ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ტობითი

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იარეს და მიუახლოვდნენ ნინევეს. უთხრა ტობიას რაფაელმა:

1

და წარვიდა ტობია სიხარულით და აკურთხევდა ღმეროსა ცისა და ქუეყანისასა, ილოცვიდა და თქუა: მეყავნ მე პატივის-ცემა სიმამრისა ჩემისა და სიდედრისა ჩემისა, ვითარცა მამა-დედათა ჩემთა ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა. და წარვიდეს გზასა მათსა და მოვიდეს ვიდრე წინაშე ნინევისა.

2 ხომ იცი, ძმაო, რა დღეში დატოვე მამაშენი? 2 და ჰრქუა რაფაელ ტობიას: შენ იცი, ვითარ დაუტევე მამა შენი.
3 გავუსწროთ წინ შენს ცოლს და შევამზადოთ შინაურები. 3 აწ წარუსწროთ და მზა ვიყოთ სახლი, ხოლო ცოლი შენი მოვიდეს მოცალედ შემდგომად ჩუენსა. და წარვიდეს ორნივე. ხოლო ძაღლი იგი რბიოდა უწინარვს მათსა. ჰრქუა რაფაელ ტობიას:
4 გეჭიროს ხელში თევზის ნაღველი. წავიდნენ და ძაღლიც მისდევდათ უკან. 4 მიიღე ნავღელი თევზისა მის ჴელსა შენსა. და იყოს, ვითარცა მიეახლო მამასა შენსა, იგი მოგიჴდეს შენ ამბორის-ყოფად და თუალნი მისნი აღებულ იყუნენ, ხოლო შენ აწთვე ნავღელი თუალთა მისთა. და შესტკივეს წამალი იგი და მოჰჴადოს ზედა თეთრი იგი და აღიხილნეს თუალნი მამამან შენმან და იხილოს ნათელი.
5 ხანა კი იჯდა და გაჰყურებდა გზას შვილის მოლოდინში. 5 და ანა, დედა მისი, დგა გარე და ხედვიდა გზასა და იხილა, ძაღლი იგი წინა რა ურბიოდა მათ, და შერბიოდა შინა და ჰრქუა ტობის:
6 იგრძნო მისი მოახლოება და უთხრა მის მამას: აჰა, მოდის შენი შვილი და კაცი მოჰყვება თან. 6 აჰა, ძე შენი მოვალს. და
7 თქვა რაფაელმა: ვიცი, დღეს აეხილება თვალები მამაშენს.    
8 წაუსვი ნაღველი თვალებზე და როცა შეაწუხებს, მოიხოკავს და მოსცილდება ლიბრი და დაგინახავს.    
9 სირბილით მიეგება ხანა, მოეხვია ყელზე თავის შვილს და უთხრა: რაკი გიხილე, შვილო, ახლა თუნდაც მოვკვდე. და ატირდნენ ორივენი. 9 კუალად განვიდა ანნა მიგებებად ძისა თჳსისა. და მოეხჳა მას და დავარდა ქედსა მისსა ზედა და თქუა: ვინათაგან გიხილე შენ, შვილო, აწ თუ მოვკუდე, არღარა ვწუხდე, რამეთუ ვიხილე პირი შენი.
10 ტობითი მოადგა კარს და წაბორძიკდა, ხოლო შვილმა მიირბინა მასთან. 10 და აღდგა ბრმა მამა მისი და ეჩქვეფებოდა და ჴელი უპყრა ყრმასა და შეემთხჳა შვილსა.
    11 და შეიტკბეს და ამბორს-უყვეს მანცა და ცოლმან მისმანცა და სიხარულითა ტიროდენ ერთბამად.
    12 თაყუანი-სცეს ღმერთსა და მადლობდეს და დასხდენ.
11 წამოაყენა მამა და დააწვეთა ნაღველი თვალებზე და უთხრა: გამხნევდი, მამაჩემო. 13 და შთააწვეთნა ნავღელი იგი თევზისა თუალთა მისთა და დაიწუხნა ტობი თუალნი თჳსნი, რამეთუ, შესტკივეს. და თქუა ტობი: რა ჰყავ ესე, შვილო? და ჰრქუა: დაითმინე, მამაო, რამეთუ წამალი მიტევებისა არს.
12

აეწვა თვალები და მოიხოკა თუ არა, მოსცილდა გუგებს ლიბრი.

14 და შეახო მამასა თჳსსა. და მოჰჴადა წამალმან მან თეთრი იგი თუალთაგან მისთა.
13 როგორც კი დაინახა თავისი ძე, მოეხვია ყელზე და ატირდა, და თქვა: 15

და აღიხილნა და იხილა ნათელი, და აკურთხევდა ღმერთსა, და მიხედა ძესა თჳსსა და ამბორს-უყოფდა მას.

14 კურთხეულ ხარ, ღმერთო, კურთხეულია სახელი შენი უკუნისამდე, კურთხეულ არიან შენი წმიდა ანგელოზები, რადგან შემაჭირვეს და შემიწყალეს მე. აჰა, ვხედავ ტობიას, ჩემს ძეს. 16 და ტიროდა და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, და კურთხეულ არს სახელი შენი უკუნისამდე და კურთხეულ არიან ყოველნი წმიდანი შენნი ანგელოზნი.
15 შევიდა მათი ძე გახარებული და აუწყა მამამისს საკვირველი ამბები, რაც მიდიაში გადახდა. 17 რამეთუ განმსწავლე და შემიწყალე მე და ვიხილე ტობია, ძე ჩემი. და შევიდეს ტობი და ანნა, ცოლი მისი, და უხაროდა მათ და აკურთხევდეს ღმერთსა ყოვლისა მისთჳს, რაოდენი იქმნა მათთჳს. და უთხრა ტობია მამასა თჳსსა, ვითარ-იგი წარემართა გზა მისი და მოიყვანა სარა, ასული რაგუელისი, თჳსა ცოლად და მოიღო ვეცხლი იგი. და, აჰა, ესერა, არს, და მახლობელად ბჭეთა მოვალს. და განიხარეს ტობი და ანნა.
16 გამოვიდა ტობითი თავის რძლის დასახვედრად ნინევის კარიბჭესთან, გახარებული და ღვთის განმადიდებელი, და უკვირდა ყველას მის დამნახველს, თვალხილული რომ მოდიოდა გზაზე. აღიარა ტობითმა მათ წინაშე, რომ შეიწყალა იგი ღმერთმა. 18 და განვიდეს მიგებებად სძლისა მის, ძისა ცოლისა მათისა, და იხილეს ნათესავთა მათთა. და ყოველნი, რომელნი შეემთხუეოდეს, დაუკჳრდა, რამეთუ ვიდოდა ტობი ყოვლითა ძალითა თჳთ ღა არა ვინ წინაუპყრობდა მას, და აკურთხევდა მაღლითა ჴმითა ღმერთსა. და შეიწყალა იბი ღმერთმან.
17 რომ მიუახლოედა სარას, თავის რძალს, უთხრა: მშვიდობით მოგვიხველ, ასულო. კურთხეულია ღმერთი, რომელმაც მოგიყვანა ჩვენთან, კურთხეულ იყვნენ მამაშენი და დედაშენი. 19 და აღიხილნა თუალნი მისნი. და ოდეს მიეახლა ტობი სარას, ძისცოლსა თჳსსა, აკურთხა იგი და თქუა: მოგვალე, რამეთუ ცოცხლებით მოხვედ, ასულო, კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგიყვანა შენ ჩემდა, კურთხეულ მამა შენი და კურთხეულ დედა შენი და კურთხეულ ტობია, ძე ჩემი, და კურთხეულ იყავ შენ, ასულო. და იყო სიხარული დიდი ყოველთა ურიათა, რომელნი იყუნეს ნინევს შინა.
18 მაშინ მიეცა დიდი სიხარული ნინევეს ყველა მკვიდრს, ტობითის მოძმეებს. 20 და მოვიდეს მისა აქაკაროს და ნაბალ, ძმათა შვილნი მისნი, და უხაროდა ტობის თანა.
19 მოვიდნენ აქიაქაროსი და ნასბასი, მისი ძმისწული, და შვიდ დღეს ზეიმობდნენ სიხარულით ტობიას ქორწილს. 21 და ყვეს ქორწილი შჳდ დღე ყოვლითა სიხარულითა. და ოდეს აღასრულეს ქორწილი იგი,

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე