| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება. |
||
| 2 | ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს. | ||
| 3 | კარგი ცოლი კარგი ხვედრია - წილად ერგებათ უფლის მოშიშებს. | ||
| 4 | მდიდარია თუ ღარიბი, დაამებული ექნება გული, სახე კი ყოველჟამს მხიარული. | ||
| 5 | სამი რამის ეშინია ჩემს გულს, მეოთხეზე კი ვლოცულობ: ქალაქის ჭორისა, ბრბოს ამბოხისა და ცილისწამებისა. ეს ყველაფერი სიკვდილზე საშინელია. | ||
| 6 | გულისწუხილია და უბედურებაა ცოლი, რომელიც სხვა ქალზე ეჭვიანობს და შოლტი მისი ენისა ყველას გადაწვდება. | ||
| 7 | ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია: მის დამჭერს გინდა მორიელი შეუპყრია. | ||
| 8 | დიდი ჯავრია ლოთი ცოლი: ვერ დაფარავს იგი თავის აუგს. | ||
| 9 | ქალის მრუშობა თვალთა ზეაპყრობით და მისი წამწამებით გამოიცნობა. | ||
| 10 | თავნება ქალიშვილს დარაჯი მიუჩინე, თავი არ აიშვას თავისდა საზიანოდ. | ||
| 11 |
მოერიდე უტიფარ თვალს და ნუ გაიკვირვებ, თუკი შესცოდავს შენს წინააღმდეგ. |
||
| 12 | როგორც მწყურვალი მგზავრი აღებს პირს და ახლო-მახლო ყველა წყალს ეწაფება, ასე დაჯდება იგი ყოველი პალოს წინ და ისრისათვის გააღებს კაპარჭს. | ||
| 13 | ცოლის სიკეთე ქმარს ახარებს და მისი გამჭრიახობა აპოხიერებს მის ძვლებს. | ||
| 14 | უფლის წყალობაა ჩუმი ცოლი და ფასდაუდებელია განსწავლული სული. | ||
| 15 | მადლის მადლია კდემამოსილი ცოლი და ვერა სასწორი ვერ აწონის პატიოსან სულს. | ||
| 16 | როგორც ამომავალი მზეა უფლის ზესკნელში, ასევეა კარგი ცოლის სილამაზე მის გამართულ სახლში. | ||
| 17 | როგორც ანთებული სანთელი წმინდა სასანთლეში, ასევეა სახის მშვენება წარმოსადეგ ტანზე. | ||
| 18 | როგორც ოქროს სვეტები ვერცხლის კვარცხლბეკზე, ასევეა მშვენიერი ფეხები მტკიცე ტერფებზე. | ||
| 19 | ორ რამეზე იდარდა ჩემმა გულმა, მესამეზე კი რისხვამ იფეთქა: როცა მებრძოლი ვაჟკაცი გაჭირვებაშია, გონიერ ხალხს აბუჩად იგდებენ. სიმართლიდან ცოდვისაკენ მოქცეულს კი უფალი მახვილისათვის განამზადებს. | ||
| 20 | ძნელად რომ ვაჭარი ცდუნებას გაექცეს და მიკიტანმა ცოდვისაგან დაიხსნას თავი. |