| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ძლიერი იყო ბრძოლაში იესო, ნავეს ძე, და მოსეს მემკვიდრე წინასწარმეტყველებებში; თავისი სახელის შესაფერისად დიდი იყო ღვთის რჩეულთა გადარჩენისას, როცა შურს ძიობდა აღმდგარ მტერზე, რათა სამკვიდრო მიეცა ისრაელისთვის. |
||
| 2 | როგორ განდიდდა, როცა აღმართა თავისი ხელი და ქალაქზე დააღირა მახვილი! | ||
| 3 | მის უწინარეს ვინ მდგარა მასსავით მტკიცედ? რადგან ის უფლისათვის მართავდა ბრძოლებს. | ||
| 4 | განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და ერთი დღე ორად იქცა? | ||
| 5 | მან მოუწოდა უზენაეს მეუფეს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ შეავიწროვეს; პასუხი გასცა მას დიდმა უფალმა მაგარ-მაგარი სიტყვის ლოდებით. | ||
| 6 | დაათია ომი ამ ხალხს და ფერდობზე შემუსრა მოწინააღმდეგენი, რათა წარმართებს შეეცნოთ მისი აღჭურვილობა, რომ უფლის წინაშე იყო მისი ბრძოლა, | ||
| 7 | თავად კი უკან მიჰყვებოდა მეუფეს. მოსეს დღეებში ჩაიდინეს სიქველე მან და ქალებმა, იეფუნეს ძემ; ისინი წინ; აღუდგნენ კრებულს - ცოდვას აარიდეს ხალხი და ბოროტი დრტვინვა მათი დააცხრეს. | ||
| 8 | ეს ორნიღა გადარჩნენ ექვსასიათასი ქვეითისგან, რათა შეეყვანათ ხალხი სამკვიდრებელში, ქვეყანაში, სადაც ღვარად დის რძე და თაფლი. | ||
| 9 | მისცა უფალმა ქალებს ძალა, რომელიც სიბერემდე შეინარჩუნა, რათა ასულიყო მთაზე და მის შთამომავლობას დაემკვიდრებინა იგი; | ||
| 10 | რათა დაენახა ყველა ისრაელიანს, რა კარგია უფლის კვალზე სიარული. | ||
| 11 |
ასევე მსაჯულნიც, სახელდებით, რომელთაც არ წაიბილწეს გული და უფალს არ განუდგნენ (კურთხეულთა შორის იყოს ხსენება მათი! |
||
| 12 | აყვავდეს მათი ძვლები, სადაც არიან და მათი სახელი სადიდებლად გადაეცეს შვილებს!); | ||
| 13 | თავისი უფლის შეყვარებული სამეული, უფლის წინასწარმეტყველი, ვინც სამეფო დააარსა და თავის ხალხს მეფეები უკურთხა. | ||
| 14 | იგი ხალხს უფლის რჯულით განიკითხავდა და მოხედა უფალმა იაკობს. | ||
| 15 | ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო თავისი რწმენით და მის სიტყვებში სარწმუნო ხილვები შეიცნობოდა. | ||
| 16 | მოუხმო მან ყოვლისშემძლე უფალს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ შეავიწროვეს, და შესწირა მას ძუძუს ბატკანი. | ||
| 17 | დაიქუხა ზეცით უფალმა და გრიალში ასმენინა თავისი ხმა. | ||
| 18 | შემუსრა ტვიროსელთა წინამძღოლნი და ფილისტიმელთა ყველა მთავარი. | ||
| 19 | საუკუნო მიძინების წინ აღიარა უფლისა და მისი მირონცხებულის წინაშე, არათუ ქონება, ფეხსაცმელიც კი არ ამიღიაო, ხორციელისგან, და არავის უთქვამს მისთვის საყვედური. | ||
| 20 | მან იწინასწარმეტყველა თავისი მიძინების შემდგომაც და მეფეს აუწყა მისი აღსასრული. მიწიდან აიმაღლა ხმა და იწინასწარმეტყველა, რათა ურჯულოება ხალხისა წარხოცილიყო. |