ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:

1

ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

2 თითოეულმა ისრაელიანმა თავის დროშასთან, თავისი მამისსახლის სანიშნოებთან დაიბანაკოს; სადღესასწაულო კარვის ირგვლივ დაიბანაკოს. 2 კაცად-კაცადმან მახლობელად განწესებასა თჳსსა მსგასად უწყებასა თჳსსა სახლად-სახლად და ტომად-ტომად დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა გარემო კარავსა წამებისასა.
3 წინა მხარეს, აღმოსავლეთით, იქნებიან დაბანაკებულნი: იუდას ბანაკის დროშა მათი ლაშქრების მიხედვით და იუდიანთა თავკაცი ნახშონ ყამინადაბის ძე, 3 დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა და რომელთა დაიბანაკონ პირველად აღმოსავალით განწესებულმან ბანაკმან იუდაჲსმან ძალითურთ მათით და მთავარ ძეთა იუდაჲსთა, ნაასონ, ძე ამინადაბისი,
4 და მისი ლაშქარი რიცხვით სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი კაცი. 4 ძალი მისი აღხილული სამეოცდაათოთხმეტ ათას და ექუსას.
5 მის გვერდით დაბანაკებული იქნებიან ისაქარის შტო და ისაქარიანთა თავკაცი ნათანაელ ცუარის ძე, 5 და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან იზაქარისმან და მთავარმან ძეთა ისაქარისთა, ნათანაელ, ძემან სოგორისმან.
6 და მისი ლაშქარი რიცხვით ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი კაცი. 6 ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათოთხმეტ ათას და ოთხას და
7 ზებულონის შტო და ზებულონის თავკაცი ელიაბ ხელონის ძე, 7 რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ზაბულონისმან და მთავარმან ძეთა ზაბულონისთა, ელიაბ, ძე ქიროსისი,
8 და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი კაცი. 8 ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაშჳდ ათას და ოთხას.
9 იუდას ბანაკს მიეთვალა სულ ასოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით; პირველად ესენი უნდა დაიძრან. 9 ყოველნი აღრაცხილნი ნათესავთა თანა იუდაჲსთა ასოთხმეოცდაექუს ათას და ოთხას ძალითურთ მათით, პირველად აღიძრნენ.
10 სამხრეთით რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და რეუბენიანთა თავკაცი ელიცურ შედეურის ძე, 10 განწესებული ბანაკი რუბენისი ჩრდილოჲთ ძალითურთ მათით და მთავარი ძეთა რუბენისთაჲ - ელისურ, ძე ედიორისი.
11

და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაექვსი ათას ხუთასი კაცი.

11

ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაექუს ათას და ხუთას.

12 დაბანაკებული იქნებიან მის გვერდით სიმონის შტო და სიმონიანთა თავკაცი შელუმიელ ცურიშადაის ძე, 12 და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან სჳმეონისმან და მთავარმან ძეთა სჳმეონისთა - სალამიელ, ძემან სურისადაჲსმან.
13 და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი კაცი. 13 ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათცამეტ ათას და სამას.
14 გადის შტო და გადიანთა თავკაცი ელიასაფ რეღუელის ძე, 14 და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან გადისმან და მთავარ ძეთა გადისთა - ელისაფატ, ძე რაგუჱლისი.
15 და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი კაცი. 15 ძალი მისი აღხილული - ორმეოცდახუთ ათას ექუსას და ერგასის.
16 რეუბენის ბანაკს მიეთვალა სულ ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მეორენი ესენი უნდა დაიძრან. 16 ყოველნივე აღრაცხილ ბანაკსა თანა რუბენისსა - ასერგასის და ერთ ათას და ოთხას და ერგასის ძალითურთ მათით.
17 მერე დაიძრება სადღესასწაულო კარავი, ლევიანთა ბანაკი ბანაკებს შორის იქნება. როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე უნდა იყვნენ გზაშიც, თითოეული თავის დროშასთან. 17 მეორედ აღიძრნენ და აღიღონ კარავი წამებისაჲ და ბანაკი ლევიტელთაჲ შორის ბანაკთა, ვითარცა დაიბანაკონ, ეგრეცა აღიძრნენ თითოეულად მახლობელად განწესებასა მათსა.
18 დასავლეთით ეფრემის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და ეფრემიანთა თავკაცი ელიშამაყ ამიჰუდის ძე, 18 განწესებული ბანაკი ეფრემისი ზღჳთ ძალითურთ მათით და მთავარი ძეთაგანი ეფრემისთაჲ.
19 და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცი ათასი ხუთასი. 19 ელისამა, ძე ემეუდისი, ძალი მისი აღხილული ორმეოც ათას და ხუთას.
20 მის გვერდით მენაშეს ტომი და მენაშეანთა თავკაცი გამალიელ ფედაცურის ძე, 20 და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან მანასჱსმან და მთავარ ძეთაგან მანასჱსთა გამალიელ ძემან ფადასორისმან.
21

და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი.

21

ძალი მისი აღხილული - ოცდაათორმეტ ათას და ორას.

22 ბენიამინის შტო და ბენიამინიანთა თავკაცი აბიდან გიდეონის ძე, 22 და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ბენიამისმან და მთავარი ძეთა ბენიამისთაჲ - აბიდან, ძე გედეონისი.
23 და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი კაცი. 23 ძალი მისი აღხილული - ოცდაათხუთმეტ ათას და ოთხას, რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ბენიამენისამან და მთავარი ძეთა ბენიამენისთაჲ - აბედან, ძე გედეონისი. ძალი მისი აღხილული - ოცდათხუთმეტ ათას და ორას.
24 ეფრემის ბანაკს მიეთვალა სულ ასრვა ათას ასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მესამენი დაიძრებიან ესენი. 24 ყოველნი აღრაცხილ ბანაკთა თანა ეფემისთა ასდარვა ათას და ორა ძალითურთ მათით.
25 ჩრდილოეთით დანის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და დანიანთა თავკაცი ახიყეზერ ყამიშადაის ძე, 25 მესამედ აღიძრნედ განწესებული ბანაკი დანისი ჩრდილოჲთ ძალითურთ მათით, და მთავარი ძეთა დანისთაჲ - აქეზერ, ძე ამისადისი.
26 და მისი ლაშქარი, რიცხვით სამოცდაორი ათას შვიდასი კაცი. 26 ძალი მათი აღხილული - სამეოცდაორ ათას და შჳდას.
27 მის გვერდით იქნებიან დაბანაკებულნი აშერის შტო და აშერიანთა თავკაცი ფაგიელ ყაქრანის ძე, 27 და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ასერისმან და მთავარ ძეთა ასერისთა - ფაგელ, ძე ექრანისი.
28 და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაერთი ათას ხუთასი კაცი. 28 ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაერთ ათას და ხუთას.
29 ნაფთალის შტო და ნაფთალიანთა თავკაცი ახირაყ ყენანის ძე, 29 და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ნეფთალისმან და მთავარი ძეთა ნეფთალემისთაჲ - აქირე, ძე ენანისი.
30 და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი. 30 ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათ ათას და ოთხას.
31

დანის ბანაკს მიეთვალა სულ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი კაცი. უკანასკნელნი უნდა დაიძრნენ ესენი თავიანთი დროშებით.

31

ყოველნი აღრაცხილნი ბანაკსა თანა დანისსა ასერგასისდაშჳდ ათას და ექუსას ძალითურთ მათით. უკანაჲსკნელ აღიძრნენ მსგავსად განწესებულებისა მათისა.

32 ეს არის ისრაელიანთა რიცხვი მათი მამისსახლების მიხედვით. მათი სრული რიცხვი ბანაკებში მათი ლაშქრებისდა მიხედვით იყო ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი. 32 ესე რიცხჳ ძეთა ისრაჱლისათაჲ და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ და ყოველი აღხილვაჲ ბანაკთა მათთა ძალითურთ მათით ექუსას ათას და სამ ათას და ხუთას და ერგასის.
33 ლევიანები არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. 33 ხოლო ლევიტელნი არა შეარაცხნეს მათ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
34 ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. ასე ბანაკდებოდნენ თავ-თავისი დროშების მიხედვით და ასე მგზავრობდნენ თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით, მამისსახლებად. 34 და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ესრესახედ დაიბანაკეს მსგავსად განწესებულებასა მათსა და ესრეთ აღიძრნიან თითოეულად მახლობელად ტომად-ტომად მათა მსგავსად სახლად-სახლად მამათა მათთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე