ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ტობითი

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოუხმო ტობიამ რაფაელს და უთხრა:

1

მაშინ მოხადა ტობია რაფაელსა, ჰრქუა მას: ძმაო აზარია, გევედრები, რათა მისმინო.

    2 თუცა დაგემონო შენ, არცა იგი არს სასყიდელი შენი.
2 ყაზარია, ძმაო, წაიყოლე თან მსახური ბიჭი და ორი აქლემი და გაემგზავრე მიდიის რაგეში გაბაელთან და წამოიღე ვერცხლი, და ისიც მოიწვიე ქორწილში. 3 წარიბენ ამიერ ორნი აქლემნი და ოთხნი მონანი და წარვედ რაგად გაბაელისასა [!] და მიეც მას ჴელით-წერილი ესე, და მიიღე მისგან ვეცხლი იგი და მოიყვანე იგიცა შენ თანა ქორწილსა ამას.
    4 შენ იცი, რამეთუ რაცხდეს მამა ჩემი დღეთა და, უკუეთუ ვყოვნოთ და დავაკლოთ დღე ერთ ოდენ, შეწუხნეს მამა ჩემი.
3 რადგან დამაფიცა რაღუელმა, არ წავიდე. 5 ჰრაგუელ ფუცა არა განტევება ჩემი ათოთხმეტ დღე, რათა ვიყოფოდი მე მათ თანა და ვერ ჴელ-მეწიფების შეურაცხ-ყოფად ფიცი მისი.
4 მამაჩემი კი ითვლის დღეებს და, თუ დიდხანს დავყოვნდები, დიდად შეწუხდება.    
5 გაემგზავრა რაფაელი, მივიდა გაბაელთან და მისცა მას ხერწერილი. მან კი გამოიტანა დაბეჭდილი ქისა და ჩააბარა მას. 6

მაშინ წარემართა რაფაელ და მონანი იგი მის თანა რაგად და მივიდეს გაბაელისა. და წარვიდა ხუჟიკეთს და პოვა რაგოელ და დაადგრეს მუნ. და მისცა რაფაელ ჴელით-წერილი იგი გაბაელს და მოუღო მას ვეცხლი იგი ყოველი.

    7 აუწყა მას ტობიასთჳს, ძისა ტობისა, ვითარმედ მოიყვანა მან ცოლად ასული რაგუელისი.
6 განთიადზე დაადგნენ ორივენი გზას და მივიდნენ ქორწილში. აკურთხეს მათ ტობია და მისი ცოლი. 8 და არს იგი მუნ და ხადეს მასცა ქორწილსა მას, და მოვიდა იგიცა. და აღდგა ტობია და გაგაელ ამბორს-უყო. და გაბაელ იტირა და აკურთხევდა ღმერთსა.
    9 და ჰრქუა: ღმერთმან ისრაჱლისამან გაკურთხოს შენ, რამეთუ ძე ხარ. კაცისა კეთილისა და მოშიში ღმრთისა და მოწყალების-მქნელისა.
    10 და კურთხეულ იყოს მამა-დედა შენი და ცოლი შენი.
    11 და იხილოთ თქუენ შვილნი თქუენნი და შვილისშვილნი თქუენნი ვიდრე მესამე და მეოთხე ნათესავამდე და თესლი თქუენი კურთხეულ იყოს ღმრთისაგან ისრაჱლისა, რომელი უფალ არს უკუნითი უკუნისამდე.
    12 და ყოველთა თქუეს ამენი და მივიდეს პურობად, არამედ შიშითა უფლისათა ყვეს ქორწილი იგი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე