ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი ოცდამეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აი, ისრაელიანთა მგზავრობანი, როცა გამოვიდნენ ისინი ეგვიპტიდან ლაშქარ-ლაშქარ მოსესა და აარონის წინამძღოლობით.

1

და ესე არიან საბანაკონი ძეთა ისრაჱლისათანი, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით ძალითურთ ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა.

2 აღწერა მოსემ უფლის ბრძანებით მათი გამოსვლა და მგზავრობანი. აი, მათი მგზავრობანი გამოსვლისას. 2 და დაწერა მოსე სლვაჲ მათი და სადგურები მათი სიტყჳთა უფლისათა. და ესე არს სადგურები სლვისა მათისაჲ.
3 რამზესიდან გაემგზავრნენ პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს; პასექის მეორე დღეს გავიდნენ ისრაელიანები გაბედულად მთელი ეგვიპტის თვალწინ. 3 და იძრნეს რამესეთ თუესა პირველსა, მეათხუთმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, ხვალისაგან ზატიკსა გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ჴელითა მაღლითა წინაშე ყოველთა ეგჳპტელთა.
4 მარხავდნენ ეგვიპტელები პირმშოებს, რომლებიც დაუხოცა მათ უფალმა, და მათ ღმერთებსაც მიაგო სასჯელი უფალმა. 4 და ეგჳპტელნი დაჰფლვიდეს ყოველთა მათ, რომელნი მოსრნა უფალმან მათგანნი, ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა და შორის ღმერთთა მათთა ყო უფალმან შურისგებაჲ.
5 გაემგზავრნენ ისრაელიანები რამზესიდან და სუქოთში დაბანაკდნენ. 5 და იძრნეს ძენი ისრაჱლისანი ჰრამესეთ და დაიბანაკეს სოკქოთს.
6 გაემგზავრნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში რომელიც უდაბნოს კიდეზე მდებარეობს. 6 და იძრნეს სიკქოთით და დაიბანაკეს უთანს, რომელ არს ნაწილი უდაბნოჲსაგანი.
7 გაემგზავრნენ ეთამიდან და გაემართნენ ფი-ჰახიროთისკენ, რომელიც ბაალ-ცაფონის ზემოთ მდებარეობს, და მიგდოლის წინ დაბანაკდნენ. 7 და იძრნეს უთანით და დაიბანაკეს პირსა ზედა ეთრონისასა, რომელ არს მართლ ბეელსეპფონსა და დაიბანაკეს წინაშე მაგდოლასა.
8 გაემგზავრნენ ფნე-ჰახიროთიდან, შუა გადაჭრეს ზღვა უდაბნოს მიმართულებით, გაიარეს სამი დღის სავალი გზა ეთამის უდაბნოში და მარაში დაბანაკდნენ. 8 და იტრნეს მართლ იოროთით და განჴდეს საშუვალ ზღუასა უდაბნოდ და ვიდოდეს გზასა სამ დღისასა სავალსა უდაბნოსა ემათისასა და დაიბანაკეს განსამწარებელსა.
9 გაემგზავრნენ მარადან და ელიმში მივიდნენ; თორმეტი წყარო და სამოცდაათი ფინიკის ხე იყო ელიმში. იქ დაბანაკდნენ. 9 და იძრნეს განსამწარებელით და მოვიდეს ელიმდ. და ელიმს იყო ათორმეტი წყაროჲ წყლისაჲ და სამეოცდაათი ძირ - დანაკისკუდი და დაიბანაკეს მუნ წყაროსა მას ზედა.
10 გაემგზავრნენ ელიმიდან და მეწამულ ზღვასთან დაბანაკდნენ. 10 და იძრნეს ელიმით და დაიბანაკეს ზღუასა ზედა ერუთრასა.
11

გაემგზავრნენ მეწამული ზღვიდან და სინის უდაბნოში დაბანაკდნენ.

11

და იძრნეს ზღჳთ ერჳთრაჲთ და დაიბანაკეს უდაბნოსა სინაჲსასა.

12 გაემგზავრნენ სინის უდაბნოდან და დოფკაში დაბანაკდნენ. 12 და იტრნეს უდაბნოჲთ სინაჲთ და დაიბანაკეს აფეკს.
13 გაემგზავრნენ დოფკიდან და ალუშში დაბანაკდნენ. 13 და იტრნეს აფეკაჲთ და დაიბანაკეს ელუჳსს.
14 გაემგზავრნენ ალუშიდან და რეფიდიმში დაბანაკდნენ. იქ არ იყო სასმელი წყალი ხალხისთვის. 14 და იძრნეს ელჳსით და დაიბანაკეს ჰრაფიდინს. და არა იყო მუნ წყალი სასმელად ერისა მისთჳს.
15 გაემგზავრნენ რეფიდიმიდან და სინაის უდაბნოში დაბანაკდნენ. 15 და იტრნეს ჰრაფიდინით და დაიბანაკეს უდაბნოსა სინასა.
16 გაემგზავრნენ სინაის უდაბნოდან და კიბროთ-ჰათაავაში დაბანაკდნენ. 16 და იძრნეს უდაბნოჲთ სინაჲთ და დაიბანაკეს სამარობანს გულისთქმისასა.
17 გაემგზავრნენ კიბროთ-ჰათაავადან და ხაცეროთში დაბანაკდნენ. 17 და იძრნეს სამარობნით გულისთქმისაჲთ და დაიბანაკეს ასეროთს.
18 გაემგზავრნენ ხაცეროთიდან და რითმაში დაბანაკდნენ. 18 და იძრნეს ასეროთით და დაიბანაკეს ჰრათმას.
19 გაემგზავრნენ რითმადან და რიმონ-ფარეცში დაბანაკდნენ. 19 და იძრნეს ჰრათმაჲთ და დაიბანაკეს ჰრემონ ფარესს.
20 გაემგზავრნენ რიმონ-ფარეციდან და ლიბნაში დაბანაკდნენ. 20 და იძრნეს ჰრემონ ფარესით და დაიბანაკეს ლებუნას.
21

გაემგზავრნენ ლიბნადან და რისაში დაბანაკდნენ.

21 და იძრრნეს ლებუნაჲთ და დაიბანაკეს რესას.
22 გაემგზავრნენ რისადან და კეჰელათაში დაბანაკდნენ. 22 და იძრნეს რესაჲთ და დაიბანაკეს მაკელლათას.
23 გაემგზავრნენ კეჰელათიდან შაფერის მთაზე დაბანაკდნენ. 23 და იძრნეს მაკელლათაჲთ და დაიბანაკეს საფარს.
24 გაემგზავრნენ შაფერის მთიდან და ხარადაში დაბანაკდნენ. 24 და იტრნეს საფარით და დაიბანაკეს ქარას. და იძრნეს ქარაჲთ და დაიბანაკეს მაკედოთს.
25 გაემგზავრნენ ხარადიდან და მაკჰელოთში დაბანაკდნენ. 25 და იძრნეს მაკედოდით და დაიბანაკეს თაათს.
26 გაემგზავრნენ მაკჰელოთიდან და თახათში დაბანაკდნენ. 26

და იძრნეს თაათით და დაიბანაკეს თათს.

27 გაემგზავრნენ თახათიდან და თარახში დაბანაკდნენ. 27 და იძრნეს თათით და დაიბანაკეს თარას.
28 გაემგზავრნენ თარახიდან და მითკაში დაბანაკდნენ. 28 და იძრნეს თარაჲთ და დაიბანაკეს მათეკას.
29 გაემგზავრნენ მითკადან და ხაშმონაში დაბანაკდნენ. 29 და იტრნეს მათეკაჲთ და დაიბანაკეს ასემუნას.
30 გაემგზავრნენ ხაშმონიდან და მოსეროთში დაბანაკდნენ. 30 და იძრნეს ასემუნაჲთ და დაიბანაკეს მასურუთს.
31 გაემგზავრნენ მოსეროთიდან და ბნე-იაყაკანში დაბანაკდნენ. 31 და იტრნეს მასურუთით და დაიბანაკეს ბანაიკამს.
32 გაემგზავრნენ ბნე-იაყაკანიდან და ხორ-გილგადში დაბანაკდნენ. 32 და იძრნეს ბანაიკამით და დაიბანაკეს მთასა გადგადსა.
33 გაემგზავრნენ ხორ-გილგადიდან და იატბათაში დაბანაკდნენ. 33 და იძრნეს მთით გადგადით და დაიბანაკეს იეტაბათას.
34 გაემგზავრნენ იატბათიდან და აბრონაში დაბანაკდნენ. 34 და იტრნეს იეტაბათაჲთ, დაიბანაკეს ებრუნას.
35 გაემგზავრნენ აბრონიდან და ეციონ-გაბერში დაბანაკდნენ. 35 და იძრნეს ებრუნაჲთ და დაიბანაკეს გესიონ გაბერს.
36

გაემგზავრნენ ეციონ-გაბერიდან და ცინის უდაბნოში დაბანაკდნენ. ეს კადეშია.

36 და იძრნეს გესიონ გაბერით და დაიბანაკეს უდაბნოსა სინაჲსასა, ესე არს კადე.
37 გაემგზავრნენ კადეშიდან და ჰორის მთაზე დაბანაკდნენ, ედომის ქვეყნის საზღვარზე. 37 და იტრნეს კადეთ და დაიბანაკეს ორსა მთასა მახლობელად ქუეყანასა ედომისასა.
38 ავიდა აარონ მღვდელი ჰორის მთაზე, უფლის ბრძანებისამებრ, და მოკვდა იქ ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვის პირველში. 38 და აღვიდა აჰრონ მღდელი ბრძანებითა უფლისაჲთა და მოკუდა მუნ მეორმეთცესა წელსა გამოსლვასა ძეთა ისრაჱლისათასა ქუეყანით ეგჳპტით, თთუესა მეხუთესა თთჳსასა.
39 ას ოცდასამი წლისა იყო აარონი, როცა მოკვდა იგი ჰორის მთაზე. 39 და აჰრონ იყო ასოცდასამ წლის, რაჟამსა მოკუდებოდა ორს მთასა.
40 გაიგო ქანაანელმა ყარად მეფემ, რომელიც ქანაანის ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდა, ისრაელიანთა მოსვლა. 40 და ესმა ქანაანის მეფესა არადისასა. და იგი დაშენებულ იყო ბღუარით კერძო ქუეყანასა ქანანისასა, რაჟამს შევიდოდეს ძენი ისრაჱლისანი.
41 გაემგზავრნენ ჰორის მთიდან და ცალმონაში დაბანაკდნენ. 41

და იტრნეს ორით მთით და დაიბანაკეს სელმუნას.

42 გაემგზავრნენ ცალმონიდან და ფუნონში დაბანაკდნენ. 42 და იძრნეს სელმუნაჲთ და დაიბანაკეს ფინუნს.
43 გაემგზავრნენ ფუნონიდან და ობოთში დაბანაკდნენ. 43 და იძრნეს ფინონით და დაიბანაკეს ობოთს.
44 გაემგზავრნენ ობოთიდან და იიმ-ყაბარიმში დაბანაკდნენ, მოაბის საზღვარზე. 44 და იძრნეს ობოთით და დაიბანაკეს წიაღ საზღუართა ზედა მოაბისათა.
45 გაემგზავრნენ იიმიდან და დიბონ-გადში დაბანაკდნენ. 45 და იძრნეს გესით და დაიბანაკეს დებონგათს.
46 გაემგზავრნენ დიბონ-გადიდან და ყალმონ-დიბლათაიმში დაბანაკდნენ. 46 და იტრნეს დებონგადით და დაიბანაკეს გელმონს დაბლათაიმს.
47 გაემგზავრნენ ყალმონ-დიბლათაიმიდან და ყაბარიმის მთებზე დაბანაკდნენ, ნებოს წინ. 47 და იძრნეს გელმონ დაბლათაჲმით და დაიბანაკეს მთათა ზედა აბარიმისასა მართლ ნაბავსა.
48

გაემგზავრნენ ყაბარიმის მთებიდან და მოაბის ველზე დაბანაკდნენ, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად.

48 და იძრნეს მთით აბარიმით და დაიბანაკეს დასავალით კერძო მოაბსა, იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო.
49 დაბანაკდნენ იორდანეს პირას ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე, მოაბის ველზე. 49 და დაიბანაკეს იორდანესა ზედა საშუვალ ესიმოთსა მაბელ სატტიდმდე, რომელ არს დასავალით მოაბსა.
50 ასე ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანეს ნაპირას, იერიხონის მახლობლად: 50 და ეტყოდა უფალი მოსეს დასავალით მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო.
51 ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გაღმა, ქანაანის ქვეყანაში, 51

და თქვა: ეტყოდეთ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: თქუენ წიაღხვალთ იორდანესა ქუეყანად ქანანისად.

52 აჰყარეთ თქვენს წინაშე ქვეყნის მკვიდრნი, გაანადგურეთ ყველა მათი გამოსახულება და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი და მოუშალეთ ყველა გორაკი. 52 და წარსწყმიდნეთ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა მას პირისაგან თქუენისა.
53 დაიმკვიდრეთ ქვეყანა და დასახლდით იქ, რადგან თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად. 53 და მოსპოთ ყოველი ბანაკები მათი და ყოველი კერპები დასხმულები იგი მათი წარსწყმიდოთ.
54 დაუნაწილეთ წილისყრით ქვეყანა თქვენს გვარეულობებს: მრავალრიცხოვანს მეტი წილი მიეცით, მცირერიცხოვანს ნაკლები წილი მიეცით. ვისაც სად შეხვდება წილი, იქ დაიმკვიდროს. მამა-პაპის შტოთა მიხედვით დაინაწილეთ. 54 და ყოველი ძეგლები მათი მოსპოთ და წარსწყმიდნეთ ყოველნი იგი მკჳდრნი მის ქუეყანისანი და დაეშენნეთ მას შინა, რამეთუ თქუენ მიგეც ქუეყანაჲ იგი მათი ნაწილად წილითა ნათესავად-ნათესავთა თქუენთა. უმრავლესთაჲ განამრავლოთ სამკჳდრებელი მათი და უმცირესთაჲ დაამციროთ სამკჳდრებელი მათი, რომელსაცა აღმოჴდეს სახელი მისი მუნ, მისი იყოს, ნათესავად-ნათესავად ტომთა თქუენთა დაიმკჳდრეთ.
55 თუ არ აჰყრით ქვეყნის მკვიდრთ, იქ დარჩენილნი ეკლად ექცევიან თქვენს თვალებს და ნემსებად - თქვენს ფერდებს, შეგავიწროებენ იმ ქვეყანაში, სადაც იცხოვრებთ. 55 უკუეთუ არა წარსწყმიდნეთ მკჳდრნი იგი მის ქუეყანისანი პირისაგან თქუენისა.
56 და რაც განმიზრახავს თქვენთვის გასაკეთებლად, გაგიკეთებთ. 56 და იყუნენ, რომელნი-იგი დაუტევნეთ მათგანნი, ჩნდენ თუალთა თქუენთა და ისარ გუერდთა თქუენთა და გემტერნენ თქუენ ქუეყანასა ზედა, რომელსა მკჳდ იყუნეთ. და იყოს, ვითარ-იგი ჯერ იყოს ყოფად მათა, გიყოთ თქუენ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე