| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ახლა კი შევაქოთ სახელოვანი ვაჟკაცები და ჩვენი მამები თავ-თავიანთ თაობებში. |
||
| 2 | მრავალი დიდება შეუქმნია მათი მეოხებით უფალს, უკუნითიდან არის მისი სიდიადე. | ||
| 3 | ისინი იყვნენ განმგებელნი თავიანთ საბრძანებლებში და კაცნი, ძლიერებით სახელგანთქმულნი, თავიანთი სიბრძნით მიმცემნი რჩევისა და წინასწარმეტყველებებში გამომცხადებელნი. | ||
| 4 | ხალხის წინამძღვარნი თათბირებში და მათ განსწავლაში, ბრძნული იყო მათი სიტყვები დასამოძღვრად. | ||
| 5 | მათ შექმნეს მუსიკის ჰანგები და ჰიმნები წარმოთქვეს ჩასაწერად. | ||
| 6 | კაცნი მდიდარნი, დაჯილდოებულნი ძალით, და მშვიდად მცხოვრებნი თავიანთ სახლებში. | ||
| 7 | ყველანი პატივდადებულნი იყვნენ თავ-თავიანთ თაობებში და სიქადულნი იყვნენ თავიანთ დროში. | ||
| 8 | ზოგიერთმა მათგანმა დატოვა სახელი სადიდებლად, | ||
| 9 | ზოგიერთი მათგანის სახსენებელიც არ დარჩენილა, ისე გაქრნენ, თითქოს არც ყოფილიყვნენ, და ისე იქმნენ, თითქოს არც შობილიყვნენ, და მათ შემდგომად მათ შვილებსაც ასე მოუვიდათ. | ||
| 10 | მაგრამ იყვნენ ისინი კაცნი მოწყალენი, რომელთა მართალი საქმეები არ დავიწყებულა. | ||
| 11 | მათი თესლისგან დარჩა სასიკეთო მემკვიდრეობა - მათი ნაშიერნი. | ||
| 12 | აღთქმებში იქნება მათი თესლი და მათი შვილები მათივე წყალობით. | ||
| 13 |
მათი თესლი უკუნისამდე იარსებებს და მათი დიდება არ წაიშლება. |
||
| 14 | მათი გვამები მშვიდობაში დაიმარხნენ და მათი სახელი თაობებში ცოცხლობს. | ||
| 15 | ხალხები მოგვითხრობენ მათ სიბრძნეზე და საკრებულოც მათ ქებას გვაუწყებს. | ||
| 16 | ენოქი მოეწონა უფალს და წაყვანილ იქნა, თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა. | ||
| 17 | ნოე სრული და მართალი აღმოჩნდა, რისხვის ჟამს შეწყალებულ იქნა; ამიტომაც მიწაზე ნატამალად დარჩა, როცა წარღვნა მოხდა. | ||
| 18 | მიეცა საუკუნო აღთქმა, რომ არცერთი ხორციელი წარღვნით არ დაიღუპებოდა. | ||
| 19 | აბრაამი იყო დიდი მამა ბევრი ხალხისა, და დიდებაში მისი მსგავსი არ იპოვებოდა. | ||
| 20 | მან დაიცვა რჯული უზენაესისა და აღთქმით შეეკრა მას; აღთქმა თავის ხორცში გაამყარა და განსაცდელში მტკიცე აღმოჩნდა. | ||
| 21 | ამიტომაც უფალმა ფიცით აღუთქვა, რომ მის თესლში იკურთხებოდნენ ხალხები, რომ ქვიშასავით გაამრავლებდა მიწაზე, მის თესლს ვარსკვლავებივით აღამაღლებდა და ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე მისცემდა სამკვიდროს. | ||
| 22 | ისაკშიც ამგვარად დაადგინა მამამისის, აბრაამის გამო. | ||
| 23 | ყოველი ადამიანის კურთხევა და აღთქმა იაკობის თავზე დაავანა, სცნო იგი თავისი კურთხევით და მისცა მას სამკვიდრებელი, განუსაზღვრა წილხვედრი და თორმეტ ტომში დაანაწილა. |