ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ტობითი

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ტობითი კი, მამამისი, თითოეულ დღეს ითვლიდა. რომ ამოიწურა მგზავრობის დღეები და არ მოდიოდა ტობია,

1

ხოლო ტობი, მამა მისი, რაცხდა დღეთა, რომლითა დღითგან გამოვიდა ტობია, ძე მისი, და ოდეს გარდაჴდეს დღენი იგი, შეწუხნა ტობი.

2 თქვა: იქნებ დააბრკოლეს სადმე? ან იქნებ მოკვდა გაბაელი და არავინაა ვერცხლის გადამხდელი? 2 და თქუა: მო-სამე-კუდა გაბაელ და არა ვინ მოსცის ვეცხლი იგი ძესა ჩემსა, და მას ჰრცხუენის მოსლვად. და მწუხარე იყო ფრიად.
3 და შეწუხდა ძლიერ.    
4 ხოლო ცოლმა უთხრა: დაღუპულია ჩვენი შვილი, ამიტომაც აგვიანებს. და დაიწყო მისი დატირება. თქვა: 3 და თქვა ანნა: წარწყმდა ძე ჩემი და არღარა არს ცოცხალი, ვინათგან დაიყოვნა.
    4 და იწყო მან ტირილად და გოდებად მისთჳს.
5 არ ფიქრობდი ჩემზე, შვილო, თან რომ გაიყოლე ჩემი თვალის ჩინი? 5 და იტყოდა: ვაჲმე, შვილო, ნათელო თუალთა ჩემთაო, რასამე განგიტევე შენ წარსლვად ჩემგან?
6 უთხრა ტობითმა: გაჩუმდი, ნურაფერს იტყვი. ჯანმრთელადაა. 6 ხოლო ტობი ნუგეშინის-ცემდა მას და ჰრქუა: ნუ გეშინინ, დაო, მოვიდეს ძე ჩუენი ცოცხლებით. დაბრკოლება რამე ეყო მას და მით ყოვნის, ნუ სწუხ, რამეთუ რომელი წარსრულ მის თანა, სარწმუნო არს ძმათა ჩუენთაგან. ნურას დაიდებ გულსა შენსა ბოროტსა.
7 უპასუხა ხანამ: გაჩუმდი, ნუ მატყუებ, დაიღუპა ჩემი შვილი. გამოდიოდა ყოველდღე გარეთ, გზაზე, რომელსაც დაადგა ტობია. დღისით პურს არ ჭამდა და ღამით განუწყვეტლივ ტიროდა ტობიაზე, ვიდრე არ დასრულდა ქორწილის თოთხმეტი დღე, რომელიც ტობიას ფიცის თანახმად რაღუელთან უნდა დაეყო. 7 და თქუა ანნა: წარმიწყმდა შვილი ჩემი. და განვიდის გზათა, მიმოიმსტრობნ, უკუეთუ მოვალს ძე მისი, ვიდრე მზისა დასლვამდე, და შევიდის სახიდ. თჳსა და არარასა გემო იხილის, არცა დაიძინის. და ვითარცა ადივსნეს დღენი იგი ქორწილისანი ათოთხმეტნი, ვითარცა-იგი ფუცა რაგუელ,
8 უთხრა ტობიამ რაღუელს: გამიშვი, რადგან მამაჩემს და დედაჩემს აღარა აქვთ ჩემი ხილვის იმედი. 8 ჰრქუა მას ტობია: წარმავლინე, მე უწყი, მამა ჩემი და დედა ჩემი ღუაწლსა შინა არიან, რამეთუ არა ჰგონებენ იგინი, ვითარმედ კუალადღა იხილონ პირი ჩემი.
9 უთხრა სიმამრმა: დარჩი ჩემთან და კაცს გავგზავნი მამაშენთან და მიუტანს მას შენს ამბავს. ტობიამ თქვა: არა, მე გამგზავნე მამაჩემთან. 9 და თქუა რაგუელ: მე წარვავლინნე მოციქულნი ტობისა, მამისა შენისა, და ვაუწყო შენთჳს, ხოლო შენ იყავდა მცირედ დღე ჩემ თანა.
10 ადგა რაღუელი და მისცა მას სარა, მისი ცოლი და ქონების ნახევარი - მსახურნი, საქონელი და ვერცხლი. 10 და ტობია ჰრქუა მას: ნუსადა, მამაო ჩემო, გლოცავ შენ, წარმგზავნე მე, რათა არა მწუხარე იყოს მამა ჩემი. და აღდგა რაგუელ და მოიყვანა სარა, ასული თჳსი, და მისცა იგი ტობიას და მისცა მას ყოველთაგან მონაგებთა თჳსთა ზოგი მონები და მჴევლები, ზროხა და ცხოვარნი, ვერძები და აქლემები, ოქრო და ვეცხლი, და სამოსელი, დიდძალი ფრიად.
11 დაულოცა მათ გზა, თქვა: გაკურთხოთ თქვენ, შვილებო, ზეციერმა ღმერთმა ჩემს სიკვდილამდე. 11 და აკურთხნა, წარავლინნა იგინი რაგუელ და ჰრქუა: წარვედით, შვილნო, ცოცხლებით! და ღმერთმან ცათამან წარგიმართენ თქუენ და მიხილვანმცა შვილნი თქუენნი პირველ სიკუდილისა ჩემისა. ამბორს-უყო ტობიას და სარას, ასულსა თჳსსა.
12 უთხრა თავის ასულს: პატივი მიაგე შენს მამამთილს და დედამთილს, ისინი არიან ახლა შენი მშობლები. დაე, კარგი მესმოდეს შენზე. და აკოცა მას. 12 და ჰრქუა მას: ასულო, პატივ-ეც მამამთილსა შენსა და დედამთილსა შენსა, რამეთუ ამიერითგან იგინი არიან დედა-მამანი შენნი, ვითარცა ჩუენ ვიყვენით შენდა, ვიდოდე, ასულო, ცოცხლებით.
13 უთხრა ყადნამ ტობიას: საყვარელო ძმაო, შენი მფარველი იყოს ზეციერი უფალი, დაე, მახილვინოს შენი შვილები სარასაგან, ჩემი ასულისაგან, რათა დავლოცო ისინი უფლის წინაშე. აჰა, გაბარებ ჩემს ასულს ნუ აწყენინებ მას. 13 და ჰრქუა ანე ტობიას: წინაშე უფლისა მოგცემ. შენ ასულსა ჩემსა, რათა არა შეაწუხო იგი ყოველთა დღეთა. აჰა, ესერა, მე დედა შენი და სარა დაა შენი, და ამბორს-უყო ორთავე და განვიდეს.
14 ამის შემდეგ დაადგა გზას ტობია, ღვთის მაკურთხეველი, რადგან კეთილად წარმართა ღმერთმა მისი მგზავრობა. და გამოეთხოვა რაღუელს და ყადნას, მის ცოლს.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე