| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპლვას მოუხშირებს, რათა საბოლოოდ მისით გაიხაროს. |
||
| 2 | შვილის გამწვრთნელი შეწევნას მიიღებს მისგან და ნაცნობთა შორის თავს მოიწონებს. | ||
| 3 | შვილის გამწვრთნელი მტერში შურს აღძრავს, მეგობრებში კი მისით გაიხარებს. | ||
| 4 | აღესრულა მამამისი და, თითქოს არც მომკვდარა, რადგან დატოვა თავისი მსგავსი. | ||
| 5 | ვიდრე ცოცხალი იყო, შესცქეროდა მას და ხარობდა და არც სიკვდილის ჟამს იყო მწუხარე. | ||
| 6 | რადგან მტრების შურისმგებელი დატოვა, მეგობრებისთვის კი - მადლის გადამხდელი. | ||
| 7 | შვილის გამანებივრებელი ჭრილობებს შეუხვევს შვილს და მის ყოველ წამოყვირებაზე შეუქანდება გული. | ||
| 8 | გაუხედნელი ცხენი ჯიუტად იქცევა, თავის ნებაზე მიშვებული შვილი კი თავხედურად იქცევა. | ||
| 9 | გაანებივრე შვილი და შეგაშინებს, ეთამაშე და დაგამწუხრებს. | ||
| 10 | ნუ გაიცინებ მასთან, ვაითუ მასთან ერთად იდარდო და ბოლოს კბილები აღრჭიალო. | ||
| 11 | ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში. | ||
| 12 | და გვერდები დაუჟეჟე, ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენს მორჩილებაზე ხელი არ აიღოს. | ||
| 13 | გაწვრთენი შვილი და იშრომე მასზე, რომ მისი უხამსი საქციელი თავშისაცემი არ გაგიხდეს. | ||
| 14 |
ჯანმრთელი და ძალ-ღონით ძლიერი ღატაკი სჯობს სხეულით დაძაბუნებულ მდიდარს. |
||
| 15 | სიმრთელე და სიძლიერე ყველა ოქროს სჯობს და ჯანსაღი სხეული - განუზომელ სიმდიდრეს. | ||
| 16 | სიმდიდრე როდია უკეთესი ჯანმრთელ სხეულზე და არ არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე გულის სიხარულია. | ||
| 17 | გამწარებულ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს და ხანგრძლივ სნეულებას - საუკუნო განსვენება. | ||
| 18 | მოკუმულ პირთან დაღვრილი სიტკბო იგივეა, რაც საფლავზე დაწყობილი სანოვაგე. | ||
| 19 | რა სარგებლობას მოუტანს კერპს მსხვერპლი? ვერ შეჭამს და ვერც დაყნოსავს; ასეა უფლისგან განდევნილიც. | ||
| 20 | თვალებით უყურებს და კვნესის, როგორც საჭურისი, ქალწულს რომ ეხვევა და კვნესის. | ||
| 21 | ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით. | ||
| 22 | გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება - დღეგრძელობა მისი. | ||
| 23 | დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი. | ||
| 24 | შური და სიშმაგე დღეებს ამოკლებს, ზრუნვას კი ნაადრევად მოაქვს სიბერე. | ||
| 25 | ნათელი გული და სიკეთე თავის საზრდელზე თავად იზრუნებს. |