| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
თუ სუფრის უფროსად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, არამედ იყავი მათ შორის, როგორც ერთი მათგანი; ჯერ მათზე იზრუნე და მერე დაჯექი, |
||
| 2 | როცა ყოველ საქმეს აღასრულებ, რაც გევალება, რათა მათით გაიხარო და რიგიანი გაძღოლისთვის გვირგვინი მიიღო. | ||
| 3 | ისაუბრე, წინამძღოლო, რადგან ეს შეგეფერება დარბაისლური ცოდნით, და მუსიკასაც ნუ დააბრკოლებ. | ||
| 4 | როცა უსმენენ, ენად ნუ გაიკრიფები და ნუ ბრძენობ უდროო დროს. | ||
| 5 | როგორც ლალის ბეჭედია ოქროს სამკაულში, ასევე მუსიკის კეთილხმოვანებაა ნადიმზე ღვინის სმისას. | ||
| 6 | როგორც ბეჭედი სმარაგდისა ოქროს ბუდეში, ასევე მუსიკის ჰანგია ტკბილი ღვინის სმისას. | ||
| 7 | ისაუბრე, ჭაბუკო; თუ საჭირო შეიქენი, თქვი ორიოდე სიტყვა, როცა შეგეკითხებიან; | ||
| 8 | თქვი უმთავრესი, მცირედით მრავალი, და იყავი მცოდნე და შეგეძლოს დუმილის დაცვაც. | ||
| 9 | დიდებულთა შორის ყოფნისას მათ თავს ნუ გაუტოლებ და ნუ მრავალსიტყვაობ, როცა სხვა საუბრობს. | ||
| 10 | ქუხილს ელვა უსწრებს წინ, ხოლო მორიდებულ კაცს - კეთილგანწყობა. | ||
| 11 | დროულად წამოდექ და ბოლო ნუ იქნები, სახლისკენ იჩქარე და ნუღარ შეყოვნდები. | ||
| 12 | იქ გაერთე და ისე მოიქეცი, როგორც გსურდეს, მაგრამ ქედმაღლური სიტყვით ნუ შესცოდავ. | ||
| 13 |
ამისთვის დალოცე შენი შემქმნელი და თავისი სიკეთით შენი კმამყოფელი. |
||
| 14 | უფლის მოშიში შეიწყნარებს შეგონებას და დილაადრიანად ამდგარნი წყალობას იპოვნიან. | ||
| 15 | რჯულის მძებნელი მისით აღივსება, ხოლო თვალთმაქცი მასში დაბრკოლდება. | ||
| 16 | უფლის მოშიშნი სამართალს იპოვნიან და ნათელივით გააბრწყინვებენ მსაჯულებას. | ||
| 17 | ცოდვილი კაცი თავს აარიდებს მხილებას და შენდობასაც თავისი ნებისამებრ მოიპოვებს. | ||
| 18 | გონიერი კაცი განსჯას არ უგულებელყოფს, უგუნურსა და ამპარტავანს კი შიში ვერ შეარყევს. | ||
| 19 | დაუფიქრებლად ნურაფერს გააკეთებ და, თუ გააკეთებ, სინანულს ნუ მოჰყვები. | ||
| 20 | ნუ გაემართები ნანგრევების გზით, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა. | ||
| 21 | ნუ მიენდობი სწორ გზასაც. | ||
| 22 | და უფრთხილდი თვით შენს შვილებსაც კი. | ||
| 23 | ყოველ საქმეში შენს სულს მიენდე, რადგან ესაა მცნებათა დაცვა. | ||
| 24 | რჯულის მოესავი მცნებებს უფრთხილდება და უფლის მოიმედე არ დაზარალდება. |