ჩემდა, ვიდრე არა უჩინო იქმნენ და ეძიებდენ პირსა ჩემსა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე